ფედერალისტი # 80 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
იმისთვის, რათა ზუსტად განვსაზღვროთ ფედერალური სამართალწარმოების მოცულობა, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია, განვიხილოთ, თუ, რა მიზნებს ესწრაფვის იგი. ალბათ არავინ გახდის სადაოს იმას, რომ საკავშირო სასამართლო ხელისუფლება სხვადასხვა ხასიათის საქმეებზე უნდა გავრცელდეს. ჯერ ერთი, ის საქმეები იგულისხმება, რომელნიც შეერთებული შტატების კანონებიდან გამომდინარეობენ. კანონებიდან, რომელნიც სამართლიან და კონსტიტუციურ საკანონმდებლო უფლებამოსილებათა შესაბამისად არიან მიღებულნი. მეორე, საკავშირო სასამართლო ხელისუფლება ისეთი დებულებების შესრულებაზე გავრცელდება, რომელთაც მკაფიოდ შეიცავს კავშირის მუხლები. მესამე, მის იურისდიქციაში მოექცევა ყველაფერი, რაშიც შეერთებული შტატები ღებულობს მონაწილეობას. ზემოაღნიშნული ხელისუფლება გავრცელდება ყველაფერზე, რაც კი კონფედერაციის
მშვიდობასთან არის დაკავშირებული; სულერთია, საქმე შტატებს შორის ურთიერთობას შეეხება თუ შეერთებული შტატების ურთიერთობას უცხოურ სახელმწიფოებთან. მეხუთე, საკავშირო სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში შევა ყველაფერი, რაც ღია ზღვაში ხდება და საადმირალო უწყებისა თუ საზღვაო სამართლის განსჯადობას ექვემდებარება. დაბოლოს, ფედერალური სასამართლო ხელისუფლება გავრცელდება ყველა იმ საქმეზე, რომელთან მიმართებაშიც შეუძლებელია სხვადასხვა შტატის სასამართლოთა მიუკერძოებლობის იმედი ვიქონიოთ. ასეთი რამ კი მაშინ ხდება, როცა ეს უკანასკნელნი ადგილობრივ ზეგავლენათაგან თავისუფალნი არ არიან.
პირველი პუნქტი იმ თვალნათლივი მოსაზრებიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი კონსტიტუციური საშუალება, რომელიც თვითონ კონსტიტუციას ანიჭებს ქმედითობას. რა სარგებლობა შეიძლება, მაგალითად, მოიტანოს ამა თუ იმ შტატის საკანონომდებლო ხელისუფლებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, თუ არ არსებობს კონსტიტუციური საშუალება მათი ცხოვრებაში გატარებისა? კონვენტის გეგემის თანახმად შტატებს ეკრძალებათ გარკვეულ ქმედებათა განხორციელება; ზოგი მათგანი შეუთავსებელია კავშირის ინტერესებთან, ზოგიც კარგი მართვის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამგვარი ყაიდის ქმედებათა მაგალითად გამოდგება შემოტანილ საქონელზე ბაჟის დაწესება, ანდა ქაღალდის ფულის გამოშვება. არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ამგვარ აკრძალვებს ვინმე ზედმიწევნით შეასრულებს, თუ სახელმწიფოს ხელთ არ ექნა ისეთი ქმედითი ძალა, რომელიც თავიდან აგვაშორებდა ან ალაგმავდა მათ დარღვევას. ამგვარი ძალა ან ამა თუ იმ შტატის კანონებზე პირდაპირი ვეტოს დადების უფლებამოსილებაში უნდა მდგომარეობდეს, ან ფედერალურ სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ უფლება იმისა, რომ შტატის სასამართლოთა ისეთი გადაწყვეტილებანი გააუქმონ, რომელნიც აშკარად ეწინააღმდეგებიან კავშირის შესახებ მუხლებს. ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ამ საქმეში მესამე გზა არსებობდეს. რაც შეეება კონვენტს, მან უპირატესობა მეორე გზას მიანიჭა. მეც ვფიქრობ, რომ შტატებისთვის იგი უფრო მისაღები იქნება.
რაც შეეხება მეორე პუნქტს, იგი ისეთი თავისთავადი სიცხადით ხასიათდება, რომ შეუძლებელია რაიმე არგუმენტით ან კომენტარით მისი უფრო მეტად ცხადყოფა მოხდეს. თუკი არსებობს ისეთი რამ, რასაც პოლიტიკური აქსიომა ეწოდება, მაშინ მათ რიცხვში უნდა შედიოდეს ის, რომ სასამართლო ხელისუფლება აუცილებელია საკანონმდებლო ხელისუფლებას ეთანადებოდეს. საამისოდ კი საჭიროა, რომ საერთო – ეროვნული კანონების ერთგვაროვანი განმარტება ხდებოდეს. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უმაღლსი ინსტანციის ცამეტი სასამართლო, რომელთაც განაჩენი ერთსა და იმავე საქმეებთან მიმართებაში გამოაქვთ, სხვა არაფერია, თუ არა სახელისუფლებო ჰიდრა, რაც არაფერს მოიტანს თვინიერ წინააღმდეგობისა და არეულობისა.
უფრო ნაკლებია სალაპარაკო მესამე პუნქტთან მიმართებაში. იმ წინააღმდეგობათა მოგვარება, რანიც თავს იჩენენ ერსა და მის წევრებს, ანდა მოქალაქეებს შორის, საერთო – ეროვნულ სასამართლოებს უნდა დაეკისროთ. საკითხისYყველა სხვაგვარი გადაწყვეტა არაგონივრული და საწინააღმდეგო იქნებოდა იმისა, რასაც პრეცედენტი და წესიერება გვავალდებულებს.
მეოთხე პუნქტი კი ერთ მარტივ დებულებას ემყარება: მშვიდობა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მთელისთვის
შეუძლებელია ნაწილის განკარგულებაში რჩებოდეს. კავშირს უდაოდ ეკისრება პასუხისმგებლობა უცხოური სახელმწიფოების წინაშე იმ საქციელთა გამო, რომელთაც მისი წევრები ჩადიან. ხოლო მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობის დაკისრება, შეძლებისდაგვარად ყოველთვის უნდა უწყობდეს ხელს მის თავიდან აცილებას. მაგრამ საქმე ის არის, რომ სასამართლოების მერ მიღებული არასამართლიანი გადაწყვეტილებები ომის კანონიერ მიზეზებადაა მიჩნეული. ამგვარ მიზეზთა შორის იგულვება ის მდგომარეობა, როცა სამართლიანობა შერყვნილია სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენით, თუ სხვა რამ საშუალებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ფედერალური მარლთმსაჯულების კომპეტენციაში შედიოდეს ყველა ის საქმე, რომელიც უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას შეეხება. ამგვარი რამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან ნდობის შესანარჩუნებლად, ვიდრე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავება არსებობს იმ საქმეებს შორის, რომელთაგან ერთნი ხელშეკრულებებსა თუ საერთო – ეროვნულ საკითხებს შეეხებიან, მეორენი კი მუნიციპალური კანონმდებლობის სფეროს არ სცდებიან. ერთნი ფედერალური სამართალწარმოების საგანს ქმნიან, მეორენი კი – ამა თუ იმ შტატის სამართალწარმოებისა. დავუშვათ ასეთი რამ: უსამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმე კი მთლიანად lex loci – ის ფარგლებში რჩება. საქმე ის არის, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ასეთი რამ ზემოხსენებული მოქალაქის სუვერენის მიმართ აგრესიულ ქმედებად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იგი ისევე იქნება აღქმული, როგორც ხელშეკრულების პირობათა დარღვევად, ისე საერთო – ეროვნული კანონების ხელყოფად. ბევრად უფრო მნიშვნელოვან შესიტყვებას აჩენს ის თითქმის გადაულახავი სიძნელე, რაც იმ საკითხთან არის დაკავშირებული, თუ სასამართლო პრაქტიკაში როგორ უნდა იქნეს დახარისხებული სხვადასხვა ყაიდის საქმეები. მაგრამ ძალზე ბევრია იმგვარი საქმეები, რომელშიც გარეულნი არიან უცხოელები და საერთო – ეროვნულ საკითხებს შეეხებიან, ამიტომ არათუ ბევრად უფრო საიმედო, არამედ უფრო მოხერხებულიც კი იქნება, თუკი ისინი საერთო – ეროვნულ სასამართლოებს გადაეცემოდათ.
რა თქმა უნდა, კავშირის მასშტაბით მშვიდობის შესანარჩუნებლად აქამდე განხილულ საკითხებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის განსჯადობაში უნდა შედიოდეს ის საქმეები, რომელნიც ორი შტატის ურთიერთდავის დროს წარმოიშობა ან მაშინ იჩენს თავს, როცა ერთ რომელიმე შტატს სხვა შტატის მოქალაქეები უჩივიან, ანდა ერთმანეთს სხვადასხვა შტატის მოქალაქეები უპირისპირდებიან. ისტორია შინააშლილობისა და კერძო ომების საშინელ სურათებს გვიხატავს, რომელნიც წეწავდნენ და აქუცმაცებდნენ გერმანიას XVს – ის მიწურულს, ვიდრე მაქსიმილიანემ საიმპერიო
პალატა
არ შექმნა. ამ უკანასკნელმა უზარმაზარი როლი შეასრულა მთელს იმპერიაში ხალხის დაშოშმინებისა და სიმშვიდის ჩამოგდების საქმეში. საიმპერიო პალატა სხვა არაფერი იყო, თუ არა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი სასამართლო, რომელსაც საბოლოო განაჩენი გამოჰქონდა გერმანული სახელმწიფოს წევრებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის თაობაზე.
შტატებს შორის წარმოშობილ ტერიტორიულ დავათა მოგვარების საშუალებას ის ნაკლოვანი სისტემაც კი არის მოკლებული, რომლის დროსაც ისინი ერთი ფედერალური ხელისუფლების ქვეშ არიან გაერთიანებულნი. ეს უკანასკნელი დღემდე ასე თუ ისე განაპირობებს მათ თანაცხოვრებას. მაგრამ საქმე ის არის, რომ საზღვრებთან დაკავშირებულ სადავო საკითხების გარდა უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც შესაძლოა, კავშირში შემავალ შტატებს შორის შეხლა – შემოხლა და მტრობა გაჩაღდეს. ზოგი მათგანის შემსწრენიც ვყოფილვართ და საკუთარ თავზეც გვიწვნევია ისინი. არ არის ძნელი იმის მიხვედრა, თუ რას ვგულისხმობ. მხედველობაში ის თაღლითური კანონები მაქვს, რომელნიც შტატების უმეტესობის მიერ იქნა მიღებული. შემოთავაზებულ კონსტიტუციას განსაკუთრებული ზომები შემოაქვს იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ იმგვარი შემთხვევების გამეორება, რანიც აქამომდე იჩენდნენ თავს. მაგრამ დიაღაც რომ გვაქვს შიშის საფუძველი. საქმე ის არის, რომ სული, რომელიც ამგვარ შემთხვევებს ბადებს, ახალი და ახალი სახით მოგვევლინება. მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია და არ არის შესაძლებელი, რომ მათ წინააღმდეგ წინასწარ იქნეს მიღებული უსაფრთხოების ზომები. ამიტომ ყოველივე ის, რაც ძირს უთხრის შტატებს შორის თანხმობას, ფედერალური ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს.
იმ საფუძვლად, რომელსაც კავშირი ემყარება, შეიძლება მიჩნეული იქნეს შემდეგი დებულება: “თითოეული შტატის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ პრივილეგიებსა და შეღავათებზე, რომელნიც ერთი რომელიმე შტატის მოქალაქეთათვის არის დაწესებული”. არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყოველ ხელისუფლებას
ხელთ
უნდა
ჰქონდეს
საშუალებანი
,
რათა
თავისი
საკუთარი
ძალაუფლებით
შეძლოს
მის
მიერვე
გამოცემული
განკარგულებების
შესრულება
; თუ ეს პრინციპი სწორია, მაშინ აქიდან ის გამომდინარეობს, რომ განუხრელად იქნეს დაცული ყველა ის პრივილეგია და შეღავათი, რომლებზეც უფლება აქვს კავშირის ყველა მოქალაქეს. ამისთვის კი აუცილებელია, რათა საერთო – ეროვნული სამართალწარმოება ყველაზე მაღლა იდგეს ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი შტატი ან მისი მოქალაქენი მეორე შტატისა ან მათი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიან. ისიც ცხადია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული პრინციპის სრული ეფექტურობით ამოქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი ხრიკი თუ ფანდი.Aამიტომაც აუცილებელია, რომ საქმის გარჩევა ისეთ სასამართლოს მივანდოთ, რომელიც თავისუფალი იქნება ადგილობრივ ზეგავლენათაგან. ამგვარი სასამართლო არასოდეს გამოიჩენს მიკერძოებას ცალკეულ, შტატებისა თუ მათი მოქალაქეების მიმართ. მისი ოფიციალური არსებობა მთლიანად იქნება დამოკიდებული კავშირზე, ამიტომ მას არასოდეს დარევს ხელს ისეთი გრძნობები, რანიც იმ პრინციპებს დააბრკოლებდნენ, რომლებსაც თვითონ ემყარება.
მეხუთე პუნქტი კი მსუბუქად გაკრიტიკებას იმსახურებს. აქამდე შტატის ხელისუფლების ყველაზე ურჯუკ თაყვანისმცემლებსაც კი არ გასჩენიათ სურვილი იმისა, რომ ეჭვი შეეტანათ შემდეგ რამეში: საზღვაო საქმეები საერთო – ეროვნული სასამართლოს კომპეტენციაში შედის. ისინი, როგორც წესი, ნაციონალურ კანონებზეა დამოკიდებული და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებს შეეხება, ამიტომაც შეაქვთ ისინი იმ მოსაზრებათა სათვალავში, რომლებზეც დამოკიდებულია საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფა. არსებული კონფედერაცია ზემოხსენებულ საქმეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანთ ფედერალურ იურისდიქციას დაუქვემდებარებს.
როცა არა აქვთ იმის იმედი, რომ ცალკეული შტატის სასამართლო მიუმხრობლობას გამოიჩენს, საქმეებს განსახილველად საერთო – ეროვნულ სასამართლოებს გადასცემენ ხოლმე. ამგვარი პროცედურის გონივრიულობა, არავისში ბადებს ეჭვს, რაკი მას თავისთავადი სიცხადე ახასიათებს. ვერავინ გამოვა მსაჯულად თავის საკუთარ საქმეში, ანდა ისეთ საქმეში, რასთანაც მას ოდნავი შეხება აქვს, ანდა რომლის მიმართაც ოდნავ მიკერძოებას მაინც განიცდის. ეს პრინციპი ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფედერალური მოსამართლეების დანიშვნის საქმეში; მოსამართლეებისა, რომლებიც იმ ტრიბუნალებად გვევლინებიან, ცალკეულ შტატებსა და მათ მოქალაქეებს შორის წამოჭრილ წინააღმდეგობათა გადაჭრა რომ ძალუძთ. ზემოხსენებული პრინციპი ასეთსავე როლს თამაშობს იმ სადავო საკითხებთან მიმართებშიც, რომ;ლებიც თავს იჩენენ ერთი და იმავე შტატის მოქალაქეთა შორის. ამგვარ საკითხთა სათვალავში ექცევა ამა თუ იმ შტატს შორის სასაზღვრო მიწებთან დაკავშირებული საქმეები; ეს უკანასკნელნი გამოწვეულია იმით, რომ მათ შორის მკვეთრი მიჯნები არ არის გავლებული. შეუძლებელია მიუკერძოებლობას მოველოდეთ იმ შტატთა სასამართლოების მხრიდან, რომლებიც ასაჩუქრებენ ამა თუ იმ ნაკვეთს. უფრო მეტი, ისიც კია შესაძლო, რომ საქმის ბედი წინასწარ გადაწყვიტონ კანონებმა და მოსამართლენი იმ შტატების სასარგებლოდ განეწყონ, რომელთა კუთვნილებაც იყო მოცემული მიწის ნაკვეთი. ამგვარი რამ რომც არ მოხდეს, მოსამართლენიც კაცნი არიან და სრულიად ბუნებრივია თუკი ისინიც უდიდეს მიკერძოებას გამოიჩენენ იმ პრეტენზიების მიმართ მათი მთავრობები რომ ესწრაფვიან.
ამრიგად, დავადგინეთ და გავარჩიეთ ის პრინციპები, რომელზეც ფედერალური სასამართლო ხელისუფლება უნდა იქნეს დაშენებული. ახლა კი მათი მეშვეობით უნდა შევამოწმოთ ცალკეული უფლებამოსილება, რომელიც - კონვენტის გეგმის თანახმად - მას გადაეცემა. ფედერალური სასამართლო ხელისუფლება უნდა გავრცელდეს: “ყველა საქმეზე, რომელიც კანონისა და სამართლიანობის, ამ კონსტიტუციის, შეერთებული შტატების კანონებისა და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე წყდება; ყველა საქმეზე, რომლებიც შეეხება ელჩებს, სხვა უფლებამოსილ პირებსა და კონსულებს; ყველა დავაზე, რომელშიც შეერთებული შტატები მხარეს წარმოადგენს; იმ სადავო საკითხებზე, რომელნიც ორ ან მეტ შტატს, ერთ რომელიმე შტატსა და მეორე შტატის მოქალაქეთა შორის, ასევე სხვადასხვა შტატის მოქალაქეებსა და ერთი და იმავე შტატის მოქალაქეთა შორის წარმოიშობა იმ მიწებზე სარჩელის სახით, რომელნიც მათ სხვადასხვა შტატისგან საჩუქრად მიიღეს; ყველა იმ საქმეზე, რომელიც ერთ რომელიმე შტატსა და ამ შტატის მოქალაქეთა შორის წარმოიშობა; ყველა საქმეზე, რომელიც უცხო სახელმწიფოებთან, მათ მოქალაქეებსა თუ ქვეშევრდომებთან დამოკიდებულებას შეეხება”. Aაი, კავშირის სასამართლო ხელისუფლება მთელი თავისი მოცულობით. ახლა კი დაწვრილებით მიმოვიხილოთ იგი. იგი ვრცელდება:
ჯერ
ერთი
, კანონისა და სამართლიანობის ყველა საქმეზე,
რომელნიც
კონსტიტუციისა
და
შეერთებული
შტატების
საფუძველზე
წარმოიშობა
. ყველა ამგვარი საქმე ხვდება პირველ ორ კლასში იმ სადავო საკითხებისა, რომელნიც ჩამოთვლის დროს შეერთებული შტატების იურისდიქციაში მოექცა. გევეკითხებიან, რას ნიშნავსო სიტყვები: “ საქმეები, რომელნიც ამ კონსტიტუციის საფუძველზე წარმოიშობიან” და რითი განხვავდებიანო ისინი შემდეგი სიტყვებისგან:” საქმეები, რომელნიც შეერთებული შტატების კანონების საფუძველზე წარმოიშობიან”. მათ შორის არსებული სხვაობა უკვე განვმარტეთ. ცალკეული შტატის საკანონმდებლო ორგანოთა მიმართ შემოღებული ყველა შეზღუდვა ამგვარი განმარტების ნიმუშად გვევლინება. შტატებს, მაგალითად, ეკრძალებათ ქაღალდის ფულის გამოშვება; ამგვარი აკრძალვა კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და არაფრით უკავშირდება შეერთებული შტატების რომელიმე კანონს, თუკი მიუხედავად, ამისა მაინც განხორციელდა ქაღალდის ფულის ემისია, მაშინ ყველა წინააღმდეგობა იმ სადავო საკითხთა სახეს მიიღებს, რომელთა სათავეც კონსტიტუცია იქნება და არა შეერთებული შტატების კანონები; თუკი, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელობათა ფარგლებში დავრჩებით, რომლითაც ჩვეულებრივ ხასიათდება ჩვენ მიერ ხმარებული ტერმინები. ზემომოტანილი მაგალითი სწორედ ამის დასტურია.
ასევე გვისვამენ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რისთვისაა საჭირო სიტყვა “სამართლიანობა”. რომელი საქმეები ამოიზრდება შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და კანონებიდან, რომელთა გადაწყვეტა სამართლიანობაზე უფლებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს? ალბათ ინდივიდუმებს შორის ერთი დავაც კი არ ყოფილა ისეთი, რომლის გარჩევასაც
მოტყუების
,
შემთხვევითობის
,
ნდობისა
თუ
გართულების
გარეშე
ჩაევლოს
; ამგვარი ვითარება საქმეს ისეთ ხასიათს ანიჭებს, რომ იგი უფრო სამართლიანობაზე უფლების მიხედვით უნდა იქნეს გარჩეული, ვიდრე იურიდიული კანონების საფუძველზე. ყოველივე ეს კი ცნობილი და დადგენილია სხვადასხვა შტატში. სამართლიანობაზე უფლების მქონე სასამართლო მხარეს ათავისუფლებს იმისგან, რასაც შეიძლება დამაკაბალებელი გარიგებანი ეწოდოს. საქმე ისეთ კონტრაქტებს ეხება, რომელნიც შესაძლოა, ერთი შეხედვით არც კი შეიცავდნენ თაღლითობისა და მოტყუების ნიშნებს, რაც ჩვეულებრივი სასამართლოსთვის საკამარისი საფუძველი იქნებოდა ზემოხსენებულ გარიგებათა გასაუქმებლად. მაგრამ საქმე ის არის, რომ მათში შესაძლოა, შეფარვით იყოს ჩადებული შესაძლებლობა იმისა, რომ ერთ-ერთმა მხარემ დაუმსახურებელი და შეუმჩნეველი სარგებელი მიიღოს მეორე მხარის გაჭირვებათა და უბედურებათა ხარჯზე. ამას კი ვერაფრით შეიწყნარებს სამართლიანობის სასამართლო. Mიმ შემთხვევებში კი, როცა სასამართლო გარჩევის დროს როგორც ერთ, ისე მეორე მხარედ უცხოელები გამოდიან, ფედერალურმა სასამართლომ მსჯავრი როგორც სამართლიანობის, ისე იურიდიული კანონების საფუძველზე უნდა გამოიტანოს. შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა შტატში გასხვისებული მიწების სასამართლო წესით გადაცემას ითვალისწინებს, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფედერალურ სასამართლოებში სამართალწარმოება სამართლიანობაზე უფლების მიხედვით უნდა წარმოებდეს. შესაძლოა, ამგვარი მსჯელობა არ იყოს ეგზომ დამაჯერებელი იმ შტატებისთვის, სადაც კანონსა
და სამართლიანობას
ერთმანეთისგან არ განასხვავებენ ამ ტერმინთა ფორმალურ და ტექნიკურ მახასიათებელთა მიხედვით; ეგ იმიტომ, რომ ისინი სხვაგვარ პრაქტიკას მისდევენ და არა ისეთს, რაც მიღებულია ნიუ-იორკის შტატში.
კავშირის
სასამართლო
ხელისუფლება
უნდა
გავრცელდეს
:
მეორე
.
ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებულია ანდა დადებული იქნება შეერთებული შტატების სახელით. ყველა საქმეზე, რომლებშიც გარეულნი არიან ელჩები, სხვა უფლებამოსილი პირნი და კონსულები. კლასიფიკაციათა ჩამონათვალის მიხედვით ეს საქმეები მეოთხე კლასს განეკუთვნებიან, რაკი ისინი აშკარად არიან დაკავშირებულნი საერთო – ეროვნული მშვიდობის შენარჩუნებასთან.
მესამე
. საადმირალო საქმეებსა და საზღვაო სამართალწარმოებაზე. დადგენილი კლასიფიკაციით ამგვარი საქმეები თავს იყრიან მეხუთე კლასში, რომელიც საერთო – ეროვნულ სასამართლოთა კომპეტენციაში შედის.
მეოთხე
. ყველა იმ პროცესზე, რომელშიც მხარედ შეერთებული შტატები გამოდის. ამგვარი საქმეები მეოთხე კატეგორიად გვევლინებიან.
მეხუთე
. ორ ან ორზე მეტ შტატს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე. ასევე ყველა იმ დავაზე, რომელიც ერთ რომელიმე შტატსა და მეორე შტატის ანდა სხვადასხვა შტატის მოქალაქეთა შორის წარმოიშობა; ამგვარი საქმეები მეხუთე კატეგორიაში იყრიან თავს და, თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, ბოლო კატეგორიის სახითაც კი გვევლინებიან.
მეექვსე
.
ერთი
და
იმავე
შტატის
მოქალაქეთა
შორის
წამოჭრილ
ყველა
დავაზე
,
როცა
მათ
საჩივარი
შეაქვთ
სხვა
შტატების
მიერ
ნაჩუქარ
მიწებთან
დაკავშირებით
.
ამგვარი
საქმეები
ბოლო
კატეგორიას
ქმნიან
და
ერთი
და
იმავე
შტატის
მოქალაქეთა
შორის
წამოჭრლი
დავები
ერთადერთი
შემთხვევაა
,
როცა
შემოთავაზებული
კონსტიტუცია
პირდაპირ
ითვალისწინებს
ფედერალური
სასამართლოს
კომპეტენციას
.
მეშვიდე
.
ყველა საქმეზე, რომელიც წამოიჭრება შტატსა თუ მის მოქალაქეებს შორის; ასევე უცხო სახელმწიფოებთან, მის მოქალაქეებსა თუ ქვეშევრდომებთან მიმართებაში. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ეს საქმე მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება და სწორედ იგი გამორჩეულად ექვემდებარება ფედერალურ იურისდიქციას.
ამრიგად, ჩვენ მიმოვიხილეთ კონსტიტუციურად დადგენილი ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ფედერალურ სასამართლოებს უნდა გადაეცეს. გამოირკვა, რომ ისინი სრულად შეესაბამებიან იმ პრინციპებს, რომლებსაც ამგვარ სასამართლოთა სტრუქტურა ემყარება და რანიც აუცილებელნი არიან მისი სრულყოფის თვალსაზრისით. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ უფლებამოსილებათაგან ერთი რომელიმეს შეტანა შემოთავაზებულ გეგმაში გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, რომ საერთო – ეროვნული საკანონმდებლო კრება საკმარის უფლებამოსილებას ფლობს საიმისოდ, რათა სათანადო
გამონაკლისი
დაუშვას და ისეთი წესი შემოიღოს, რომელიც შეარბილებს ზემოხსენებულ უხერხულობას, ანდა სულაც აღმოფხვრის მას. საქმეში ჩახედული ადამიანი კერძო უბედურებას არასოდეს მიიჩნევს საიმისო საბაბად, რათა ომი გამოუცხადოს საზოგადო პრინციპს, რომელიც თავიდან აგვაშორებს უზარმაზარ უბედურებას და საყოველთაო სიკეთეს უზრუნველყოფს.
პუბლიუსი