ფედერალისტი # 38 : მედისონი
1788 წ. იანვრის 12
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
არანაკლებ საყურადღებოა ის, რომ ყველა ამბის მიხედვით, რომელსაც ძველი მსოფლიოს ისტორია გვატყობინებს, მმართველობის შემოღება თათბირითა და თანხმობით ხდებოდა, ხოლო მის შენებას არ ანდობდნენ სახელმწიფო კაცების კრებას. ამ ამოცანას სიბრძნით დადასტურებული პატიოსნებით გამორჩეული ცალკეული მოქალაქე ასრულებდა. გადმო-გვცემენ, რომ კრეტის სახელმწიფო წყობა მინოსმა დააფუძნა, ლოკრისა კი – ზალეკუსმაო. ათენის მმართველობას თესევსმა ჩაუყარა საფუძველი, ხოლო დრაკონმა და სოლონმა დაასრულეს იგიო; სპარტის კანონმდებელი ლიკურგე იყო; რომის სახელმწიფო წყობას სათავე რომულუსმა დაუდო, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა – ნუმმა და ტულუს ჰოსტილიუსმა დააბოლოვესო. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ბრუტუსმა კონსულის ინსტიტუტი შემოიღო; ამტკიცებდა, საამისოდ საფუძველი სერვიუს ტულიუსმა მოამზადაო; ამიტომაც მისმა მიმართვამ ხალხისა და სენატის მოწონება დაიმსახურა. ეს შენიშვნა კონფედერაციულ წყობაზეც ვრცელდება. მოგვითხრობენ, ამფიქციონი თვითონ იყო იმ სახელმწიფო წყობის შემოქმედი, რომელიც მის სახელს ატარებსო. აქაველთა ლიგას სიცოცხლე აქეუსმა მიანიჭა, არატუსის საქმით კი იგი მეორედ იშვაო. ყოველთვის დანამდვილებით არ ვიცით, თუ რა დროით მოღვაწეობდნენ ეს სახელგანთქმული კანონმდებლები მათ მიერვე დაარსებულ ინსტიტუტებში; არც ის არის ცნობილი, თუ რა უფლებამოსილებანი ჰქონდათ მათ ხალხის მიერ მინიჭებული; ზოგ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისინი რეგულ-არულად იღვწოდნენ, როგორც სახელმწიფო კაცები. ხოლო დრაკონი, ეტყობა, განუსაზღვრელი უფლებებითაც კი იყო აღჭურვილი, რათა სახელ-მწიფო წყობა და კანონმდებლობა შეეცვალა. სოლონი კი, პლუტარქეს გადმოცემით, თანამოქალაქეებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გარკვ-ეულწილად იძულებულიც კი გახადეს, თავის ხელში აეღო შეუზღუდავი ძალაუფლება ახლებური სახელმწიფოებრივი წყობის შესაქმნელად. ლიკუ-რგეს დროს კი სახელმწიფო საქმეები არ გამოირჩეოდნენ რეგულა-რულობით. თუმცა რეგულარულ გარდაქმნათა ქომაგები იმედის თვალით უყურებდნენ არა რევოლუციით მოპოვებულ მოქალაქეთა სათათბირო კრებას, არამედ ლიკურგეს - სახელოვანსა და ბრძენ მამულიშვილს. რამ აიძულა ბერძნები – ეს თავისუფლებისთვის თავგამოდებული ხალხი, ისე დაევიწყებინა სიფრთხილის ზომები, რომ თავისი ბედი ერთადერთი მოქალაქისთვის მიენდო? რამ გახადა იძულებული ათენელები, ჯარის სარდლობას რომ ათზე ნაკლებ მხედართუფროსს არაფრით ანდობდნენ, ხოლო თავისუფლების მთავარ საფრთხედ სახელოვანი თანამემულის გარდა არვის მიიჩნევდნენ, თავიანთი ბედი მაინც სახელმოხვეჭილი თანამოქალაქისთვის ჩაებარებინა? რა გახდა იმის მიზეზი, რომ შტამომა-ვლობაც გაიმეტეს და უპირატესობა არ მიანიჭეს არჩეული კაცების კრებას, რომლის ბრძნული თათბირები საუკეთესო საშუალება იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? ჩვენ ვარაუდებიღა დაგვრჩენია: ალბათ, ბევრი მრჩეველი, ვისზეც გადაწყეტილების მიღება იყო დამოკიდ-ებული, უთანხმოებისა და დაშლის შიშით შეპყრობილნი, ცალკეული პირის მუხანათობასა თუ უუნარობას ნაკლებ საფრთხედ მიიჩნევდა. ისტორია იმასაც გადმოგვცემს, თუ რა სიძნელეების გადალახვა უხდე-ბოდათ ამ რეფორმატორებს და რა საშუალებებს იყენებდნენ ისინი თავიანთი რეფორმების ხორცშესასხმელად. სოლონი, რომელიც უფრო ზომიერი პოლიტიკის მომხრე იყო, აღიარებდა: თანამემამულეებს ისეთი სახელმწიფო წყობა ვუსახსოვრე, ყველაზე მეტად რომ მიესადაგება მათ ცრურწმენებს და ყველაზე ნაკლებად გამოდგება მათი ბედნიერებისთვისო. ლიკურგი – უფრო ერთგული თავისი მიზნისა, იძულებული იყო, ძალმომრეობისა და ცრურწმენათა ძალაუფლების თავისებური ნაზავი გამოეყენებინა; დაასრულა კი იმით, რომ ჯერ ნებაყოფლობით გამოეთხოვა თავის სამშობლოს, ბოლოს – თავის სიცოცხლესაც. ისტორიის ეს გაკვეთილი ორ რამეს გვასწავლის: ჯერ ერთი, სამართლიანად უნდა გვეამაყებოდეს იმისა, რომ ამერიკამ გააუმჯობესა სახელმწიფო წყობის დაგეგმვისა და დაარსების ძველი მეთოდი; მეორეც, უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რომ იმ ხიფათსა და საფრთხეებს არ წამოვეგოთ, ამგვარი თაოსნობის თანამდევნი რომ არიან და ჩვენი წინდაუხედაობით მათ გამრავლებას, უნებლიედ, ხელი არ შევუწყოთ.
განა უსაფუძვლო იქნებოდა გვეფიქრა: შეცდომები, რომლებსაც კონვენტის გეგმა შეიცავს, იმ ნაკლოვანებათაგან მომდინარეობენ, ამ ერთობ რთულსა და ძნელ საკითხში წინამორბედებმა რომ დაუშვეს და არა იქიდან, რომ მის გამორკვევას სიზუსტე თუ მზრუნველობა დავაკელითო? განა მანამ იქნება შესაძლებილი მათი შეფასება, ვიდრე გამოცდილება არ გაამჟღა-ვნებს მათ? ამგვარი ვარაუდის სისწორეს მარტო ზოგადი ხასიათის მოსაზრებები როდი ადასტურებენ, არამედ კონფედერაციის მუხლებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ უამრავ შესიტყვებასა და შესწორებაში, რომელიც შტატებმა პროექტის რატიფიკაციის პროცესში წარმოადგინეს, სიტყვაც კი არავის გადაუკრავს დიდი და ძირეული გადაცდომის შესახებ, ვიდრე იგი ცხოვრებამ არ დაგვანახა. თუ არ ჩავთვლით ნიუჯრესის მიერ გაკეთებულ შენიშვნას, რომელიც უფრო ადგილობრივი გარემოებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე რაღაც არაჩვეულებრივი გამჭრიახობით, მაშინ უპრიანი იქნებოდა გვეკითხა, თუ რატომ ვერ მოიძებნა ერთი წინადადება მაინც, რაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მთელი სისტემის გადახედვა ყოფილიყო გამართლებული. რაგინდ უსაგნო უნდა ყოფილი-ყვნენ ამგვარი შეპასუხებანი, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ შტატში ისინი შეიძლება სახიფათო შეუპოვრობით დაეჟინე-ბინათ, ადგილობრივი წარმოდგენებისა და ინტერესებისადი გზნება თვი-თშენახვის უფრო მძლავრ ინსტინქტს რომ არ ჩაეხშო. ალბათ გახსოვთ, რომ ერთი შტატი არაფრით თანხმდებოდა სხვებთან ერთობლივ მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მთელი ამ დროის განმა-ვლობაში არათუ კარს იყო მომდგარი, არამედ სახლშიც კი იყო შემოჭრილი. ბოლოს და ბოლოს ისიც საერთო ნებას დაჰყვა, მაგრამ ეს ნაბიჯი შიშმა გადაადგმევინა: ვაითუ, საზოგადოებრივ უბედურებათა ხელშეწყობაში დაგვდონ ბრალი და დაგვამუნათონ, გამარჯვებას ხიფათი შეუქმენითო. მიუკერძოებელმა მკითხველმა დაე, თავად განსაჯოს.
წარმოვიდგინოთ ავადმყოფი, რომლის ჯანმრთელობა დღითიDდღე უარეს-დება და თუ წამალს დროზე არ მიაწვდიან, შესაძლოა, დაიღუპოს კიდეც. იგი, ალბათ ამგვარად მოიქცევა: საღად შეაფსებს თავის მდგომარეობას, მკურნალთა წრიდან ისეთებს შეარჩევს, რომლებსაც ენდობა და მისი შველა ხელეწიფებათ. და მართლაც, მკურნალები მოვიდნენ, გამოიკვლიეს ავადმყოფი, თათბირი გამართეს და ერთსულოვან დასკვნამდე მივიდნენ: სნეულის მდგომარეობა უკიდურესად გართულებულია, მაგრამ უიმედო არ არის. თუ სათანადო და დროული მკურნალობა ექნა, მომჯობინებაც არ დააყოვნებსო. დაუნიშნეს წამალი, რომელიც მათი, ასევე ერთსულოვანი აზრით, აუცილებლად კეთილ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ვერც კი მოასწრეს მისი გამოწერა, რომ გამოცხადდა რამდენიმე პირი, რომლებიც მართალია, ადასტურებდნენ სნეულების სერიოზულობას, მაგრამ ავადმყ-ოფს არწმუნებდნენ არაფრით არ მიეღო დანიშნული წამალი: როგორც შხამი, ისე იმოქმედებს შენს ორგანიზმზე, მიღებისთანავე სულს დალევო. განა უპრიანი არ იქნებოდა ჩვენს ავადმყოფს ამ უკანასკნელთათვის მოეთხოვა, რომ ერთმანეთს მაინც შეთანხმებოდნენ შემცვლელი სამკურნ-ალო საშუალების თაობაზე, ვიდრე უკვე დანიშნულის მიღებას აუკრძა-ლავდნენ? და თუ აღმოჩნდა, რომ, პირველთაგან განსხვავებით, მათ შორის თანხმობა და ერთსულოვნება არ არსებობს, მაშინ განა უფრო გონივრული არ იქნება, მან ერთსულოვნად დანიშნული წამალი მიიღოს, ვიდრე იმათ ათხოვოს ყური, ვინც მის გადაუდებლობას აღიარებს, მაგრამ წამლის თაობაზე ვერ შეთანხმებულან?
ამერიკა სწორედ ამ სნეულს ჰგავს და სწორედ ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება. მან იცის, რომ ავად არის. მის მიერ ამორჩეული კაცები მუდმივ და ერთსულოვან რჩევებს აწვდიან მას. მასაც აფრთხილებენ სხვები: თუ ამ ხალხის რჩევებს დაჰყვები, ამას დამღუპველი შედეგები მოჰყვებაო. უარყოფენ ეს ჭკუის დამრიგებლები საფრთხის რეალობას? არ უარყოფენ. უარყოფენ ისინი, რომ აუცილებელია გადაუდებელ და ეფექტურ ღონისძ-იებათა გატარება? არც ამას ურყოფენ. მაგრამ დანიშნული მკურნალობის წინააღმდეგ რომ გამოდიან, იციან კი რა სამკურნალო საშუალებას უნდა მიმართონ? თუნდაც ორი მათგანი არის კი ერთმანეთს შორის შეთანხ-მებული იმის თაობაზე, თუ რითი უნდა შეიცვალოს უკვე დანიშნული წამალი? მოდით, თვითონ მათ მოვუსმინოთ. ერთი ამბობს, შემოთავა-ზებული კონსტიტუცია უარსაყოფია, ვინაიდან იგი საფუძველს უყრის არა ქვეყნების კონფედერაციას, არამედ ინდივიდუალური ადამიანების მართვის პრინციპებს ადგენსო. მეორე აღიარებს: რაღაც დოზით იგი მართლაც უნდა ადგენდეს ინდივიდთა მმართველობას, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც გვთავაზობენო. მესამე, არც ინდივითთა მართვის წინააღმდეგ გამოდის, არც მის მასშტაბს აპროტესტებს, მაგრამ უკმაყოფილებას უფლებათა ბილის უქონლობის გამო გამოთქვამს. მეოთხე აღიარებს: უფლ-ებათა ბილი აუცილებელია, ოღონდ იგი ცალკეული პირების უფლებებს კი არ უნდა განსაზღვრავდეს, არამედ შტატების, როგორც კრებით პირთა, უფლებებს უნდა ადგენდესო. მეხუთე დამრიგებლის აზრით, თავისუფ-ლებათა ბილი სრულიად ზედმეტი და უადგილო იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება გეგმას, იგი გვერდზე უნდა გადაგვედო, რომ არა ის გადაუ-დებელი აუცილებლობა, რასაც არჩევნების დროისა და თარიღის განსაზღვრა განაპირობებსო. მოწინააღმდეგე მსხვილი შტატიდან იმაზე დრტვინავს, რომ კონსტიტუციას სენატში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპი შემოაქვს – ეს უსამართლობააო. მოწინააღმდეგე წვრილი შტატიდან კი იმაზე წუწუნებს, რომ წარმომადგენელთა პალატაში არჩევას არათანაბარი წარმომადგენლობის პრინციპი განსაზღვრავს – ეს სახიფათოაო. ერთი მხრიდან იმას გვაყვედრიან, ამოდენა მმართველობაზე უზარმაზარი ხარჯები წავაო. მეორე მხრიდან გვამუნათებენ: კონგრესი სხვა არაფერი იქნება, თუ არა წარმომადგენლობითი კრების აჩრდილიო; უპრიანი იქნებოდა, თუ სახელმწიფო მოხელეთა რიცხვს გავაორკეცებდით და ხელფასებსაც გავუორმაგებდითო. იმ შტატის მამულიშვილი, რომელიც არც იმპორტით არის დაინტერესებული და არც ექსპორტით, დარწმუნებულია, რომ მის მიერ წამოყენებულ შესიტყვებებს პიდაპირი დაბეგვრის წინააღმდეგ წყალი არ გაუვა. მამულიშვილი იმ შტატიდან, რომლსაც უამრავი საქონელი გააქვს და შემოაქვს, იმითაა უკმაყოფილო, რომ საგადასახადო ტვირთი შესაძლოა, მარტო მოხმარებას დააწვესო. ერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, კონსტიტუცია მონარქიისკენ დაუოკებელი სწრაფვის გამოვლინებააო, მეორეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ იგი არისტოკრატიას უხსნის ხელ-ფეხს. მესამე დარწმუნებულია, რომ ამ ორი ტენდენციიდან ერთ-ერთი სინამდვილედ იქცევა, ოღონდ უჭირს იმის თქმა, თუ რომელი მათგანი დაძლევს მეორეს. მეოთხე პოლიტიკოსი ამტკიცებს: ამ მხრიდან არანაირი საფრთხე მოსალოდნელი არ არის, ოღონდ სახიფათო ის არის, რომ კონსტიტუციას საკმაო სიმტკიცე არ გააჩნია, საპირისპირო მიდრეკილებებს წინააღმდეგობა გაუწიოსო. ადამიანთა ერთი ჯგუფი აცხადებს: იგი ისე ურევს ერთმანეთში საკანონმდებლო, აღმა-სრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს, რომ ეს კარგი მმართველობის იდეასაც ეწინააღმდეგება და სიფრთხილის იმ ზომებსაც, თავისუფლების უზრუნველყოფისთვის რომაა აუცილებელიო. სანამ ამგვარ შესიტყვებას ზოგადად და ბუნდოვნად გამოთქვამენ, არცთუ ცოტა ვინმეს მოსწონს იგი. მაგრამ ორ მათგნს მაინც რომ ვთხოვოთ მისი დაკო-ნკრეტება და ახსნა, ვეჭვობ, რომ მათ ამ საკითხზე შეთანხმება მოახე-რხონ. ერთი მათგანის თვალში შემოთავაზებული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ თანამდებობის პირთა დანიშვნის საპასუხისმგებლო ფუნქციას პრეზიდენტი სენატის თანხმობის გარეშე ვერ ახორციელებს, მაშინ როცა ასეთ საკითხებს აღმასრულებელი ხელისუ-ფალი დამოუკიდებლად უნდა წყვეტდესო. მეორეს მიაჩნია, რომ არანაკლებ აუტანელია, როცა ამ საკითხში წარმომადგენელთა პალატა არ მონაწი-ლეობს. არადა, მარტო მისი რიცხოვნებაც კი ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების დროს კორუფციისა და მიკერძოებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იქნებოდაო. მესამე აღშფოთებას გამოთქვამს: პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს თანამდებობის პირთა დანიშვნაში, აღმასრულებელი ხელისუფლის ხელში ეს სახიფათო იარაღი იქნება, ასეთი რამ მიუტევებელია, რადგან იგი რესპუბლიკური მრწამსის ხელყოფააო. სხვები ფიქრობენ: წესდების არც ერთი ნაწილი არ არის ისე მიუღებელი, როგორც ის, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას მხოლოდ სენატს აკისრებს – რომლის წევრებიც აღმასრულებლებიც არიან და კანონმდებლებიც – მაშინ, როცა იგი სასამართლოს პრეროგატივა უნდა იყოსო. იმპიჩმენტის აუცილებლობას მხარს ვუჭერთ, – აცხადებს კიდევ ერთი ჯგუფი, - მაგრამ სასამართლო ხელისუფლებისთვის ამ უფლებ-ამოსილების გადაცემას ვერაფრით გავიზიარებთ, ვინაიდან ეს იგივე იქნებოდა, შეცდომას შეცდომა დავუმატოთო; ჩვენ ისედაც ჭკუაში არ გვიჯდება ის, რომ სასამართლო ისედაც ზედმეტად ფართო უფლებამო-სილებებითაა აღჭურვილიო. სახელმწიფო საბჭოს ყველაზე თავგამოდე-ბული მომხრეებიც კი ვერა და ვერ თანხმდებიან მისი ჩამოყალიბების პრინციპებზე. ერთი ჯენტლმენი მოითხოვს, რომ საბჭო არ უნდა იყოს მრავალრიცხოვანი და მას საკანონმდებლო ხელისუფლების ყველაზე მრავალრიცხოვანი შტო ნიშნავდეს. მეორე ამჯობინებს, რომ იგი უფრო მრავალრიცხოვანი იყოს, ოღონდ მისი წევრების დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა იყოსო.
ნუ მიიღებს საწყენად ის ხალხი ვინც წერილობით ილაშქრებს ფედერალური კონსტიტუციის წინააღმდეგ - თუ ვიტყვით, რომ ის, ვინც მათ შორის ყველაზე უფრო თავგამოდებულია, ყველაზე გამჭრიახიც არის, რაკი აცხადებს: არსებულმა კონვენტმა იმედები ვერ გაამართლა, ამიტომ შემოთავაზებული გეგმის მაგიერ ახალი, უფრო ბრძნული და უკეთესი გეგმის შემუშავებაა აუცილებელიო. მოდით, განვაგრძოთ ვარაუდების წამოყენება. დავუშვათ, ჩვენმა სამშობლომ აღიარა ამ ხალხის ღირსება ისე, როგორც ამას თვით ეს ადამიანები წარმოაჩენენ და მას ახალი კონვენტის შექმნის ამოცანა დააკისრა, შესაბამისი უფლებამოსილებანიც მიანიჭა და წინამორბედი კონვენტის მიერ შემუშავებული გეგმის გადასინჯვა და გადაკეთება დაავალა. ალბათ ძალიან უნდა დაძაბოს კაცმა წარმოსახვა, რომ ასეთი რამ სერიოზულად დაუშვას, მაგრამ მოდით, მაინც მკითხველს მივანდოთ მთავარი რამის გადაწყვეტა: მათეული შეხედულებებისა და წინამორბედთა მიმართ ეგზომი მტრობის ფონზე, რომელიც ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნიმუშებიდან იკვეთება, შეძლებს თუ არა ეს ხალხი სიბრძნეშიც ისევე დაჯაბნოს თავისი უშუალო წინამორბედები, როგორც თვითონ არ უდებენ ტოლს ერთმანეთს მათივე მოსაზრებების ირგვლივ შფოთისა და უთანხმოებათა ჩამოგდებაში. ვინ იცის, იქნებ შემოთავაზებული კონსტიტუციისთვის უკვდავების შანსიც კი ყოფილიყო ყოველივე ეს. ისე როგორც ლიკურგეს შემთხვევაში, ვისაც მშობლიური მიწიდან გაძევება და სიკვდილი სამშობლოში დაბრუნებად და ხელმეორედ დაბადებად შემოუტრიალდა. ყოველივე ამაში კი მის მიერ შემუშავებულ კანონმდებლობას მიუძღვის ბრალი, რომელიც მან სპარტას უანდერძა. მოდით, ნუ წავართმევთ წარმოდგენილ კონსტიტუციას ასეთსავე შანსს, დავუჭიროთ მას მხარი და დავტოვოთ ძალაში, ვიდრე იგივე კრება უფრო
უკეთესს
და
განსხვავებულს
არ შემოგვთავაზებს.
გასაკვირიც არის და დასანანიც ის, რომ ხალხს, რომელიც ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ შესიტყვებებს არ იშურებს, არასოდეს იხსენებენ იმ ნაკლოვანებებს, რომელთა აღმოსაფხვრელადაც ახალი კონსტიტუცია გახდა საჭირო. არ არის აუცილებელი, რომ ახალი კონსტიტუცია სრულყოფილი იყოს. ისიც საკმარისია, რომ მოქმედი კონსტიტუციაა უფრო ნაკლოვანი. არავინ იტყოდა უარს იმაზე, რომ თითბრის მონეტები ვერცხლის ან ოქროსაზე გაეცვალა მარტო იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი მინარევს შეიცავენ. არავინ იტყოდა უარს მორყეული და მოტორტმანე საცხოვრებლიდან მყარსა და კეთილმოწყ-ობილ სახლში გადასულიყო იმის გამო, რომ ამ ახალს აივანი არ აქვს; ანდა იმ მიზეზით, რომ მასში ზოგიერთი ოთახი უფრო ფართო ან უფრო ვიწროა, ჭერი უფრო მაღალი ან დაბალია იმასთან შედარებით, რაც ოცნებით ჰქონდათ წარმოსახული. მოტანილი მაგალითებიდან ნუთუ ნათელი არ არის, რომ მთავარი შესიტყვებანი, რომლებსაც დაჟინებით იმეორებენ ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ, ათჯერ უფრო ძლიერ დარტყმას არსებულ კონფედერაციას აყენებენ? არის კი სახიფათო ის გნუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელიც ფედერალური მთავრობის ხელშია თავმოყრილი? მოქმედ კონგრესს უფლება აქვს, იმდენი თანხა ამოიღოს, რამდენიც მოესურვება; შტატები კი კონსტიტუციურად არიან ვალდებულნი, შეასრულონ მისი მოთხოვნები; მათ შეუძლიათ მანამადე განაგრძონ ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ვიდრე ქაღალდი არ გამოელევათ; უფლება აქვთ, აიღონ როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალები, ვიდრე თუნდაც ერთი შილინგის გამღები მაინც მოიძევება. არის თუ არა სახიფათო ჯარის შეკრება? კონფედერაცია კონგრესს ამ უფლებამოსილებასაც ანიჭებს და ისიც უკვე მზადაა მის გასახორციელე-ბლად. განა სახიფათო არაა, როცა ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოს ხელში იყრის თავს? კონგრესი სწორედ ის ერთადერთი ორგანოა, რომელშიც, როგორც ძალაუფლებათა საცავში, მოქუჩებულია ყველა ფედერალური ძალაუფლება. განა განსაკუთრებით სახიფათო არ არის, როცა ხაზინის გასაღები და არმიის ხელმძღვანელობა ერთ ხელშია თავმოყრილი? კონფედერაციამ ერთიცა და მეორეც კონგრესს ჩააბარა. განა უფლებათა ბილს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თავისუფლების უზრუნველსაყოფად? Kკონფედერაციას კი იგი არ აბადია. განა ახალ კონსტიტუციას ის არ წამოუყენეს საყვედურად, რომ სენატს უფლებას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით ხელი მოაწეროს ისეთ ხელშეკრულებებს, რომლებიც მიწის ფონდების შესახებ კანონად უნდა იქცნენო? მოქმედ კონგრესს უფლება აქვს, თავად დადოს ასეთი ხელშეკრულებანი და შტატების უმრავლესობა აღიარებს კიდეც მათ მიწის ფონდების შესახებ უზენაეს კანონად. ახალი კონსტიტუცია კიდევ ოცი წლით იძლევა მონების შემოყვანის უფლებას, ძველით კი ეს სამუდამოდ დასაშვებია.
ალბათ შემომესიტყვებიან და მეტყვიან: თეორიულად მართლაცდა სახიფა-თოდ გამოიყურება ძალაუფლებათა ამგვარი ნაზავი, მაგრამ პრაქტიკაში იგი უწყინარი ხდება, რაკი მათი განხორციელების საშუალებათა მხრივ კონგრესი შტატებზეა დამოკიდებული; სინამდვილეში იგი უფლებამოსი-ლებათა უსიცოცხლო მასააო; მე მათ, ჯერ ერთი, ვეტყოდი: ბევრად უფრო დიდი სამდურავი კონგრესის მიმართ ითქმის, რომელიც სიტყვით აცხადებს გარკვეული უფლებები ფედერალურ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გადაეცესო, მაგრამ საქმით აბათილებს ყოველივე ამას. მეორეც, ზემოხსე-ნებული წინააღმდეგობა მაინც ძალაში დარჩება, თუნდაც კავშირმა ისე განაგრძოს არსებობა, რომ ძველი მთავრობა უკეთესით არ შეიცვალოს და ქმედითი ძალაუფლება არსებულ კონგრესს მიენიჭოს, ან თუნდაც იგი მან თვითონ აიღოს თავის თავზე. მაგრამ საქმე ამით როდი ამოიწურება. ამ უსიცოცხლო მასიდან რაღაცნაირი ნამეტი ძალაუფლება წამოიზარდა, რომელიც ყველა იმ ხიფათის ხორცშესხმისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, რომელიც კი მანკიერად მოწყობილი უმაღლესი საკავშირო ხელისუფლე-ბიდანაა მოსალოდნელი. ახლა არც თეორიული სპეცკულაციების და არც სასოების საგანი არაა ის, რომ თითქოსდა დასავლური ტერიტორიები სიმდიდრის ამოუწურავი საბადო იყოს ამერიკისთვისო; ეს კი არადა, სიმდიდრის ამ საბადოს ისიც კი არ ძალუძს, რომ ამჟამინდელი შეჭირვებიდან გამოგვიყვანოს, ანდა დროებით მაინც აგვაცილოს თავიდან სამომავლო გასაჭირი იმით, რომ საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში დაგვეხმაროს. თუმცა სათანადო მართვის შემთხვევაში მისგან მიღებული შემოსავალი ვალების დაფარვაშიც გაგვიწევს დახმარებას და გარკვეული დროის განმავლობაში ფედერალური ხაზინის შევსებაშიც ხელს შეგვიწყობს. ამ ფონდების უდიდესი ნაწილი უკვე დათმეს ცალკეულმა შტატებმა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არც სხვები დაახანებენ მსგავსი პატიოსნებისა და ხელგაშლილობის გამოვლენას. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე ეროვნულ ფონდად იქცევა მდიდარი და ნაყოფიერი მიწები, რომლებიც ფართობით ამერიკის დასახლებულ ტერიტორიებს უტოლდება. კონგრესმა უკვე დაიწყო მათი მართვა და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აქციოს ისინი უფრო შემოსავლიან მიწებად. მან უფრო მეტი რამის კეთებაც წამოიწყო: მან ხელი მოჰკიდა ამ ტერიტორიებზე ახალი შტატების დაარსების საქმეს. იქმნება ახალი მთავრობები; ინიშნებიან თანამდებობის პირები; დგინდება პირობები, რომელთა საფუძველზეც მათ კონფედერაციაში შემოსვლა შეეძლებათ. ყოველივე ეს გაკეთებულია; და გაკეთებულია ისე, რომ კონგრესის ქმედებებში კონსტიტუციურობის ნასახიც კი არ არის. მაგრამ საყვედური არავის დასცდენია; განგაში არავის აუტეხია. შემოსავლის
უზარმაზარი
და
დამოუკიდებელი
წყარო გადავიდა ადამიანთა
ერთადერთი
პოლიტიკური
ჯგუფის
ხელში, რომელსაც უფლება აქვს,
შეკრიბოს
განუსაზღვრელი რიცხოვნების
ჯარი
და მისი მხარდაჭერის მიზნით ფული
განუსაზღვრელი
ვადით
. მიუხედავად ამისა, მაინც მოიძევებიან ადამიანები, რომლებიც ამ სანახაობის მდუმარე მოწმენი როდი არიან, არამედ იმ სისტემის დამცველებად გვევლინებიან, რომელმაც ეს სანახაობა წარმოადგინა. მაგრამ, იმავდროულად, იგივე ხალხი დაჟინებით იმეორებს ახალი სისტემის წინააღმდეგ იმ შესიტყვებებს, რომლებიც ეს-ესაა მოვისმინეთ. განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა მას ამგვარი სისტემის დანერგვისთვის გამოედო თავი? ნუთუ უმჯობესი არ იქნებოდა კავშირი ისეთი მზარდი და რესურსებით მდიდარი დაწესებულებისგან დაეცვა, როგორიც მოქმედი კონგრესია? განა ეს არ აჯობებდა იმ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც თითქოს მას მისი დღევანდელი უძლურება უქადის? ამას კონგრესის სასაყვედუროდD როდი ვამბობ. მას სწორედ ის უნდა ეკეთებინა, რასაც აკეთებს. ვაღიარებ, რომ მას სხვანაირად მოქმედება არ შეეძლო. საზოგადოებრივი ინტერესი და მომენტის აუცილებლობა აიძულებდა, დაერღვია კონსტიტუციური საზ-ღვრები. მაგრამ ნუთუ ეს იმ საფრთხის მაუწყებელი საგანგაშო სიგნალი არ არის, რომელიც სწორედ ისეთი მთავრობიდან მომდინარეობს, დასახული ამოცანების თანაზომიერ უფლებებს რომაა მოკლებული? ასეთი ხელისუფლება ყოველთვის საშინელი დილემის წინაშე დგას: ან გადადგეს, ანდა უფლებამოსილებებს გადაამეტოს.
პუბლიუსი