ფედერალისტი # 79 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
თანამდებობაზე მთელი სიცოცხლის ვადით ყოფნასთან ერთად არაფერი ისე არ შეუწყობს ხელს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, როგორც მათთვის მუდმივი ჯამაგირის გაჩენა. პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შენიშვნა ამ შემთხვევაზეც ზედგამოჭრილია. ადამიანთა ბუნება ასეთია:
ვის
ხელშიც
არის
საშუალებანი
მათი
სიცოცხლის
შენარჩუნებისა
,
მათ
ნებაზეც
იგი
ბატონობს
. არ არსებობს სისტემა, რომელშიც სასამართლო ხელისუფლება სრულად იყოს გამიჯნული საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, თუკი იგი ამ უკანასკნელის მიერ გაღებულ უმყარსა და შემთხვევით ფულად წყალობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, ამის იმედი ნურც ჩვენ გვექნება. კარგი ხელისუფლების განათლებული მეგობრები თითოეულ შტატში სწორედ იმას მისტირიან, რომ არც ერთი შტატის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სიფრთხილის ზუსტსა და მკაფიო ზომებს ამ საკითხთან მიმართებაში. უფრო მეტი, ზოგიერთ მათგანში დეკლარირებული იყო, რომ მოსამართლეებს
მუდმივი
[1]
ჯამაგირი დაენიშნებოდათ. მაგრამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამგვარი მითითებანი სულაც არ არიან საკმარისნი, რაკი მათ დარღვევას არას დაგიდევენ კანონმდებელნი. ნათელი გახდა, რომ რაღაც უფრო პოზიტიური და უპირობო იყო საჭირო. ამიტომ კონვენტის გეგმით შეერთებული შტატების მოსამართლენი “მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის
დადგენილ
ვადებში
იღებენ გასამრჯელოს, რომლის მოცულობის
შემცირებაც
დაუშვებელია იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ისინი თავიანთ თანამდებობებზე იმყოფებიან.”
თუკი ყველა გარემოებას გავითვალისწინებთ, ეს დებულება ყველაზე საუკეთესოა იმათ შორის, რომელიც კი შეიძლებოდა შემუშავებული ყოფილიყო. ალბათ არ არის ძნელი მისახვედრი ის, რომ იმ პირობებში, როცა ფულის ღირებულება მერყეობას განიცდის და ქვეყანაშიც განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი, დაუშვებელი იქნებოდა კონსტიტუციაში ფიქსირებული ჯამაგირის მითითება. ის, რაც დღეს მეტისმეტად გაბერილ მოცულობად გვეჩვენება, ორმოცდაათიოდე წლის შემდგომ ერთობ უბადრუკი თანხა იქნება. ამიტომ აუცილებელი გახდა ის, რომ ჯამაგირის მოცულობის განსაზღვრა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის მიგვენდო, რომელიც ამ საქმეში აუცილებლად გაითვალისწინებს ცვალებად გარემოებებს. მაგრამ არსებობს ერთი შეზღუდვა, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას უწესდება. კერძოდ, მას უფლება არ აქვს ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ამ მხრივ მოსამართლეთა ცხოვრებისეულ პირობებს გააუარესებდა. ასე რომ, ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობს თავს და იმის შიშით, ვაითუ ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდეო, არასოდეს უღალატებს თავის მოვალეობას. ჩვენ მიერ მოტანილი ამონარიდიდან ნათლად ჩანს როგორც ერთი, ისე მეორე უპირატესობა. მოსამართლეთა ჯამაგარი გარემოებათა წყალობით დროდადრო შეიძლება, შეიცვალოს კიდეც, მაგრამ იგი არასოდეს იქნება იმ გასამრჯელოზე ნაკლები, რაც მათ თავდაპირველად დაენიშნათ. არც იმის დანახვაა ძნელი, რომ კონვენტი ერთმანეთისგან განასხვავებს პრეზიდენტისა და მოსამართლეთათვის განკუთვნილ კომპენსაციებს. დაუშვებელია, რომ ოდესმე პრეზიდენტის კომპენსაცია შეიცვალოს; მისი არც დაკლება შეიძლება და არც მომატება. რაც შეეხება მოსამართლის კომპენსაციას, მისი მხოლოდ შემცირებაა დაუშვებელი. ასეთი სხვაობა იქიდან გამომდინარეობს, რომ თანამდებობის ეს პირნი სხვადასხვა ვადით იმყოფებიან თავ თავიანთ პოსტებზე. პრეზიდენტი თავის პოსტზე აირჩევა არაუმეტეს ოთხი წლის ვადით. ამიტომ იშვიათად თუ მოხდება ისე, რომ ჯამაგირის ოდენობა იგივე არ იყოს საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, როგორიც მის დასაწყისში იყო. რაც შეეხება მოსამართლეებს, ისინი უმწიკვლო მოქცევის შემთხვევაში მთელი სიცოცხლის ვადით რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე; ამიტომ შეიძლება ისე მოხდეს (განსაკუთრებით მმართველობის საწყის პერიოდში), რომ მათი გასამრჯელო, თავდაპირველად რომ საკმარისი იყო, დროთა განმავლობაში ძალზე ცოტა აღმოჩნდეს.
დებულება, რომელიც მოსამართლეთა ფინანსურ უზრუნველყოფას აწესრიგებს, ყოველმხრივ კეთილგონივრული და ეფექტურია. ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თანამდებობაზე სამიდღემჩიოდ ყოფნასთან ერთად იგი დამოუკიდებლობის ბევრად უფრო უკეთეს პერსპექტივას უხსნის მოსამართლეებს, ვიდრე მათი მშობლიური შტატის კონსტიტუციები.
იმპიჩმენტის შესახებ მუხლში გათვალისწინებულია სიფრთხილის ყველა ის ზომა, რაც კი მოსამართლეთა პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას ემსახურება. მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატა იწყებს იმპიჩმენტის პროცედურას, რის შემდგომაც იგი სენატის წინაშე წარსდგება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მოსამართლე გადაყენებული იქნება თანამდებობიდან. ამის შემდეგ მას ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება ერთმევა. ეს არის ერთადერთი დებულება, რომელიც იურიდიული დამოუკიდებლობის ბუნებას შეესაბამება. სწორედ ამ დებულებას ვაწყდებით ნიუ-იორკის კონსტიტუციაში საკუთარ მოსამართლეთა მიმართ.
კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის მიმართ ის საყვედურიც გაისმოდა, რომ გათვალისწინებული არ არისო მოსამართლეთა გადაყენება მათი უუნარობის შემთხვევაში. მაგრამ ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამგვარი დებულება ან ვერ იქნება ცხოვრებაში გატარებული, ანდა უფრო ზიანს მოგვიტანს, ვიდრე სიკეთეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელობათა ჩამონათვალში ვერსად წავაწყდებით იმას, რომ გონებრივი უნარებიც იზომებოდეს. თუკი შევეცდებით იმის დადგენას, თუ სად მთავრდება უნარიანობა და სად იწყება უუნარობა, ამით სხვას ვერას მივაღწევთ, თუ არა იმას, რომ გასაქანს მივცემთ პიროვნულსა თუ პარტიულ მიკერძოებასა და შეხლა – შემოხლას. რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ ვერ წაადგება სამართლიანობისა და საზოგადოებრივი სიკეთის ინტერესებს. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აშკარა შეშლილობასთან გვაქვს საქმე, ზემოაღნიშნული მიზეზით თანამდებობიდან ნებისმიერი გადაყენება სხვა არაფერი იქნება, თუ არა თვითნებობა. რაც შეეხება შეშლილობის შემთხვევას, ესა თუ ის პირი ყოველგვარი ფორმალობის გარეშე უუნაროდ მიიჩნევა და არ ეძლევა თანამდებობის დაკავების უფლება.
ნიუ-იორკის შტატის კონსტიტუციას განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი შემოაქვს უუნარობის კრიტერიუმად. ამით იგი თავს არიდებს იმ ბუნდოვანებასა და ხიფათს, რაც თან ახლავს ხოლმე ამგვარ ძიებას. სამოცი წლის ასაკს თუ გადასცდი, აღარა გაქვს უფლება, მოსამართლის თანამდებობა დაიკავო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ადამიანი ამ ასაკობრივი ზღვრის შემდეგაც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ხოლმე ანალიზისა და შედარების უნარს. თუმცა არცთუ მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში განიცდიან ინტელექტუალურ აღმავლობას. ამიტომ ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მოსამართლეთა სავარძლები – რამდენიც უნდა იყვნენ ისინი - ერთდროულად დაიკავონ ზემოაღნიშნული ასაკის პირებმა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ღირს რაიმეგვარი ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება. რესპუბლიკაში, რომელსაც არ აქვს თავზესაყრელი სიმდიდრე და პენსიებიც დაბალია, უპრიანი არ იქნებოდა იმ ადამიანთა თანამდებობიდან გადაყენება, რომელნიც ხანგრძლივად და ნაყოფიერად ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს; საქმე ის არის, რომ ამ ხალხის არსებობა ჯამაგირზეა დამოკიდებული. ესეც რომ არ იყოს, მათთვის უკვე გვიან არის ახალი ხელობის დაუფლება. ამიტომ თავს იმ გამოგონილი საფრთხით კი არ უნდა ვიტკიებდეთ, მოსამართლეთა კორპუსი მიხრწნილებაში გადადგაო, არამედ ერთთავად გაფაციცებით უნდა ვადევნებდეთ თვალყურს, რომ ადამიანურობის წინაშე შეცოდება არ ჩავიდინოთ.
პუბლიუსი