ფედერალისტური წერილები
დამფუძნებელი მამების ჩანაფიქრით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ყოფილიყო გაბედული ექსპერიმენტი. მისი მიზანი კანონებისა და მმართველობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება იყო, რომლის ანალოგი, მანამდე, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობდა.
დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალი ქვეყნის მესვეურები ისეთი სახელმწიფოს დაფუძნებას ცდილობდნენ, რომელშიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა იმოქმედებდა, რაც თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი თავისუფლების საწინდრად მოგვევლინებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია უდიდესი რუდუნებით შეიქმნა და თითოეულ შტატს რატიფიკაციისთვის 1787 წლის სექტემბერს გადაეცა. ალექსანდრე ჰამილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ 85 სტატია დაწერეს, რომელიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა.
ეს სტატიები ფედერალისტური წერილების სახელითაა ცნობილი და ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.
