ფედერალისტი #29 : ჰამილტონი
1787წ . 9 იანვარი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
სახალხო ლაშქრის შეკრება და მისი შენაერთების სარდლობა აჯანყე-ბებისა და შემოსევების დროს ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია იმ მოვალეობებისა, რომლებიც კონფედერაციის საერთო თვდაცვასა და საშინაო მშვიდობაზე პასუხისმგებელ ორგანოს აკისრია.
არ არის აუცილებელი, ღრმად იყო ჩახედული სამხედრო მეცნიერებაში იმის მისახვედრად, რომ სახალხო ლაშქრის ორგანიზებისა და მისი სამწყობრო წესდების ერთგვაროვნება წარმატების საწინდარი ხდება ყოველთვის, როცა კი მას საზოგადოებრივი დაცვის მიზნებისთვის მოუწო-დებენ. ეს საშუალებას მისცემს მას, რომ გონიერებით და თანხმობით აითვისოს როგორც ბანაკად დგომის, ისე საველე ცხოვრების ჩვევები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოქმედებების დროს. იგი გაიწაფება პროფესიული სამხედრო ფუქციების შესრულებაში, რაც დიდად განაპირობებს მის ვარგისობას. სასურველი ერთგვაროვნება კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ სახალხო ლაშქრის ორგანიზებას ეროვნულ ხელისუფლებას მივანდობთ. ამიტომაც სრულიად მართებულადაა ჩაწერილი კონვენტის პროექტში, რომ საკავშირო მთავრობა:” ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს სახალხო ლაშქარს და გაწვრთნას იგი; უხელმძღვანელოს მის იმ შენაერთებს, რომლებიც შეერთებული შტატების სამსახურში იმყოფებიან; ხოლო
შტატების
კომპეტენციაში
დატოვოს
ოფიცერთა
დანიშვნისა
და
ლაშქრის
გაწვრთნის
პრეროგატივა
კონგრესის
მიერ
დადგენილი
სამწყობრო
წესდების
მიხედვით
:”
სხვადასხვა პოზიციებს შორის, საიდანაც კონვენტის მოწინააღმდეგენი მის მიერ შემოთავაზებულ პროექტს უტევენ, არის ერთი ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი, და იმავდროულად, ყველაზე სუსტი პოზიცია, რომელსაც იერიში სწორედ ამ კონკრეტულ პუნქტზე მიაქვს. თუ კარგად ორგანიზებული სახალხო ლაშქარი თავისუფალი ქვეყნის დაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა, მაშინ იგი იმ ორგანოს ზედამხვედველობის ქვეშ და განკარგულებაში უნდა იყოს, რომელიც სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნითაა შექმნილი. თუ მუდმივი არმია ხიფათს უქმნის თავისუფლებას, მაშინ ეფექტური ძალაუფლება, რომელსაც სახა-ლხო ლაშქარზე ის ორგანო ახორციელებს, რომელსაც ქვეყნის დაცვა აბარია, რამდენადაც შესაძლებელია, გასაქანს არ მისცემს სხვადასხვა სტიმულსა და საბაბს, არაკეთილგანწყობილ დაწესებულებათა წარმო-შობას რომ უწყობენ ხელს. თუ ფედერალურ მთავრობას შეუძლია სახალხო ლაშქარი გამოიყენოს საგანგებო ვითარებაში სამოქალაქო მაგისტრატის მხარდასაჭერად, მან შეიძლება ამ ამოცანას უკეთ გაართვას თავი, თუ იგი სხვა სახის შეიარაღებულ ძალებს მიმართოს. მაგრამ თუ ამას იგი ვერ მიაღწევს პირველი ტიპის სამხედო ძალით,მაშინ მეორე უნდა გამოიყენოს. არმიის უფუნქციოდ დატოვება უფრო უტყუარი გზაა მის თავიდან მოსაშორებლად, ვიდრე ქაღალდზე ჩამოწერილი ათასი აკრძალვა.
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი ზიზღით განაწყოს იმ უფლებამოსილების მიმართ, რომელიც საკავშირო კანონთა შესრუ-ლების მიზნით სახალხო ლაშქრის გამოყენებას ითვალისწინებს. იგი აცხადებს, რომ შემოთავაზებულ კონსტიტუციაში არ არის პუნქტი, რომელიც posse comitatus გამოყენების უფლებას იძლევა სამოქალაქო მაგისტრატისთვის მოვალეობის შესრულებაში დახმარების გასაწევად მაშინ, როცა სამხედრო ძალა მისი ერთადერთი დამხმარე საშუალება უნდა იყოსო. ჩვენ წინაშეა საოცარი არათანამიმდევრულობა, რომელსაც ზოგჯერ ერთი და იგივე წყაროც კი სჩადის, რაც არაფრით ადასტურებს მისი ავტორების გულწრფელობასა და პატიოსნებას. იგივე პირები, რომლებიც სულმოუთქმელად გვიყიჟინებდნენ _ ფედერალური მთავრობა დესპოტი და თავაშვებული იქნებაო, ცოტა ხანში გვამუნათებენ: მას საკმარისი ძალაუფლება არ აქვს; posse comitatus – ის გამოყენებაც კი არ შეუძლიაო. საბედნიეროდ, არც ბოლო მოსაზრებაა სწორი და არც პირველი. უაზრობა იქნებოდა, თუ ყველა
აუცილებელი
თუ
მართებული
კანონის აღსრულებას უფლებამოსილ ორგანოებს ისე მივაბარებდით, რომ ერთ რამესაც არ გავითვალისწინებდით: აუცილებელია, მოქალაქეები დახმარებას უწევდნენ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი შერულება აქვთ მინდობილი. ასევე სისულელეა გჯეროდეს ის, რომ იმ კანონების შემოღება, რომელთა მიზანი გადასახადების შეწერა და ამოღებაა, მამულების მემკვიდრეობით მიღება – გადაცემისა და მათი გასხვისების წესებში ცვლილებებს გამოიწვევს; ასეთივე ბოდვაა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყველა იმ საქმის განხილვას შეწყვეტს, რომლებიც მის კომპეტენციაში შედისო. ამრიგად, ცხადი შეიქნა, რომ უსაფუძვლოა ვარაუდი ძალაუფლების არასაკმარისობის თაობაზე, რის გამო ვითომდა posse comitatus დახმარება იყოს საჭირო, ამიტომ ის დასკვნაც, რომელიც აქედან გამოაქვთ სახალხო ლაშქრის ფედერალური მთავრობის უფლებამოსილებაში გადაცემის თაობაზე, არც წრფელია და არც ლოგიკური. რა შეიძლება იყოს იმ დასკვნის საფუძველი, რომ ძალა იმიტომ აქციეს ხელისუფლების ერთადერთ ინსტრუმენტად, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონო? როგორ დავძლიოთ გულმოწყალებასა და საღ აზრს შორის არსებული კონფლიქტი?
სიფრთხილის გრძნობა, რომელიც რესპუბლიკელებს ძალზე გაფაქიზე-ბული აქვთ, იმასაც კი გვასწავლის, რომ საფრთხეს სახალხო ლაშქრიდან მაშინაც უნდა მოველოდეთ, როცა იგი ფედერალური ხელისუფლების ხელშიაო. გვეუბნებიან, მთავრობამ შეიძლება სახალხო ლაშქრის რჩეული შენაერთები დააკომპლექტოს მგზნებარე ახალგაზრდებისგან, რომლებსაც თავისი თვითნებური მიზნებისთვის გამოიყენებსო. შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, თუ სახალხო ლაშქრის ორგანიზების რა გზას აირჩევს ეროვნული მთავრობა. მაგრამ მე სრულიად სხვაგვარად ვუყურებ რჩეული შენაერთების ჩამოყალიბების საკითხს, ვიდრე ისინი, ვინც მასში ხიფათს ხედავს; კონსტიტუცია რომ რატიფიცირებული იყოს და როგორც ამ შტატიდან წარგზავნილს, ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს წევრის წინაშე სამხედრო მოწყობის საკითხზე ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მომცემოდა, მას ასეთი შინაარსის სიტყვით მივმართავდი: “შეერთებული შტატების მთელი სახალხო ლაშქრის გაწრთვნის გეგმა ფუჭიც არის და მავნეც, თუ მის განხორციელებას შეძლებდნენ. სამხედო საქმეში სათანადო კვალიფიკაციის შესაძენად დრო და ვარჯიშია საჭირო. ერთი დღე ან თუნდაც ერთი კვირა არაა საკმარისი ამისთვის. არც ის არის ადვილი, რომ წვრილი ფერმერებისა და მოქალაქეთა სხვა კლასებისგან შედგენილი ამოდენა მასა იარაღასახმული იყოლიო და სამხედრო წვრთნებსა და მანევრებში მანამ აცლიდე სიქას, ვიდრე სრულყოფილების იმ დონეს არ მიაღწევს, რაც კარგად ორგანიზებულ სახალხო ლაშქარს შეეფერება. ასეთი რამ ხალხის განაწყენებას, საზოგადოების სერიოზულ შეწუხებასა და დანაკარგს გამოიწვევს. მოსახლეობის ახლანდელი რაოდენობიდან თუ ამოვალთ, მწარმოებლური შრომიდან ქვეყანას თითქმის იმდენი შემოსავალი დააკლდებოდა, რაც მთლიანად დაფარავდა ყველა შტატში სამოქალაქო უწყებათა შენახვის ხარჯებს. არაგონივრული იქნებოდა ისეთი რამის წამოწყება, რაც შრომისა და წარმოების მოცულობას ესოდენ სერიოზულად შეკვეცავდა. ისე, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი იქნებოდა, ვინაიდან მას ხალხი ხანგრძლივად ვერ მოითმენდა. არ იქნებოდა გონივრული, ხალხს მთლიანობაში უფრო მეტი მოვთხოვოთ, ვიდრე ის, რომ იარაღის ხმარება იცოდნენ და აღჭურვილობის ტარება შეეძლოთ. საამისოდ წელიწადში ერთ ან ორი შეკრების მოწყობაც საკმარისია.
“მიუხედავად იმისა, რომ ხელი უნდა ავიღოთ მთელი ერის გაწვრთნის მცდელობაზე, როგორც მავნე და განუხორციელებელ იდეაზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ სახალხო ლაშქრის ფორმირების საგულდაგულოდ დამუშავებული გეგმა. მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ზომიერი მოცულობის რჩეული კორპუსის შექმნას და ის ისეთ პრინციპებზე უნდა დააფუძნოს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობა მოგვეცეს. თუ ამით შემოვიფარგლებით, მაშინ ჩვენ გვეყოლება სახალხო ლაშქრის ბრწყინვალედ გაწვრთნილი შენაერთი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება ბრძოლაში ჩასაბმელად, როცა ქვეყნის დაცვის ამოცანა ამას მოითხოვს. ეს საგრძნობლად შეანელებს საჯარისო შენაერთების შექმნისკენ მოწოდებებს და თუ გარემოება ოდესმე იძულებულს გახდის მთავრობას, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია შექმნას, იგი მნიშვნელოვან ხიფათს ვერ შეუქმნის ხალხის უფლებებს, ვინაიდან აქვეა მოქალაქეთა მსხვილი გაერთიანება, რომელიც ოდნავადაც არ ჩამოუარდება მას არც დისციპლინით და არც საბრძოლო ხელოვნებით. იგი მზად არის დაიცვას როგორც საკუთარი, ისე თანამოქალაქეთა უფლებები. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი რამ, რასაც მუდმივი არმიის ჩანაცვლება შეუძლია. და თუ ეს უკანასკნელი მაინც შეიქმნება, მაშინ სახალხო ლაშქარი მისგან თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნება.”
ასე ვიმსჯელებდი მე იმავე საკითხის შესახებ, რომელზეც შემო-თავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი სრულიად სხვა აზრისანი არიან. საბუთებს სწორედ იმ წყაროდან ამოვხაპავდი, სადაც მათ მხოლოდ საფრთხე და დაღუპვა ეგულებათ, მაგრამ მე არ ვიცი, თუ როგორ განსჯის მას ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, და მგონი, წინასწარ ეს არც მას მოეხსენება.
არის რაღაც ნაძალადევი და ექსტრავაგანტული იმ მოსაზრებაში, რომ სახალხო ლაშქარი თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენსო. აღარც კი იცი, სერიოზულად მოეკიდო ამას თუ ღიმილნარევი მზერა შეავლო. საქმე გონების უბრალო ვარჯიშობასთან გვაქვს, - როგორც რიტორებს სჩვევიათ ხოლმე, როცა ეშმაკურად ცდილობენ, რადაც უნდა დაჯდეს ცრურწმენები ჩაგვაგონონ, - თუ სერიოზულ პოლიტიკურ ფანატიზმთან. საღი აზრის სახელით როდის უნდა დაესვას წერტილი ჩვენს შიშებს, თუკი ჩვენი შვილების, ძმების, მეზობლებისა თუ თანამემამულეებისადმი ნდობა დავკარგეთ? საფრთხის რა აჩრდილი უნდა დაგვტრიალებდეს თავს იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებთანაც ერთი ჭირი და ლხინი გვაქვს, გრძნობების, ემოციების, ჩვეულებებისა და ინტერესთა ერთიანობა გვაკავშირებს? განა გონივრულია იმას ვუფრთხოდეთ, რომ საკავშირო მთავრობას სახალხო ლაშქრის ფორმირებაზე უფლებამოსილება გადაეცეს და აუცილებლობის შემთხვევაში მისი შენაერთების ხელმძღვანელობა დაეკისროს მაშინ, როცა შტატებს
ოფიცერთა
დანიშვნის
განსაკუთრებული
უფლება
ენიჭებათ
? სერიოზული ეჭვიც რომ გაჩენილიყო იმის თაობაზე, სახალხო ლაშქარი რად უნდა შედიოდეს ისეთი სტრუქტურის კომპეტენციაში, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას ექვემდებარებაო, იგი მაშინვე გაიფანტებოდა, როგორც კი გავიხსენებდით, რომ მის ოფიცრებს შტატები ნიშნავენ. სწორედ ეს ვითარება განაპირობებს იმას, რომ მასზე ზეგავლენის მხრივ უპირატესობა ყოველთვის შტატების მხარეს იყოს.
როცა კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ პუბლიკაციებს ეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება გიპყრობს, თითქოს ცუდად დაწერილ რომანს კითხულობ, რომელიც რეალური და სასიამო სახეების ნაცვლად საშინლად დამახინჯებული გამოსახულებებითაა სავსე; რას არ წააყდებით იქ _ გორგონა ჰიდრებსა და საზარელ ქიმერებს; უფერულსა და უსახურ არსებებს; ყველაფერი მონსტრად იქცევა, რასაც კი მისი ავტორის ხელი შეეხება.
ამის მაგალითად გამოდგება ის უკუდურესად გადაჭარბებული და დაუჯერებელი ვარაუდი, რასაც ეს ავტორები იმ უფლებამოსილებათა თაობაზე გამოთქვამენ, რომელთა გამოყენებაც აუცილებელი გახდება სახალხო ლაშქრის შესაკრებად. ნიუჰამპშირის ლაშქარი მარშით წავა ჯორჯიის შტატში, ჯორჯიისა კი – ნიუჰამპშირში, ნიუ-იორკის მოლაშქრეები კენტუკში გაემართებიან, კენტუკისა კი ჩამპლეინის ტბისკენ აიღებენო გეზს. ფრანგებსა და ჰოლანდიელებს ვალებს ლუიდორებსა და დუკატებში კი არ დაუბრუნებენ, არამედ მოლაშქრეების სახით მისცემენო; აქეთ რომ მრავალრიცხოვანი ჯარი ხალხის თავისუფლებებს ამხობს, იქეთ ვირჯინიის მოლაშქრეებს მშობლიური მიწიდან ხუთასი თუ ექვსასი კილომეტრის სიშორეზე მიერეკებიან მასაჩუსეტსის რესპუბლიკური დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად; მასაჩუსეტსისას კი იმავე მანძილის გავლა მოუწევთ ვირჯინიელ არისტოკრატთა ქედმაღლობის მოსადრეკად. ამგვარი მანქანებისა და მჭევრმეტყველების გამომგონებელ ვაჟბატონებს ნეტა მართლა ეოცნებებათ, რომ ამდენ როშვასა თუ აბდაუბდას ამერიკელ ხალხს ჭეშმარიტებად შეასაღებენ?
თუ არმია გვეყოლება და მას გამოიყენებენ დესპოტიზმის იარაღად, მაშინ რაღა საჭიროა სახალხო ლაშქარი? თუ იგი არ იარსებებს, მაშინ განა სახალხო ლაშქრის გაღიზიანებას არ გამოიწვევდა ის, რომ შორეულ და უიმედო ექსპედიციაში უკრეს თავი, რათა თანამემამულეთა ერთ ნაწილს მონობის ხუნდები დაადოს ქედზე; ნაცვლად იმისა, რომ იერიში იმ ტირანების ბუნაგზე მიეტანა, რომლებმაც ეს სულელური პროექტი გამოიგონეს? განა მათი ფიქრით უპრიანი არ იქნებოდა ის, რომ თავიანთი წარმოსახული ძალაუფლების ბასტიონებში გაესრისათ ისინი და ეჩვე-ნებინათ მათთვის, თუ როგორ უნდა შეურაცხყოფილი და შეგინებული ხალხისთვის შურისძიება? ნუთუ ასე აპირებენ უზურპატორები მრავალრიცხოვანი და განათლებული ერის დამორჩილებას? ნუთუ ისინი თავიანთ მოქმედებას სწორედ იმით დაიწყებენ, რომ ზიზღს აღუძრავენ იმათ, ვის გამოყენებასაც აპირებენ უზურპაციის ინსტრუმენტად? ნუთუ მათი მოქმედებები წარმატებაზე კი არ იქნება გათვლილი, არამედ იმაზე, რომ ხალხის სიძულვილი და წყევა დაიტეხონ თავს? რას მოასწავებენ ასეთი ვარაუდები? ნუთუ იმას, რომ კეთილგონიერი პატრიოტები კეთილგონიერ ხალხს შეაგონებენ? ხომ არაა ეს განაწყენებული წამქეზებლებისა თუ გონებაარეული ენთუზიასტების ნაბოდვარი, რომელიც ადამიანთა აღგზნებაზეა გათვლილი?
ბუნებრივია ის, რომ აჯანყებებისა თუ შემოსევების დროს ერთი შტატის სახალხო ლაშქრის შენაერთები მეზობელი შტატის ტერიტორიაზე შევიდეს, რათა საერთო მტერი დაამარცხონ და რესპუბლიკა ხროვისა თუ ამბოხის ძალმომრეობათაგან დაიცვან. ამგვარი რამ ბოლო ომის დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მთავარი მიზანი სწორედ ასეთი ურთიერთთანადგომაა. თუ საამისო ძალაუფლება საკავშირო მთავრობის ხელში გადავა, მაშინ აღარ იარსებებს ხიფათი იმისა, რომ საფრთხეში ჩავრდნილ მეზობელს გულგრილად და თანაგრძნობის გარეშე ვუყურებდეთ, საფრთხის მოახლოებისთანავე კი მოვალეობისა და სიმპატიის ძალზე სათუთ იმპულსებს თვითშენახვის ინსტინქტი გაუმაგრებს ზურგს.
პუბლიუსი