ფედერალისტი # 77 : ჰამილტონი
1788წ. 2 აპრილი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
როგორც აღინიშნა, თანამდებობაზე დანიშვნის საქმეში პრეზიდენტსა და სენატს შორის თანამშრომლობისგან დიდ უპირატესობას უნდა მოვე-ლოდეთ, რაც ადმინისტრაციის სტაბილურობას წაადგება. სენატის თანხმობა აუცილებელია როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ისე მისგან გათავისუფლების საკითხში. ამიტომ პრეზიდენტის შეცვლა არ გამოიწვევს მძვინვარესა თუ საყოველთაო რევოლუციას სამთავრობო უწყებებში. ასეთი რამ მოსალოდნელი იქნებოდა, იგი რომ მარტოდმარტო განაგებდეს თანამდებობაზე დანიშვნის საკითხებს. როცა ადამიანმა, რომელსაც ესა თუ ის თანამდებობა უკავია, საკმარისად დაასაბუთა, რომ იგი ვარგისია ამ საქმისთვის, ახალი პრეზიდენტი თავს შეიკავებს მისი მოხსნისა და ამ პოსტზე მისთვის ხელსაყრელი პირის დანიშვნისგან. საქმე ის არის, რომ მას ერთი რამის შიში ექნება: ვაითუ, განაწყენებულმა სენატმა მცდელობა ჩამიშალოს და გარკველწილად სახელიც გამიტყდესო. ის, ვინც დიდად აფასებს მართვის სტაბილურობას, ქებას არ დაიშურებს იმ დებულების მიმართ, რომელიც თანამდებობის პირთა ოფიციალურ მდგომარეობას სენატის მიერ მოწონება – არმოწონებაზე დამოკიდებულს ხდის. საქმე ის არის, რომ ზემოხსენებული ორგანოს შემადგენლობა დიდწილად უცვლ-ელი რჩება. ამიტომ იგი უფრო ნაკლებად არათანამიმდევრული იქნება გადაწყვეტილებათა მიღებისას, ვიდრე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წევრი.
თანამდებობაზე დანიშვნის საქმეში პრეზიდენტსა და სენატს შორის თანამშრომლობა ზოგჯერ შესიტყვების მიზეზი ხდება: ეს ხელს შეუწყობს პრეზიდენტს სენატზე უმართებულო ზეგავლენა მოიპოვოსო. ზოგჯერ კი ამტკიცებენ, საქმე პირიქით არისო. ეს კი იმას მოწმობს, რომ არც ერთი მოსაზრებაა მართებული და არც მეორე.
თუკი პირველ შესიტყვებას სათანადოდ ჩამოვაყალიბებთ, ეს მისი უარყ-ოფის ტოლფასი იქნება. იგი ასეთ სახეს მიიღებს: პრეზიდენტი
მეტისმეტ
ზეგავლენას მოიპოვებს სენატზე, ვინაიდან ამ უკანასკნელს მისი
შეკა
-
ვების
უფლება აქვს. ჩვენ წინაშეა ტერმინოლოგიური უაზრობა. უეჭველია, რომ დანიშვნის მთელი უფლებამოსილება პრეზიდენტს შესაძლებლობას მისცემს სახიფათო იმპერიული ზეგავლენა მოიპოვოს ხელისუფლების ზემოხსენებულ ორგანოზე, რის შესაძლებლობასაც იგი მოკლებული იქნებოდა, თუკი მისი კომპეტენცია ამ უკანასკნელის კონტროლის ქვეშ კანდიდატურათა წამოყენებას არ გასცდებოდა.
განვიხილოთ საპირისპირო გამონათქვამი: “სენატი მოიპოვებს ზეგავლენას პრეზიდენტზე.” სხვაგანაც აღვნიშნე და აქაც ვიმეორებ, რომ ამ გამონა-თქვამის ბუნდოვანება მასზე ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა. როგორ უნდა განხორციელდეს ამგვარი ზეგავლენა? რომელი ობიექტების მიმართ უნდა განხორციელდეს იგი? ადამიანზე ზეგავლენის მოპოვება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ამ სიტყვას აქ ვიყენებთ – მისთვის სიკეთეთა ბოძებას გულისხმობს. ნუთუ სენატის მიერ პრეზიდენტისთვის ბოძებული სიკეთე ის არის, რომ იგი ვეტოს ადებს ამ უკანასკნელის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას? ამბობენ, ჟამიდან ჟამს სენატი იმით დააჯილდოებს პრეზიდენტს, რომ დათმობაზე წავა და მხარს მის რჩეულს დაუჭერს მაშინ, როცა საზოგადოებრივი ინტერესი სხვა გადაწყვეტილებას მოითხოვსო. ამ მოსაზრებას ასეთ პასუხს მივაგებდი: საბოლოო ჯამში ძალზე იშვიათად მოხდება ის, რომ პრეზიდენტი პირად დაინტერესებას გამოიჩენს. ამიტომ სენატსაც იშვიათად მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მაამებლობით ზეგავლენა მოახდინოს პრეზი-დენტზე. გაცილებით მიმზიდველია ის
ძალაუფლება
, რომელიც
სათავეს
უდებს
პატივისა და ჯილდოს განაწილებას, ვიდრე ის, რომელსაც მხოლოდ ამგვარი რამისთვის ხელის შეშლა ხელეწიფება. თუ პრეზიდენტზე ზეგავლენის მოხდენაში მისი
შეკავება
იგულისხმება, მაშინ ეს სწორედ ის მიზანია, საითკენაც მივისწრაფით. სწორედ ის იქნა ნაჩვენები, თუ რაოდენ კეთილმყოფელია ამგვარი შეკავება. იგი ხომ არც ერთ იმ უპირატესობას არ ანადგურებს, რომელიც შესაძლოა, პრეზი-დენტის არაკონტროლირებად მოქმედებას მოჰქონდეს. თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება უზრუნველყოფს ყველა იმ სარგებელს, რისი მოტანაც თანამდებობაზე დანიშვნის პრეროგატივას ძალუძს და დიდწილად თავიდან გვაშორებს იმ ბოროტებას, რომელიც თან ახლავს ხოლმე ამ უკანასკნელს.
თუ ერთმანეთს შევადარებთ თანამდებობაზე დანიშვნის იმ გეგმას, რომელსაც შემოთავაზებული ხელისუფლება ითვალისწინებს და იმ პროცედურას, რომელიც იმავე მიზნით ჩვენს მშობლიურ შტატშია შემოღებული, უპირატესობა პირველს უნდა მიენიჭოს. ზემოხსნებული გეგმის მიხედვით კანდიდატურის წამოყენების პრეროგატივა უდავოდ პრეზიდენტს ეკუთვნის. მაგრამ საქმე ის არის, რომ თითოეული წამოყენებული კანდიდატურა ხელისუფლების მთელი შტოს სამსჯავროზე უნდა იქნეს გატანილი. ამიტომ ბუნებრივია, რომ დანიშვნასთან დაკავში-რებული ყველა გარემოება ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებრი-ობისთვის. აქედან გამომდინარე, მისთვის ძნელი არ იქნება იმის გარკვევა, თუ ვის რა წილი მიუძღვის ამ საქმეში. უვარგისი კანდიდატურის წამოყენებისთვის მთელი პასუხისმგებლობა მარტოდენ პრეზიდენტს დაეკისრება. სენატზე კი ჯოხი მხოლოდ მაშინ გადატყდება, თუ იგი ვარგებულ კანდიდატურას დაიწუნებს. მაგრამ საზოგადოების თვალში მის მდგომარეობას ის დაამძიმებს, რომ იგი წინ აღუდგა პრეზიდენტის კეთილ ზრახვებს. თუ მაინც უვარგისი კანდიდატურა გავიდა და თანამდებობაზეც ის იქნა დანიშნული, თავ-თავიანთ წილ შერცხვენასა და თავის მოჭრას ვერც პრეზიდენტი აიცილებს და ვერც სენატი: ერთი – კანდიდატურის წაყენებისთვის, მეორე კი – მისი დამტკიცებისთვის.
ჩვენს შტატში თანამდებობაზე დანიშვნა საპირისპირო წესით ხდება. საბჭო, რომელიც ამ საქმეს განაგებს, სამი – ხუთი პირისგან შედგება. მის შემადგენლობაში გუბერნატორიც აუცილებლად შედის. ეს მცირერიცხო-ვანი ორგანო კერძო ბინაში გამოიკეტება ხოლმე და ასე საზოგადოების თვალთახედვისგან მიფარებული ცდილობს აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ცნობილია, რომ გუბერნატორი რამდენიმე ორაზროვან კონსტიტუციურ დებულებას იშველიებს და დანიშვნის უფლებამოსილებაზე პრეტენზიას აცხადებს. მაგრამ უცნობია ის, თუ რა დოზით და რანაირად ახორციელებს იგი ზემოხსენებულ პრეროგატივას. არც ის ვიცით, თუ რა შემთხვევებში არ ეთანხმებიან მას, ან რა შემთხვევებში უწევენ ხოლმე წინააღმდეგობას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა გაიკიცხოს უვარგისი კანდიდატის დანიშვნისთვის, ამის გარკვევა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ბურუსით მოცული რჩება ის, თუ ვინ წამოაყენა კანდიდატურა. ამიტომ არის, რომ გაკიცხვას სიმწვავეც აკლია და მსწრაფლწარმავალიცაა. შეუზღუდავი ასპარეზი ეძლევა შეთქმულებასა და ხრიკების ხლართვას; პასუხისმგებლობის შესახებ წარმოდგენა კი უჩინარდება. დიდი – დიდი, რაც შეიძლება საზოგადოებამ შეიტყოს, ისაა, რომ გუბერნატორი კანდიდატურის წამოყენებაზე პრეტენზიას აცხადებს; რომ
ოთხიდან
ორ
წევრს ყოველთვის მოევლება; რომ ყოველთვის შეიძლება გაჯიუტებულ წევრთა წინააღმდეგობისგან თავის დაღწევა თუნდაც იმით, რომ საბჭოს სხდომა მათთვის არახელსაყრელ დროს დაინიშნება და ისინი ვერ შეძლებენ მასზე დასწრებას. არავინ იცის, მართვის დელიკატურსა და მნიშვნელოვან საქმეებში ჩვენი შტატის გუბერნატორი რომელიმე ახლადაღზევებულს მიანიჭებს უპირატესობას, თუ იმ პირებს დაემყარება, რომელნიც უფრო შეეფერებიან ამ თუ იმ თანამდებობას. ისიც უცნობი რჩება, გამოიყენებს თუ არა იგი მის ხელთ არსებულ უპირატესობას იმ მიზნით, რათა ის ადამიანები დააწინაუროს, რომელთა ერთადერთი ღირსება გუბერნატორის ნების უსიტყვო აღსრულება და პირადი ზეგავლენის საძულველი და სახიფათო სისტემის მხარდაჭერაა. აქედან გამომდინარე, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ყოველივე ეს საზოგადოებისთვის მარტოდენ მიხვედრათა და ვარაუდთა სფეროს განეკუთვნება.
ნებისმიერი საბჭო, რომელიც დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეების მოსაწესრიგებლადაა შექმნილი, ადრე თუ გვიან, კონკლავად იქცევა ხოლმე, რომელშიც გასაქანს ჰპოვებენ შეთქმულებანი და ინტრიგები. და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი სტრუქტურის მქონეა ამგვარი საბჭო. ეს უკანასკნელი შეუძლებელია ისე მრავალრიცხოვანი იყოს, რომ მასში სხვადასხვა კომბინაციის გათამაშება ვერ მოხერხდეს. მისი რიცხოვნების შეზღუდვა კი თუნდაც იმიტომაა უპრიანი, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუმართლებელი ხარჯები. საქმე ის არის, რომ საბჭოს თითოეულ წევრს ეყოლება სამეგობრო და სანათესავო. ყოველი მათგანი თავს ვალდებულად იგრძნობს, რომ მათზე იზრუნოს. ამას ზედ ერთვის გამდიდრების დაუოკებელი სურვილი. გაჩაღდება ხმებითა და ადგილებით ვაჭრობა. საბჭოს ყველა წევრი სკანდალურ გარიგებებში გაეხვევა. ერთი ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არ არის ძნელი საქმე. მაგრამ როცა საქმე თორმეტი თუ ოცი ადამიანის სანათესაოსა და სამეგობრო წრეს ეხება, ვერაფრით ავიცილებთ თავიდან მონოპოლისტ ოჯახებს, რომელთა განკარგულებაშიც მოექცევა ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობა. ეს კი ყველაზე უმოკლესი გზაა არისტოკრა-ტიისა და ოლიგარქიისკენ ყველა იმ გზათა შორის, რომლის გამოგონებაც ადამიანურ გონებას ძალუძს. თუ თანამდებობებით ვაჭრობის თავიდან ასაცილებლად ხშირად ვცვლიდით საბჭოს შემადგენლობას, თავს ყველა იმ უბედურებას დავიტეხდით, რაც თან სდევს ხოლმე არასტაბილურ მართვას. ამგვარი საბჭო კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რასაც მას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრივ უფრო დიდი ზეგავლენა უქადის, ვიდრე სენატის ზეგავლენაა. საქმე ის არის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო მცირერიცხოვანია და მის წევრთა მოღვაწეობა ნაკლებად ხვდება საზოგადოებრივი დაკვირვების თვალსაწიერში. დაბოლოს, ზემოხსენებული საბჭო არას დაგიდევს კონვენტის გეგმას, გაზრდის ხარჯებს და საზოგადოებას ყველა იმ სიავეს მოუტანს, რაც სწორედ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა საზოგადოებრივი პატივის განაწილების საქმეში ფავორიტიზმისა და ინტრიგის სულისკვე-თება ისადგურებს. ამგვარი რამ კი დიდად დააქვეითებს მართვის სტაბი-ლურობას; ხელს შეუწყობს პრეზიდენტის სახიფათო ზეგავლენის ზრდას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მგზნებარედ მოითხოვს შემოთავაზებულ კონსტიტუციაში დამატების სახით იქნეს შეტანილი დებულება, რომელიც ამგვარი საბჭოს აუცილებლობას განსაზღვრავს.
არ შემიძლია დანიშვნების საკითხის განხილვა ისე დავასრულო, რომ ყურადღება ერთ გეგმაზე არ გავამახვილო. საქმე ეხება იმას, რომ არსებობს კონსტიტუციის მომხრეთა არცთუ მრავალრიცხვანი წრე, რომე-ლიც მოითხოვს თანამდებობაზე დანიშვნის პრეროგატივა წარმომადგე-ნელთა პალატასაც მიენიჭოსო. ამ გეგმის მხოლოდ მოხსენიებით შემოვი-ფარგლები, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ მან საზოგადოების ფართო ფენების მოწონება დაიმსახუროს. ეგზომ უმყარი და მრავალრიცხოვანი ორგანო არ გამოდგება აუცილებელ უფლებამოსილებათა გასახორციელე-ბლად. ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც კი გაიხსენებს, რომ ორმოცდაათ-იოდე წელიწადში მისი წევრების რიცხვი სამას, ოთხას კაცს მიაღწევს. გაუჩინარდება ყველა უპირატესობა, რაც კი დაკავშირებულია პრეზიდე-ნტის ინსტიტუტისა და სენატის სტაბილურობასთან, თუკი თანამდებობაზე დანიშვნის საქმეში წარმომადგენელთა პალატაც ჩაერთო. საქმე ის არის, თავს იჩენს საქმის გაჭიანურებისა და გაძნელების პრაქტიკა. უმრავლესი შტატის მაგალითი და მათი ადგილობრივი კონსტიტუციები იქითკენ გვიბიძგებენ, რომ ამგვარი მოსაზრება დაძრახული იქნეს.
უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლის დანარჩენი უფლებამოსილებანი იმ საკითხს უკავშირდება, რაც კონგრესისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგო-მარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. ზემოაღნი-შნული უფლებამოსილებანი ისეთ ზომებს ეხება, რომელთა მიღებასაც იგი საჭიროდ ჩათვლის. მას შეუძლია, საგანგებო სიტუაციაში სასწრაფოდ მოიწვიოს კონგრესის ან მისი ნებისმიერი პალატის სხდომა. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს კონგრესი იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ თანხ-მდება მუშაობის შეწყვეტის ზუსტ დროზე. მის უფლებამოსილებებში ასევე შედის ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღება. იგი ვალდებულია, განუხრელად ასრულებდეს კანონებს და ნიშნავდეს შეერთე-ბული შტატების ყველა თანამდებობის პირს.
გარდა კრიჭაში ჩადგომის რამდენიმე შემთხვევისა, რაც საკანონმდებლო ორგანოს
ნებისმიერი
პალატის სხდომის მოწვევას უკავშირდება, ზემო-ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მიმართ არ ყოფილა წამოყენებული არც ერთი შესიტყვება. საქმეც ის არის, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა. საჭირო შეიქნებოდა გამომგონებლობის დაუოკებელი სურვილი, რათა გამონაკლისები შემოგვეღო იმ დებულებათათვის, რომელნიც თვითვე არიან გამონაკლისები. რაც შეეხება იმ პრეროგატივას, რომელიც საკანო-ნმდებლო ორგანოს ნებისმიერი პალატის სხდომის მოწვევას ითვალი-სწინებს, ასეთი რამ, სულ ცოტა, სენატთან მიმართებაში სრულიად გამართლებულია. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების ამ ორგანოს და პრეზიდენტს ერთნაირი უფლება აქვთ ხელშეკრულებათა დადების საკითხში. ამიტომ მისი სხდომის მოწვევა შეიძლება აუცილებელი შეიქნეს მაშინ, როცა შესაძლოა ზედმეტი და უმართებულოც კი იყოს წარმომადგენელთა პალატის სხდომის მოწვევა. რაც შეეხება ელჩების მიღებას, ვფიქრობ, ეს საკითხი დამაჯერებლად განვიხილე წინა სტატიაში.
ამრიგად, ჩვენ დავასრულეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სტრუქტურისა და უფლებამოსილებათა განხილვა. მე შევეცადე მეჩვენებინა, რომ იგი მოიცავს ყველა აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, რაც დაშვებულია რესპუბლიკური პრინციპების მიხედვით. გასარკვევი დარჩა შემდეგი რამ: შეიცავს თუ არა იგი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნასაც იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი რესპუბლიკურ პრინციპს ესმის და ხალხზე სათანადო დამოკიდებულება ბადებს თუ არა პასუხისმგე-ბლობის აუცილებელ გრძნობას? ამ შეკითხვებზე პასუხი უკვე გაიცა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციათა გამოკვლევის დროს. ამგვარი პასუხი იმ გარემოებებიდანაც დამაკმაყოფილებლად გამომდინა-რეობს, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევა ოთხ წელიწადში ერთხელ ამ მიზნისთვის საგანგებოდ არჩეული პირების მიერ; აქვე იგულისხმება ის გარემოება, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო წესით პრეზიდენტის გადაყენებას ითვალისწინებს, რასაც თავისთავად მოჰყვება შეუძლებლობა იმისა, რომ მან სხვა თანამდებობა დაიკავოს; ასევე შესაძლებელია, რომ მის მიმართ ჩვეულებრივი სასამართლო წესით დევნა განხორციელდეს, რაც – არ არის გამორიცხული – სიცოცხლის ჩამორთმევითა და ქონების კონფისკაციით დასრულდეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ რაგინდ მნშვნელ-ოვანიც უნდა იყოს უსაფრთხოების ახლახან ჩამოთვლილი ზომები, კონვენტის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებანი ამით მაინც არ ამოიწუ-რება. იმავე გეგმის მიხედვით, იმ შემთხვევებში, როცა ქვეყანა აღმასრუ-ლებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხის წინაშე დგება, შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკანონმ-დებლო კრების ერთ – ერთი პალატის კონტროლს დაექვემდებარება. სხვა რაღა უნდა ეწადოს განათლებულსა და გონიერ ხალხს?
პუბლიუსი