ფედერალისტი # 84 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
წინა წერილებში, სადაც კონსტიტუციას განვიხილავდი, ყურადღება გავამახვილე მის წინააღმდეგ წამოყენებულ შესიტყვებებზე და მათზე პასუხის გაცემას შევეცადე. წინამდებარე სტატიაში კი მინდა, რამდენიმე შესიტყვება გავარჩიო, რომლებიც ვერ მოხვდნენ ამ თუ იმ განყოფი-ლებაში, ანდა სათანადო ადგილას მათი განხილვა გამომრჩა. მაგრამ ვინაიდან კონსტიტუციის გასიგრძეგანება ისედაც გაგვიგრძელდა, დარ-ჩენილ შესიტყვებებს მოკლედ განვიხილავ, რათა ყველა მათგანი ერთ სტატიაში ჩავატიო.
დარჩენილ შესიტყვებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომელიც შემოთავაზებულ კონსტიტუციაში უფლებათა ბილის არარსებობას აპროტესტებს. ამ შესიტყვების პასუხად იმაზე მიუთითებენ, რომ მსგავს ბილს რამდენიმე შტატის კონსტიტუციაც მოკლებულია. ერთ – ერთი ასეთი შტატი ნიუ–იორკია. ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი უსაზღვრო აღფრთოვანებას რომ გამოხატავენ ჩვენი მშობლიური შტატის ძირითადი კანონის მიმართ, ამავე დროს, უფლებათა ბილის ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერებად გვევლინებიან. თავიანთი თავგამოდების გასამართლებლად ისინი ორ მომენტზე მიუთითებენ. ჯერ ერთი, მართალია, ნიუ–იორკის შტატის კონსტიტუცია არ შეიცავს ბილს უფლებათა შესახებ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მასში წარმოდგენილია ისეთი დებულებები, რომლებიც ზოგიერთი პრივილეგიისა და უფლების დასაცავად არიან მოწოდებულნი. ეს უკანასკნელნი კი უფლებათა ბილის ტოლფასია. მეორეც, ნიუ–იორკის შტატის კონსტიტუციას შეთვისებული აქვს დიდი ბრიტანეთის როგორც საერთო სამართალი, ისე მისი სტატუტური სამართალი. ეს ვითარება კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უზრუნველყოფილია მრავალი ისეთი უფლების დაცვა, რომელთა დაცვაც ამ შტატის კონსტიტუციაში წინასწარ დათქმული არ არის.
პირველ პუნქტთან დაკავშირებით შემდეგ რამეს ვიტყოდი: კონვენტის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია, ისე, როგორც ნიუ–იორკის შტატის ძირითადი კანონი, მსგავს დებულებათა მთელ წყებას შეიცავს.
თუ არ შევეხებით ისეთ დებულებებს, რომლებიც ხელისუფლების სტრუქტურის მოწესრიგებაზე არიან გათვლილნი, შემოთავაზებულ კონსტიტუციაში შემდეგ ვითარებას ვაწყდებით: მუხლი I, კარი 3, აბზაცი 7 იუწყება: “იმპიჩმენტთან დაკავშირებული მსჯავრდება მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენებასა და შეერთებული შტატების სამსახურში ნებისმიერი საპატიო, საპასუხისმგებლო და ანაზღაურებადი პოსტის დაკავების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგრამ მოგვიანებით იმპიჩმენტის სასამართლო წესით გადაყენებული პირის მიმართ შესაძლოა, მაინც დაიწყოს გამოძიება; შესაძლოა, იგი პასუხიგებაში მიეცეს, გასამართლდეს და კანონით დადგენილი წესით დაისაჯოს.” იმავე მუხლის კარი 9, აბზაცი 2 იუწყება:” დაუშვებელია Habeas corpus– ის რაიმეგვარი შეჩერება, თუ ეს არ არის განპირობებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით, ამბოხისა და მტრის შემოსევის დროს.” მე-3 აბზაცი იუწყება:” დაუშვებელია შერისხვის შესახებ კანონისა ანდა ex post facto კანონთა შემოღება.” მე-7 აბზაცი იუწყება:” შეერთებული შტატები არ ანიჭებს სათავადაზნაურო წოდებებს და არც ერთ პირს, რომელსაც შეერთებული შტატების სამსახურში რაიმე ანაზღაურებადი ან საპატიო თანამდებობა უკავია, უფლება არ აქვს, კონგრესის თანხმობის გარეშე რომელიმე მეფისგან, პრინცისა თუ უცხო ქვეყნისგან მიიღოს ძღვენი, ჯილდო, თანამდებობა ან წოდება.” მუხლი III, კარი 2, აბზაცი 3 იუწყება:” ყველა დანაშაული გარდა იმ დანაშაულისა, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო წესით ირჩევა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსჯადობას ექვემდებარება. სასამართლო გარჩევა კი მიმდინარეობს იმ შტატში, სადაც ჩადენილი იქნა დანაშაული, თუ იგი ჩადენილი იქნა შტატის საზღვრებს გარეთ, მაშინ სასამართლო გაიმართება იმ ადგილას ან ადგილებში, რომელიც მითითებულია კონგრესის მიერ გამოცემულ კანონებში.” იმავე მუხლის კარი 3 იუწყება:” შეერთებული შტატების ღალატად ითვლება მის წინააღმდეგ ომის გაჩაღება, მისი მტრის მხარდაჭერა, მისთვის დახმარებისა და სამსახურის გაწევა. დაუშვებელია, ვინმე ცნობილ იქნეს მოღალატედ, ვიდრე დანაშაული დადასტურებული არ იქნება დანაშაულებრივი ქმედების მოწმის მიერ, ანდა ეჭვმიტანილი პირის თვითაღიარებით ღია სასამართლო პროცესზე.” იმავე კარის მე-3 აბზაცი იუწყება:” კონგრესი უფლებამოსილია, დაადგინოს ღალატისთვის სასჯელის ზომა, მაგრამ მსჯავრდება უნდა ითვალისწინებდეს სამოქა-ლაქო უფლებებისა თუ ქონების კონფისკაციას მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლის ვადით და დაუშვებელია, იგი მისი ოჯახის წევრებზე ვრცელდებოდეს.”
ზემოჩამოთვლილი დებულებებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება იმ მტკიცების ჭეშმარიტება, რომ თითქოსდა ჩვენი შტატის კონსტიტუცია კონვენტის მიერ შემოთავაზებულზე უმჯობესი იყოს. Habeas corpus – ის შემოღება, ex post facto კანონებისა და თავადაზნაურული წოდებების აკრძა-ლვა,
რომელთაც
ანალოგი
არ
მოეპოვებათ
ჩვენი
შტატის
კონსტიტუციაში
, როგორც ჩანს, უფრო ქმედითად დაიცავენ თავისუფლებასა და რესპუ-ბლიკურ პრინციპებს, ვიდრე ის დებულებები, რომელნიც წინასწარ არიან დათქმულნი ნიუ – იორკის შტატის ძირითად კანონში. ქმედების გამოც-ხადება დანაშაულებრივად, მას შემდეგ, რაც იგი ჩადენილ იქნა, ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა დასჯა ისეთ ქმედებათა ჩადენისთვის, რომელნიც მათი ჩადენის მომენტში არ არღვევდნენ კანონს; ასევე ადამიანთა გამომწყვდევა საპატიმროებში ხელისუფლების თავგასულობის გამო – ყოველივე ეს იმ მრისხანე იარაღს წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც დიდად ეხალისებოდა ყველა დროის ტირანს. ამ უკანსკნელთან მიმართებით უპრიანი იქნებოდა გამჭრიახი ბლეკსტოუნის ციტირება: [1] “ადამიანის მოკდვინება, ანდა მისთვის ბრალის წაყენებისა თუ სასამართლოს გარეშე ქონების ძალადობრივი ჩამორთმევა დესპოტური აქტი იქნება, რომელიც იმ ზომამდე შეუწყნარებელია, რომ მთელი ქვეყანა იძულებული ხდება, ტირანიის წინაშე ძრწოლა ეუფლებოდეს. მაგრამ როცა ადამიანს საიდუმლოდ გამოამწყვდევენ ხოლმე სატუსაღოში, სადაც მისი ტანჯვა საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, ანდა იგი დავიწყებას ეძლევა; როცა ამ ადამიანს საზოგადოებას უმალავენ და ეს უკანასკნელიც მწვავედ ვერ რეაგირებს ამ ფაქტზე – ყოველივე ეს კიდევ უფრო საშიში იარაღია იმ ხელისუფლების ხელში, რომლისთვისაც თვითნებობა არსებობის წესია.” ბლეკსტოუნი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ Habeas corpus – ისადმი ხოტბა აღავლინოს. იგი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მის უაღრეს ღირებულებას და მას “ბრიტანული კონსტიტუციის ბასტიონს” უწოდებს. [2]
არას ვიტყვით თავადაზნაურულ წოდებათა აკრძალვის მნიშვნელობაზე. თავისთავად ცხადია, რომ იგი მართვის რესპუბლიკური სისტემის ქვაკუთხედია, რამეთუ ვიდრე ეს აკრძალვა მოქმედებს, ხელისუფლება არასოდეს შეიცვლის ბუნებას და იგი ყოველთვის სახალხო დარჩება.
რაც შეეხება მეორე დებულებას, თითქოსდა ჩვენი შტატის კონსტიტუცია ბრიტანულ საერთო სამართალსა და ბრიტანულ სტატუტურ სამართალს ამკვიდრებდეს, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი:” საკა-ნონმდებლო კრება უფლებამოსილია მათში დრო და დრო ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები და შეზღუდვები შეიტანოს.” ასე რომ, ყოველ წამს არის შესაძლებელი, ჩვეულებრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით გაუქმებული იქნეს ზემოაღნიშნული კანონები. რაც მთავარია, ისინი კონსტიტუციურად სანქცირებულნი არ არიან. თვით ის დეკლარაცია, რომელსაც კონსტიტუცია შეიცავს და რომელიც ამ ძველ კანონთა უფლებამოსილებას აღიარებს, სხვა არაფრით იყო განპირობებული, თუ არა რევოლუციითა და მის მიერ დანერგილი შიშით, ვაითუ კანონთა შორის მემკვიდრეობითობა პირისაგან მიწისა აღიგავოსო. აქედან გამომდი-ნარე, დაუშვებელია, ზემოაღნიშნულ დეკლარაციას ისე ვეკიდებოდეთ, თითქოსდა იგი უფლებათა დეკლარაცია იყოს. ჩვენი კონსტიტუციებისთვის ამ უკანასკნელის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება შეუზღუდოს.
არცთუ იშვიათად წააწყდებით სამართლიან შენიშვნებს იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოიშვა უფლებათა ბილი. თავდაპირველად საქმე ეხებოდა მეფეებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის დადებულ შეთანხმებებს. ამ უკანასკნელთა საგანი სხვა არა იყო რა, თუ არა პრეროგატივების შეზღუდვა პრივილეგიათა სასარგებლოდ. აუცილებელი იყო იმ უფლებათა შენარჩუნება, რომელნიც მეფისთვის არავის გადაუცია. ასეთი დოკუმენტი იყო
მაგნა
ქარტა
, რომელიც ბარონებმა ცეცხლითა და მახვილით წაგლიჯეს მეფე ჯონს. ამგვარადვე ხდებოდა მისი დადასტურება მომდევნო მეფეთა მიერ. ასეთივე დოკუმენტი იყო
უფლების
პეტიცია
, რომელზეც გამეფებისთნავე დაიყოლიეს ჩარლზ პირველი. 1688 წ. ლორდებმა და თემთა პალატის წევრებმა
უფლებათა
დეკლარაცია
წარუდგინეს ვილჰელმ ორანელს; შემდგომში იგი პარლამენტის მიერ იქნა დაკანონებული და მას უფლებათა ბილი ეწოდა. ამრიგად, თავდაპირველი მნიშვნელობით ამ დებულებებს საქმე არ ჰქონდათ კონსტიტუციებთან, რომლებიც ხალხის ჭეშმარიტ ხელისუფლებას განამტკიცებდნენ; ხოლო მათ განმხორციელე-ბლებად ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენლები და მსახურები გვევლინე-ბოდნენ. მკაცრად რომ ვთქვათ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხალხი არაფერს არ თმობს ხელისუფლების სასარგებლოდ. და რაკი იგი თავის უფლებებს ინარჩუნებს, არანაირი განსაკუთრებული პირობის დათქმა მას არ სჭირდება. “
ჩვენ
, შეერთებული შტატების
ხალხი
, საკუთრივ ჩვენი და ჩვენი შთამომავლობისთვის თავისუფლების სიკეთეთა უზრუნველყოფის მიზნით,
ვაწესებთ
წინამდებარე კონსტიტუციას და
შემოგვაქვს
იგი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.” სწორედ ეს არის ხალხის უფლებათა ჭეშმარიტი აღიარება; იგი ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე იმ აფორიზმთა ტომეულები, რომელთაგანაც შეუდგენიათ თავისუფ-ლებათა ყველა ბილი და ჩვენი რამდენიმე შტატის კონსტიტუციაში შეუტანიათ. მათი ადგილი ეთიკის სახელმძღვანელოებშია და არა კონსტიტუციური ხელისუფლების ძირითად დოკუმენტში.
რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებათა ზედმიწევნით აღწერას, ასეთი რამ კიდევ უფრო შეუფერებელია იმ კონსტიტუციისთვის, რომელიც ისე როგორც კონვენტის მიერ შემოთავაზებული, მიზნად ხალხის პოლიტიკური ინტერესების ზოგად მოწესრიგებას ისახავს. და მას ხელი არ აქვს ისეთი წესების შემოღებასთან, რომელნიც ადამიანების პირად და კერძო საქმეთა მოგვარებაზე იქნებოდა გათვლილი. ამრიგად, თუ მივიჩნევთ, რომ თავისუფლებათა შესახებ ბილთან მიმართებაში მართებულია შემოთავა-ზებული კონსტიტუციის ასეთი ულმობელი კრიტიკა, მაშინ ჩვენი მშობლიური შტატის კონსტიტუცია ყველაზე დაუნდობელი გაკიცხვის ღირსი ყოფილა. მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კონსტიტუცია აკმაყოფილებს ამ ტიპის დოკუმენტისადმი წაყენებულ ყველა გონივრულ მოთხოვნას და თანაზომიერნი არიან მათ წინაშე დასახული მიზნებისა.
მაგრამ მე ბევრად უფრო მეტსაც ვიტყოდი და იმის მტკიცებას მოვყვებოდი, რომ თავისუფლებათა ბილი – იმ გაგებით, რა გაგებითაც მათ შესახებ დღესდღეობით კამათობენ, არათუ აუცილებელია კონსტიტუციებისთვის, არამედ მათ ამ უკანასკნელთათვის ვნების მეტი არაფერი მოაქვთ. საქმე ის არის, რომ ისინი ისეთი უფლებების შეზღუდვათა დეკლარირებას ეწევიან, რომელნიც არავის არასოდეს არავისთვის არ გადაუცია. ამიტომ შესაძლოა, რომელიმე სახელისუფლებო უწყებამ ეს ვითარება საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი ძალაუფლება მიითვისოს, ვიდრე კონსტიტუციურად ერგება. მართლაცდა რა საჭიროა იმის განცხადება, რომ არ ეგების ისეთ ქმედებათა ჩადენა, რომელთა ჩადენის უფლება ისედაც არავისთვის არავის მიუცია? რა საჭიროა, მაგალითად, იმაზე საუბარი, რომ დაუშვებელია ბეჭდვითი სიტყვის შეზღუდვა, როცა ისედაც არავის აქვს უფლება ამ მიმართებით რაიმე შეზღუდვის დაწესებისა? იმის მტკიცება ნამდვილად არ მინდა, რომ ამგვარი ვითარებით მავანი ისარგებლებს და ბეჭდვითი სიტყვის კონტროლის უფლებას მიიტაცებს. მაგრამ ძნელია არ იფიქრო, რომ იმ ადამიანთა ხელში, რომელნიც ისედაც გამოირჩევიან უზურპირებისკენ მიდრეკილებით, ამგვარი შეზღუდვა დამაჯერებელი საბაბი შეიქნება საიმისოდ, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების მისაკუთრება სცადონ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ამ ყაიდის ადამიანებმა თავი კონსტიტუციის დამცველებად მოგვაჩვენონ და განაცხადონ, რა სისულე-ლეა ქვეყნის ძირითად კანონში ისეთ უფლებაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც ისედაც არავის არავისთვის არ მიუნიჭებიაო; დებულება, რომელიც ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას კრძალავს, აშკარად იმას მოასწავებს, რომ მასზე ზედამხედველობის უფლება-მოსილება საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას გადაეცემაო. აი, ნიმუში იმისა, თუ როგორ ხდება იმ დოქტრინის ბოროტად გამოყენება, რომელიც უფლებამოსილებათა შესახებ კონსტიტუციური კანონიდან გამოჰყავთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა შედეგი იმ ვითარებისა, როცა გარკვეული ყაიდის ადამიანები უფლებათა ბილს მეტისმეტი თავგამოდებით იცავენ.
ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც ვერ ვიკავებ თავს და მინდა, დამატებით ერთი – ორი შენიშვნა არ გამოვთქვა. ჯერ ერთი, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მშობლიური შტატის კონსტიტუცაიში სიტყვაც კი არ არის დაძრული ამ საკითხზე. მეორეც, მე ვამტკიცებ, რომ ყველაფერი ის, რასაც სხვა შტატების კონსტიტუციებში ამ მიმრთებით ვაწყდებით, არაფრის მთქმ-ელია. რა აზრი აქვს, მაგალითად, იმის განცხადებას, რომ “ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას განუხრელად უნდა ვიცავდეთ”? რა არის ბეჭდ-ვითი სიტყვის თავისუფლება? ნუთუ შესაძლებელია ეს მოვლენა იმნაირად განისაზღვროს, რომ მისგან მზაკვრული თავის დაძვრენის ყველა შესაძლებლობა გამოირიცხოს? მიმაჩნია, რომ ამგვარი განსაზღვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე. მე გამომაქვს დასკვანა, რომ ბეჭდვითი სიტყვის უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია საზო-გადოებრივ აზრზე, ხალხის ბუნებასა და ხელისუფლების [3] ხასიათზე. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ამ მიმართებით რა კეთილი ზრახვებია გამოთქმული ამ თუ იმ კონსტიტუციაში. ერთგან აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, რომ სწორედ აქ უნდა ვეძიებდეთ ერთადერთ მტკიცე საყრდენს ყველა ადამიანური უფლებისა.
მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი თვასაზრისი არსებობს. საქმე ის არის, რომ თავად შემოთავაზებული კონსტიტუცია – რა გონივრული კუთხითაც უნდა განიხილო იგი ან რა გონივრული მიზანიც უნდა დაუსახო მას სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა
ბილი. დიდი ბრიტანეთის კონსტიტუცია სწორედ თავისუფლების შესახებ ყველა ბილის ერთობლიობაა. შემოთავაზებული კონსტიტუცია – იმ შემთხვევაში, თუკი იგი მიღებული იქნება, კავშირის უფლებათა შესახებ ბილად იქცევა. ამ უკანასკნელის ერთ – ერთი მიზანი განა სწორედ იმის განსაზღვრა და გამოცხადება არ არის, თუ რა ადგილი უკავია ხალხს მმართველობის სისტემაში? უაღრესი სისრულითა და სიზუსტით სწორედ ასეთი რამ არის გაკეთებული კონვენიტის მიერ წარმოდგენილ პროექტში. გარდა ამისა, იგი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ზომებსაც გვთავაზობს, რასაც ვერც ერთი შტატის კონსტიტუციაში ვერ წავაწყდებით. თავისუფლებათა ბილს განა მიზნად არ აქვს ხელშეუხებლობის გარკვეული ფორმებისა და ისეთი პროცედურების უზრუნველყოფა, რომელნიც უშუალოდ ეხებიან ადამიანთა პირად და კერძო ინტერესებს? როგორც ვნახეთ, კონვენტი იმავე პროექტში სათანადო ყურადღებას უთმობს ამ საკითხებს. მაგრამ თუ ისევ თავისუფლებათა ბილს მივუბრუნდებით და მას საკუთრივი მნიშვნელობით განვიხილავთ, დავრწმნუდებით, რომ აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოსდა, კონვენტი ჯეროვან ინტერესს არ იჩენდეს მის მიმართ. შესაძლოა, ყოველივე ეს საკმაო სისრულით არ არის წარმოდგე-ნული კონსტიტუციაში, თუმცა ამის დასაბუთება ძალზე გაჭირდება. მაგრამ უმართებულოა იმის თქმა, თითქოსდა, ამ საკითხს კონსტიტუცია არანაირ ყურადღებას არ უთმობდეს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა თანამიმდევრობით ახდენს იგი ადამიანთა უფლებების დეკლარირებას. საქმე ის არის, რომ ზემოაღნიშნული საკითხი ქვეყნის ძირითადი კანონის შემადგენელ ნაწილად არის მიჩნეული, კანონისა, რომელიც სახელმწიფო მმართველობის სისტემას განსაზღვრავს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ყველა ის შესიტყვება, რომელიც კონსტი-ტუციის წინააღმდეგ უფლებათა შესახებ ბილთან დაკავშირებით არის წამოყენებული, არა ძირითადი კანონის შინაარსზე, არამედ ოდენ – მის ფორმასა და სტილზეა გათვლილი.
კონსტიტუციის წინააღმდეგ, ძალზე ხშირად, კიდევ ერთი შესიტყვებით გამოდიან; ეს უკანასკნელი შემდეგ რასმე იუწყება: დაუშვებელია, საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას ეგზომ ფართო უფლებამოსილებას ვანიჭებდეთო; აქაოდა, ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელი შტატებისა და მისი მოსახლეობისგან ისე დიდად იქნება დაშორებული, რომ ამომრჩე-ველს გაუჭირდება თვალ – ყური ადევნოს სახალხო წარმომადგენელთა მოქმედებასო. მაგრამ ამგვარი მოსაზრებანი სხვას ვერას ამტკიცებენ, თუ არა იმას, რომ საერთოდ არ არის საჭირო ეროვნული ხელისუფლების არსებობა. საქმე ის არის, რომ საკავშირო უფლებამოსილებათა მინიჭება ისეთი ორგანოსთვის არის გათვალისწინებული, რომელსაც მართებულ კონტროლს ვერანაირად ვერ დავუქვემდებარებთო. მაგრამ შეიძლება, ბევრი საბუთი იქნეს მოტანილი იმის დასამტკიცებლად, რომ ამგვარი მოსაზრებანი უსაფუძვლოა. საქმე ის არის, რომ მათი უმრავლესობა ილუზორული ხასიათისაა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოთა მუშაობის შესახებ ინფორმაციის რა წყაროებით სარგებლობს მონტგო-მერის საგრაფოს ამომრჩეველი? ის ხომ მოკლებულია შესაძლებლობას იმასას, რომ უშუალოდ აკვირდებოდეს მათ მუშაობას! ასეთი რამის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ამომრჩეველს აქვს, რომელიც საკანონმდე-ბლო კრების ადგილსამყოფელის სიახლოვეს ცხოვრობს. ასე რომ, მონტგომერის ამომრჩეველი იმ ინფორმაციით უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც მას გონიერი და ნდობით აღჭურვილი კაცები აწვდიან. მაგრამ რა გზით მოიპოვებენ ხოლმე თავინთ ცნობებს ეს უკანასკნელნი? ცხადია, რომ ისინი უშუალოდ დააკვირდებინ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს. გარდა ამისა, სათანადო ცნობების ამოკრებას ისინი კონგრესის ჟურნალიდან შეძლებენ, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გამოდის. გარკვეულ ინფორმაციას კი ეს ხალხი იმ ადამიანებისგან მიიღებს, რომლებთანაც მათ მიმოწერა აქვს; ზოგ ცნობას კი მათ ის პირები მიაწვდიან, რომლებიც საკანონმდებლო კრების ადგილსამყოფელის სიახლოვეს ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეხება არა მარტო მონტგომერის საგრაფოს, არამედ ყველა სხვა საგრაფოსაც, რომელიც კი ხელისუფლების ადგილსამყოფელისგან შორს მდებარეობს.
არანაკლებ ცხადია ის, რომ ინფორმაციის იგივე წყაროები ხელმისა-წვდომი იქნება მოსახლეობისთვისაც, რაც მას საშუალებას მისცემს, თვალ – ყური ადევნოს იმას, თუ როგორ იქცევიან მისი წარმომადგენლები საკავშირო ხელისუფლებაში. რაც შეეხება, დიდ მანძილთან დაკავში-რებულ სიძნელეებს, მათი კომპენსირებისთვის საკმარისზე მეტიც კი იქნება ის სიფხიზლე, რომელსაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგა-ნოები გამოიჩენენ. ცალკეული შტატის საკანონმდებლო და აღმასრუ-ლებელი ორგანოები მეთვალყურეობას გაუწევენ თავიანთ წარმომადგე-ნელთა მოქმედებას საერთო – ეროვნულ მთავრობაში. შტატებს მუდამ ექნებათ თავიანთ განკარგულებაში ინფორმაციის შეგროვების რეგულა-რული და სანდო საშუალებანი. ასე რომ, ცალკეული შტატის ხელისუ-ფლება მუდამ იქნება საქმის კურსში იმის თაობაზე თუ როგორ იქცევიან მათი მოქალაქეების წარმომადგენლები ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში. ამრიგად, მათ მუდამ ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ შტატის მოსახლეობაში გაავრცელონ მათ მიერ მოპოვებული ცნობები. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატების კონგრესსა და ცალკეული შტატის კონგრსმენთა შორის გარკვეული მეტოქეობა არსებ-ობს. ამ ვითარების გათვალისწინება საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მოსახლეობას ყველაფერს შეატყობინებენ, რაც შესაძლოა, მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ლახავდეს. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოქალაქეები ბევრად უფრო უკეთ იქნებიან ინფორმირებულნი იმის თაობაზე, თუ როგორ იქცევიან მათი წარმომა-დგენლები საერთო – ეროვნულ ხელისუფლებაში, ვიდრე, დღეს იციან მათ იმის შესახაბ, თუ როგორ მუშაობენ მათი დელეგატები ცალკეული შტატის მთავრობაში.
ამასთანავე, ისიც შემდეგი რამაც უნდა გვახსოვდეს: რაც შეეხება საერთო თავისუფლებასა და კეთილდღეობას, ამ საკითხებთან მიმართებაში მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლების ადგილსამყოფელის სიახლოვეს იცხოვრებენ, არანაკლებ იქნებიან დაინტერესებულნი ხელისუფლების ორგანოთა გამართული მუშაობით, ვიდრე ისინი, რომელნიც ცენტრიდან დაშორებით სახლობენ. თუ საჭირო შეიქნა, ეს ხალხი განგაშის ზარებს დაარისხებს და ამხელს ყველას, ვისაც კი ხელი აქვს გარეული რაიმე დამღუპველ წამოწყებაში. ამგვარ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა სასწრაფოდ მიაწვდის ჩვენი კავშირის ყველა შორეულ რეგიონებს.
ყველაზე მოულოდნელი და უცნაური შესიტყვება, რაც კი შემოთავა-ზებული კონსტიტუციის წინააღმდეგ წამოუყენებიათ, იმ
დავალიანებათა
დაფარვას
შეეხება, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ აქვთ. ჩვენი ოპონენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, აქაოდა, კონსტიტუციაში წინასწარ უნდა იყოს დათქმული მათი დაფარვის პირობებიო. ეს ფაქტი მიჩნეულია როგორც ვალების ფარული პატიება და როგორც მზაკვრული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას დაუმალონ, თუ ვინ არიან სახელმწიფო ხაზინის მევალენი. გაზეთები აჭრელებული იყო ლანძღვა – გინებით, რომელიც საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ისახავდა მიზნად. მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ამგვარი შესიტყვებანი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულნი არიან. ისინი ან სრული უცოდინრობიდან მომდინარეობენ, ან მათი წყარო სრული უსინდისობაა. ამის თაობაზე სხვა ადგილას უკვე გმოვთქვი ჩემი მოსაზრება. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქაც შეგახსენებთ ერთ დებულებას, რომელიც ეთანხმება როგორც საღ აზრს, ისე პოლიტიკური ცხოვრების საყოვე-ლთაოდ მიღებულ წესებს. საქმე შემდეგ დებულებას ეხება: “ როცა სამოქალაქო ხელისუფლების ფორმა იცვლება, სახელმწიფოები არც ერთ უფლებას არ კარგავენ, ისე, როგორც ისინი არ თავისუფლდებიან არც ერთი ვალდებულებისგან.”
[4]
უკანასკნელი ყურადსაღები შესიტყვება, რომელიც ახლა მახსენდება, ხარჯების შესახებ მუხლს შეეხება. დავუშვათ, მართებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლების შემოღება ხარჯების ზრდას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, ამან ვერავითარი ზეგავლენა ვერ უნდა იქონიოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შემოთავაზებული კონსტიტუ-ციის მიღება – არმიღების საკითხს უკავშირდება. ამერიკის მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლიანად არის დარწმუნებული იმაში, რომ კავშირი მათი პოლიტიკური ბედნიერების საფუძველი და საყრდენია. საღად მოაზროვნე ადამიანები, რომელ პარტიასაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, მცირე გამონაკლისის გარდა აღიარებენ, რომ შეუძლებელი შეიქნება კავშირის შენარჩუნება, თუ ძირეულად არ შეიცვალა არსებული სისტემა. აუცილებელია მთავრობის მეთაურს ახალი და ფართო უფლებამოსილე-ბანი მიენიჭოს; ეს კი იმ ამოცანის წინაშე დაგვაყენებს, რასაც ფედე-რალური ხელისუფლების რეორგანიზაცია ჰქვია. საქმე ის არის, რომ ამგვარ უფლებამოსილებათა გადაცემა ერთი სახელისუფლებო ორგანოს ხელში არ იქნება მთლად უსაფრთხო მოვლენა. თუკი ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც კი ღირს ხარჯების შესახებ საკითხის წამოჭრა; საქმე ის არის, რომ შემოთავაზე-ბული ხელისუფლების შეკვეცით ზიანს უსაფრთხოების მთელ სისტემას მივაყენებთ. თავდაპირველად ორი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლო-ბაში სამოცდახუთი წევრი იქნება. ამდენივე წევრს ითვლის არსებული კონფედერაციის კონგრესიც. არ არის სადავო ის, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ასეთი რამ კი იმისდა კვალად მოხდება, რომ მოიმატებს ქვეყნის მოსახლეობა და გამრავლდება მისი რესურსები. ცხადია, რომ პირველ ხანებშიც კი, როცა ახალი ხელისუფლება მუშაობას შეუდგება და წარმომადგენელთა რიცხოვნებაც დიდი არ იქნება, მაინც იარსებებს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. წარმომადგენელთა ზუსტი რიცხვის დაწესება კი იმ სიძნელის წინაშე დაგვაყენებდა, რომ მოსახლეობის ზრდის შემთხვევაში დისპროპორცია შეიქმნებოდა მოსახლე-ობის რაოდენობასა და წარმომადგენლობას შორის.
მაგრამ მაინც რა გამოიწვევს დანახარჯების სახიფათო ზრდას? ამტკი-ცებენ, საშიშროების წყაროს ახალი ხელისუფლების ფუნქციათა ზრდა წარმოადგენსო. მოდით, ორიოდ სიტყვით ამ საკითხსაც შევეხოთ.
ცხადია, რომ ხელისუფლების ძირითადი უწყებები, რომელნიც არსებული სისტემის დროს ფუნქციონირებენ, საჭირონი იქნებიან ახალი სისტემის პირობებშიც. უკვე ასრულებენ თავინთ სამსახურებრივ მოვალეობას სამხედრო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ფუნქციონირებს სახაზინო სამმართველო, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ფინანსებს მართავს ფინანსთა მინისტრი; სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან თანაშემწეები, კლერკები და ა.შ. ამგვარი უწყებანი აუცილებელნი არიან როგორც ძველი, ისე ახალი სისტემის დროს და ამიტომაც არ იგეგმება მათში ცვლილებების შეტანა. რაც შეეხება ელჩებსა და საზღვარგარეთ მომსახურე პირებს, შემოთავაზებული კონსტიტუცია მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულ სახელმწიფო მოხელეებს უფრო დიდი პატივისცემით მოეკიდებიან და მათი მსახურებაც უფრო დიდად წაადგება სახელმწიფოს. რაც შეეხება სახელმწიფო გადასახადების ამკრეფთ, ფედერალური კონსტიტუციით გათვალისწინებულია მათი რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. მაგრამ აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ ყოველ ჯერზე საზოგადოებრივ დანახარჯთა ზრდასთან გვექნება საქმე. ბევრ შემთხვევაში შტატის სახელისუფლებო სამსახური, უბრალოდ, ფედერალურ სამსახურად გადაკეთდება. მაგალითად, მოსაკრებელთა შეგროვების დარგში მომუშავე ყველა თანამდებობის პირი ფედერალურ იურისდიქციაში გადავა. ამგვარი სამსახურები შტატებისთვის საჭირონი აღარ იქნებიან. გასამრჯელო, რომელსაც შტატის თანამდებობის პირი ღებულობს, ნუთუ რაიმეთი უნდა განსხვავდებოდეს ფედერალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გასამრჯელოსგან? არავითარი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ ფედერალურ ხელისუფლებას უფრო მეტი რაოდენობის მოხელისა და უფრო მაღალი ჯამაგირის დანიშვნა დასჭირდება, ვიდრე ცალკეული შტატის მთავრობას სჭირდება.
მაინც საიდან უნდა იქნეს დაფარული ის ხარჯები, რომელნიც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, უსაშველოდ დააწვება ფედერალურ ბიუჯეტს? ვფიქრობ, ყველაზე დიდ დანახარჯებთან შეერთებული შტატების მოსა-მართლეთა კორპუსის შენახვა იქნება დაკავშირებული. არაფერს ვიტყვი საპრეზიდენტო ხარჯებზე. საქმე ის არის, რომ კონგრესის მოქმედი პრეზიდენტის შესანახად არცთუ ბევრად ნაკლები სახსრებია საჭირო, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტის შენახვას დასჭირდება. არ არის სადავო ის, რომ მოსამართლეთა კორპუსის შენახვა გაზრდის საერთო ბიუჯეტიდან დანახარჯებს. მაგრამ თუ რა მოცულობის დანახარჯებთან გვექნება საქმე, ეს დამოკიდებული იქნება სამართალწარმ-ოების იმ სისტემაზე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში იქნება შემოღე-ბული. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანხის მოცულობა არ იქნება იმდენად დიდი, რომ მასზე ყურადღების გამახვილება ღირდეს.
მოდით, იმ მექანიზმსაც გადავხედოთ, რომლის მეშვეობითაც ახალი ხელისუფლების შემოღებასთან დაკავშირებული დანახარჯების დაბალა-ნსება უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, ამიერიდან იმ საკითხთთა უმრავლე-სობას, რომელთა გამოც კონგრესი იძულებულია ლამის მთელი წლის განმავლობაში იკრიბებოდეს, პრეზიდენტი განიხილავს. უცხო სახელმწი-ფოებთან მოლაპარაკებათა წარმოების საქმეც კი მის ხელში გადავა. თუმცა ხელშეკრულებათა ძირითადი პრინციპები შეთანხმებული უნდა იყოს სენატთან და მათი დადების თანხმობასაც პრეზიდენტს სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აძლევდეს. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ წლის გარკვეული ნაწილიც კი იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ სენატი და წარმომადგენელთა პალატა შეიკრიბოს. სენატისთვის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს წლის მესამედი; წარმომადგენელთა პალატა კი შესაძლოა, წლის მეოთხედითაც დაკმაყოფილდეს. სენატს უფრო მეტი დრო დასჭი-რდება, ვინაიდან მას საქმე აქვს იმ საკითხებთან, რომელნიც დაკავშირებულნი არიან უცხო სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების დადებასა და მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნასთან. ამგვარ გარემოებათა გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიდრე კონგრესში წარმომადგენელთა რიცხოვნება არ გაზრდილა, მისი შენახვის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს კი დაკავშირებული იქნება იმ ვითარებასთან, რომ არსებული კონგრესი იძულებულია სესიას მუდმივად მართავდეს, მაშინ როცა მომავლის კონგრესი დროის უფრო მოკლე მონაკვეთში იმუშავებს.
მაგრამ მომჭირნეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ერთობ საყურა-დღებო მოსაზრება არსებობს. დღევანდელ დღემდე, კონგრესის გარდა, შეერთებული შტატების საქმეებს ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება წარმართავს. შეერთებული შტატების კონგრესი ასიგნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებს, ხოლო ცალკეული შტატის საკანონ-მდებლო ორგანო ვალდებულია, ამგვარ მოთხოვნათა დაკმაყოფილე-ბისთვის სახსრები გამონახოს. ამრიგად, ცალკეული შტატის საკანონმდ-ებლო ორგანოთა სხომები უფრო დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე ეს აუცილებელია ადგილობრივი საკითხების გადაჭრისთვის. მათი დროის ნახევარზე მეტი საკავშირო საქმეთა განხილვას ხმარდება. გარდა ამისა, ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების წევრთა რიცხვი ორი ათასს აღემატება. ისინი თავიანთი დროის ნახევარს იმ საქმეთა განხილვას ანდომებენ, რომელთა გადაჭრისთვის ახალი კონსტიტუციით მხოლოდ სამოცდახუთკაციანი კონგრესია გათვალისწინებული. ამ უკანასკნელის შემადგენლობა კი მომავალში შესაძლოა, მხოლოდ ერთი მეხუთედით ან ერთი მეოთხედით გაიზარდოს. ფედერალური კონგრესი მარტოდმარტო – ცალკეული შტატის საკანონმდებლო ორგანოს ჩაურევლად - გაუძღვება საკავშირო საქმეებს. ეს უკანასკნელნი კი თავიანთ საკუთარ საქმეებს მიხედავენ. ამასთანავე, მათი სესიები წინანდელთან შედარებით შემოკლდება. სწორედ სესიათა ხანგრძლივობას შორის ზემოაღნიშნული სხვაობა უნდა იქცეს მომჭირნეობის იმ მექანიზმად, რომელიც დამატებით დანახარჯთა გაწევისა და მათი ამოგების საშუალებას მოგვცემს, - დანახარჯებისა, რაც დაკავშირებული იქნება მართვის ახალი სისტემის შემოღებასთან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლება არ გახდება დამატებითი დანახარჯების წყარო. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი დანახარჯები არ იქნება იმ მოცულობისა, როგორც ზოგიერთებს წარმო-უდგენიათ. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ დანახარჯთა დაბალანსება მომჭი-რნეობის გარკვეულ საშუალებათა მეშვეობით მოხდება. თუმცა ჯერაც გადაუჭრელი რჩება საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელ მხარეს გადა-იხრება სასწორის პინა. ერთი რამ კი ამთავითვე ცხადია: ხელისუფლება, რომლის შენახვაც უფრო ნაკლები დაჯდება, შეუფერებელი იქნება იმ მიზანთა მიღწევის თვალსაზრისით, რომლნიც კავშირის წინაშე დგანან.
პუბლიუსი
იხ. ასევე გროციუსი, წიგნი II, თავი IX, კარი Viii და IX. ( პუბლიუსი).