ფედერალისტი # 39 : მედისონი
1788 წ . 16 იანვარი
ნიუ
-
ირკის
შტატის
ხალხს
ბოლო წერილში იმ დაკვირვებათა შეჯამებას მივუძღვენი, რომლებიც შესავლად უნდა გამოგვდგომოდა მართვის იმ გეგმის მიმოხილვისა, რომელიც კონვენტმა შემოგვთავაზა. ახლა სწორედ ჩვენი წამოწყების ამ მთავარ ნაწილზე გადავდივარ. პირველი საკითხი, რომელიც წამოიჭრება, არის შემდეგი: უნდა იყოს თუ არა მმართველობის სისტემა მკაცრად რესპუბლიკური მისი როგორც შინაარსის, ისე ფორმის მხრივ? ცხადია, რომ მმართველობის ყველა სხვა ფორმა შეუთავსებელი იქნებოდა ამერიკელი ხალხის სულთან; რევოლუციის დიად პრინციპებსა თუ იმ კეთილშობილურ შეუპოვრობასთან, რომელიც თავისუფლების ყველა ტრფიალს ასულდგმულებს; ყველა ჩვენი პოლიტიკური ცდა იმ სასოებაზე უნდა დავამყაროთ, რომ კაცობრიობას შესწევს ძალა, თვითონ მართოს თავისი თავი. თუ აღმოჩნდა, რომ კონვენტის გეგმა უხვევს რესპუბლიკურ პრინციპს, მაშინ მისმა ქომაგებმა მასზე ხელი უნდა აიღონ.
მაგრამ რა არის მმართველობის რესპუბლიკური ფორმის თავისებურება? თუ ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებას თვითონ პრინციპებში კი არ დავიწყებდით, არამედ იმაში როგორც ამ ტერმინს პოლიტიკური მწერლები სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციათა დასახასიათებლად იყენებენ, ვეჭვობ, რომ მასზე დამაკმაყოფილებელი პასუხისთვის ოდესმე მიგვეგნო. ჰოლანდიამ, რომლის უმაღლეს ხელისუფლებას არაფერი სცხია იმისა, რომ ხალხიდან მომდინარეობდეს, თითქმის საყოველთაო აღიარება სწორედ როგორც რესპუბლიკამ მოიხვეჭა.
იგივე წოდება მიენიჭა ვენეციასაც, სადაც ერთი მუჭა მემკვიდრეობითი არისტოკრატები შეუზღუდავად ბატონობენ ხალხის უდიდეს უმრავლესობაზე. რესპუბლიკად წოდების პატივი ერგო პოლონეთსაც – ქვეყანას, რომლის მმართველობა არისტოკრატიისა და მონარქიის ყველაზე უარეს ნაზავს განასახიერებს. ინგლისის პოლიტიკური წყობა, სადაც მხოლოდ ერთი სახელისუფლებო უწყება არის რესპუბლიკური და ისიც მემკვიდრეობით არისტოკრატიასა და მონარქიასთანაა შერწყმული, ხშირად ასევე უსამართლოდDშეჰყავთ რესპუბლიკათა სათვალავში. ეს ნიმუშები, რომლებიც თითქმის ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თითოეული მათგანი ნამდვილი რესპუბლიკისგან – გვიჩვენებენ იმას, თუ რაოდენ ორაზროვნად გამოიყენება ეს ტერმინი პოლიტიკურ გამოკვლევებში.
თუ საზომად განსხვავებულ პრინციპებს ავიღებდით, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა ფორმებს უდევთ საფუძვლად, მაშინ რესპუბლიკა მმართველობის ისეთი ფორმისთვის უნდა გვეწოდებინა, ან სულ ცოტა, შეიძლებოდა გვეწოდებინა, რომელსაც მთელი თავისი ძალაუფლება – პირდაპირ თუ არაპირდაპირ – მთელი ხალხიდან გამოჰყავს და მას იმ პირთა მეშვეობით ახორციელებს, რომლებიც თანამდებობებზე ხალხის სურვილისამებრ გარკვეული ვადით, ანდა – უმწიკვლო ქცევის შემთხვევაში – უვადოდ ინიშნებიან.
აუცილებელია
, რომ მმართველობის ასეთი ფორმა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობიდან მომდინარეობდეს და არა მისი უმნიშვნელო ნაწილიდან თუ პრივილეგირებული კლასიდან; წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი მუჭა ტირანული არისტოკრატები, რომლებიც ხალხის ჩაგვრას უფლებამოსილებათა დელეგირების მეშვეობით ახორციელებენ, შეძლებდნენ იმას, რომ რესპუბლიკის საპატიო წოდებას წაპოტინებოდნენ და მიეტაცებინათ კიდეც იგი. მმართველობის ამ ფორმისთვის
საკმარისია
ის, რომ პირები, რომლებიც მას ახორციელებენ – პიდაპირ ან არაპირდაპირ – ხალხის მიერ ინიშნებოდნენ და თანამდებობაზე ან განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ, ანდა უვადოდ, დადგენილი პირობის თანახმად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შტატის მმართველობა ისე, როგორც ყოველი სახალხო ხელისუფლება, რაგინდ კარგად უნდა იყოს ორგანიზებული და რაგინდ უზადოდ უნდა ხორციელდებოდეს იგი ნელ-ნელა დაკარგავს რესპუბლიკურ თვისებას და საბოლოოდ გადაგვარდება კიდეც. კავშირში შემავალი შტატების კონსტიტუციათა თანახმად, თანამდებობის ესა თუ ის პირები თავიანთ პოსტებზე ხალხის მიერ ინიშნებიან, ოღონდ – მხოლოდ არაპირდაპირი დანიშვნის გზით. მათი უმეტესობის თანახმად თვით მაგისტრატურის თავიც კი ამ გზით ინიშნება. ერთი შტატის კონსტიტუციის მიხედვით საკანონმდებლო ხელისუფლების ორი პალატიდან ერთ-ერთზე სწორედ ეს წესი ვრცელდება.
ყველა შტატის კონსტიტუციათა შესაბამისად, უმაღლესი თანამდებობის პირებიც თავიანთ თანამდებობებზე განსაზღვრული ვადით ინიშნებიან. უმეტესწილად კი ეს ვადა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფალთათვის რამდენიმე წლით განისაზღვრება. ამასთანავე, შტატების კონსტიტუციათა უმრავლესობის მიხედვით და ამ საკითხის თაობაზე ყველაზე პატივსაცემი თუ მიღებული შეხედულების თანახმად, სასამართლო ხელისუფლების წევრები თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან უვადოდ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი უმწიკვლოდ ასრულებენ დაკისრებულ მვალეობას.
თუ კონვენტის მიერ შედგენილ კონსტიტუციას ჩვენ მიერ მოხმობილ საზომებს შევუდარებთ, მაშინვე მივხვდებით, რომ მას მკაცრად რესპუბლიკური ხასიათი აქვს. წარმომადგენელთა პალატას ისე, როგორც თითო პალატას, ყოველი შტატის საკანონმდებლო ორგანოში პიდაპირი არჩევის გზით ხალხის უდიდესი უმრავლესობა ირჩევს. სენატის ძალაუფლება, არსებული კონგრესისა და მერილენდის სენატის მსგავსად, უშუალოდ ხალხიდან არ მომდინარეობს. პრეზიდენტის ძალაუფლების წყაროც – ისე, როგორც შტატების უმრავლესობაში, ხალხის არაპირდაპირი არჩევანია. მოსამართლეებსაც კი, საკავშირო თანამდებობის სხვა პირებთან ერთად – ისე, როგორც ეს რამდენიმე შტატის კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული, თუმც ერთობ არაპირდაპირი არჩევის გზით, მაგრამ მაინც ხალხი აირჩევს. თანამდებობაზე ყოფნის ვადაც სრულიად შეესბამება რესპუბლიკურ სტანდარტსა და შტატის კონსტიტუციათა ნიმუშს. წარმომადგენელთა პალატა აირჩევა პერიოდულად ისე, როგორც ყველა შტატში და ორი წლის ვადით, როგორც სამხრეთ კაროლინაში. სენატი არჩეული იქნება ექვსი წლის ვადით, რაც ერთი წლით მეტია, ვიდრე მერილენდის სენატის ვადა და ნიუ-იორკისა და ვირჯინიისას ორი წლით აჭარბებს. პრეზიდენტი თანამდებობაზე იმყოფება ოთხი წლის ვადით, როგორც ნიუ-იორკისა და დელავერის შტატებში; მაგისტრატურის თავი აირჩევა სამი წლით, სამხრეთ კაროლინაში კი ორი წლის ვადით. დანარჩენ შტატებში არჩევნები ტარდება ყოველწლიურად. მაგრამ რამდენიმე შტატში კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული წესი, რომლის მიხედვითაც მაგისტრატურის თავის იმპიჩმენტი უნდა განხორციელდეს. დელავერისა და ვირჯინიის კონსტიტუციათა მიხედვით კი თანამდებობაზე ყოფნის ვადაში იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენება იკრძალება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი შესაძლებელია, თანამდებობაზე მისი ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე განხორციელდეს. რაც შეეხება მოსამართლეებს, ისინი თანამდებობზე რჩებიან და უნდა რჩებოდნენ კიდეც, ვიდრე თავიანთ მოვალეობას უმწიკვლოდ ასრულებენ. მაღალ სამთავრობო თანამდებობაზე კი პირები დაინიშნებიან ამა თუ იმ მოსაზრების გათვალისწინებით ზოგადი კანონმებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ანდა შტატის კონსტიტუციების შესაბამისად.
თუ დამატებითი საბუთებია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ შემოთავაზებული სისტემა თავისი არსით რესპუბლიკურია, მაშინ ამის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად ის ვითარება გამოდგებოდა, რომ ეს სისტემა კატეგორიულად კრძალავს თანამდებობის პირთათვის არისტოკრატიული წოდებების მინიჭებას როგორც ფედერალურ, ისე შტატის დონეზე. და ამასთანავე, იმის სრულ გარანტიას ქმნის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე დონეზე რესპუბლიკური მმართველობა განუხრელად განხორციელდეს.
მაგრამ ეს საკმარისი არ არისო, - იტყვიან შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი. კონვენტი ხომ მარტო მართვის რესპუბლიკური ფორმისადმი ერთგულებას იჩენს, მაშინ, როცა ვალდებული იყო ასეთივე მზრუნველობა გამოეჩინა
ფედერალური
პრინციპის შესანარჩუნებლადო; კავშირი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
კონფედერაციაა
;
კონვენტმა კი ისეთი
ეროვნული
მმართველობა ჩამოაყალიბა, რომელიც კავშირს შტატების
კონსოლიდაციად
განიხილავსო. საკითხავია, თუ ვინ მიანიჭა მას იმის უფლებამოსილება, რომ ეგზომ თამამი და რადიკალური სიახლე წამოეწყოო; იმ დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ამ შესიტყვებას ენიჭება, იგი ყურადღებით განხილვას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულსა და ფედერალურს შორის ის განსხვავება, რომელსაც ეს შესიტყვება ემყარება, დაზუსტებას მოითხოვს. ვფიქრობ, აუცილებელია იმის შეფასება, თუ რამდენად სამართლიანი და უფლებამოსიალია იგი. ამ მიზნით უპრიანი იქნება, ჯერ ერთი, შემოთავაზებული მმართველობის არსი გამოვარკვიო; მეორე, ისიც უნდა გამოვიკვლიო, ჰქონდა თუ არა კონვენტს უფლებამოსილება იმისა, რომ ასეთი გეგმა შეედგინა; მესამეც, პასუხი უნდა გავცე კითხვაზე, თუ სამშობლოს წინაშე მოვალეობის შეგნება რამდენად აძლევდა კონვენტის წევრებს იმის უფლებას, რომ მათ თავის თავზე ზოგიერთი ისეთი უფლებამოსილებაც აეღოთ, რაც კანონით არ იყო გათვალისწინებული.
პირველი. მმართველობის ამა თუ იმ სისტემის არსის გამოსარკვევად აუცილებელია, მსჯელობა შემდეგი პუნქტების მიხედვით წარიმართოს: უნდა განისაზღვროს ის, თუ რა მიმართებაშია თითოეული მათგანი იმ პრინციპებისადმი, რომლებიც საფუძვლად უნდა გამოიყენონ; უნდა დავადგინოთ ჩვეულებრივი ძალაუფლების წყარო; უნდა გამოვარკვიოთ, თუ რა პრინციპებით ხელმძღანელობს იგი თავის მოღვაწეობაში და განვსაზღვროთ, თუ რა მოცულობით შეიძლება მისი განხორციელება; უნდა გამოვარკვიოთ, თუ რამდენად გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ მასში სამომავლოდ ცვლილებები შევიტანოთ.
პირველი პუნქტის შესწავლის შედეგად ნათელი ხდება, რომ ერთი მხრივ, ახალი კონსტიტუცია ამერიკელი ხალხის თანხმობასა და მოწონებას ემყარება, რომელსაც იგი სპეციალურად ამ მიზნით არჩეული წამომადგენლების მეშვეობით გამოხატავს. მეორე მხრივ კი ხალხი თავის თანხმობასა და მოწონებას იძლევა არა როგორც ინდივიდებისგან შემდგარი ერი, არამედ როგორც მოსახლეობა, ვისგანაც ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი შტატები შედგება. ამრიგად, კონსტიტუციაზე თანხმობასა და მის რატიფიცირებას თითოეული შტატი უმაღლეს ხელისუფლებაზე ანუ ხალხის ხელისუფლებაზე დამყარებით ახორციელებს; აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მიღება იქნება არა
საერთოეროვნული
, არამედ
ფედერალური
აქტი.
ისე რომ, კონსტიტუციას მიიღებს ხალხი, რომელიც შეადგენს რამდენიმე დამოუკიდებელ შტატს და არ აყალიბებს ერთიან ერს; ეს ცხადი უნდა იყოს თუნდაც იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ ამ აქტს არ ახორციელბს არც კავშირის მოსახლეობის
უმრავლესობა
და არც შტატების
უმრავლესობა
. კონსტიტუციის მიღების აქტი უნდა იყოს რამდენიმე შტატის
ერთსულოვანი
თანხმობის შედეგი. შტატებისა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ კონსტიტუციის შედგენაში. ჩვეულებრივი არჩვენებისგან ეს პროცედურა მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას ხალხი უშუალოდ ახორციელებს და არა საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა მეშვეობით. საქმე რომ იმ ხალხს ეხებოდეს, რომელიც ერთ ერს აყალიბებს, მაშინ ნება შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობისა სავალდებულო იქნებოდა მისი უმცირესობისთვის; ისევე, როგორც თითოეულ შტატში მოსახლეობის უმრავლობის ნება მოცემულ შტატში მოსახლეობის უმცირესობისთვისაა სავალდებულო. იმის დასადგენად კი, თუ რა არის უმრავლესობა ან მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად მიცემული ხმების დათვლა იქნებოდა აუცილებელი, ანდა ამერიკელი ხალხის უმრავლესობის ნებად შტატების ის რაოდენობა უნდა მიგვეჩნია, რომლებმაც ხმის მიცემის დროს უმრავლესობა შეადგინეს. კონვენტმა არც ერთი წესი მოიწონა და არც მეორე. კონსტიტუციის რატიფიკაციის საკითხში ყოველი შტატი განიხილება, როგორც სხვა შტატებისგან დამოუკიდებლი, სუვერენული ერთეული, რომელიც მხოლოდ საკუთარ ნებას ემორჩილება. ამრიგად, თუკი ახალი კონსტიტუცია მივიღეთ, იგი ამ თვალსაზრისით,
ფედერალური
კონსტიტუცია იქნება და არა
საერთო
ეროვნული
.
შემდეგი პუნქტი იმ წყაროს შეეხება, საიდანაც ხელისუფლების ჩვეულებრივი ძალაუფლება უნდა მომდინრეობდეს. წარმომადგენელთა პალატას ძალაუფლებას მიანიჭებს ამერიკელი ხალხი; ამასთანავე, წარმომადგენელთა თანაფარდობა პირდაპირპროპორციული იქნება იმისა, რაც ამა თუ იმ შტატის შესაბამის ორგანოებშია და იმავე პრინციპებზე იქნება დამყარებული, რასაც ცალკეული შტატის საკანონმდებლო ხელისუფლება ემყარება. ამ მიმართებით მმართველობა
საერთოეროვნულია
და არა
ფედერალური
. მეორე მხრივ, სენატის ძალაუფლების წყარო იქნებიან შტატები, როგორც პოლიტიკური და თანასწორი საზოგადოებები. სენატში თითოეული მათგანი წარმოდგენილი იქნება თანასწორობის პრინციპის საფუძველზე ისე, როგორც არსებულ კონგრესშია. ამ მხრივ მმართველობა
ფედერალური
იქნება და არა
საერთოეროვნული
. აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება შედგენილი წყარო.
პრეზიდენტს უშუალოდ აირჩევენ შტატები, როგორც კრებითი პოლიტიკური პირები. ხმები, რომლებსაც ისინი ფლობენ, რთული ფორმულის მიხედვით დაითვლება; რა დროსაც ისინი ნაწილობრივ ერთმანეთისგან განსხვავებულ და თანასწორ საზოგადოებებად განიხილებიან, ნაწილობრივ კი ერთი და იმავე საზოგადოების არათანასწორ წევრებად. წინსწარ დათქული პირობით, განსაკუთრებულ მდგომარეობაში პრეზიდენტს საკანონმდებლო ხელისუფლების ისევ ის შტო აირჩევს, რომელიც საერთოეროვნული წარმომადგენლებისგან შესდგება. ოღონდ ამჯერად ისინი მოგვევლინებიან როგორც დელეგაციები მრავალი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ურთიერთთანასწორი პოლიტიკური ორგანიზაციისა. ამ თვალსაზრისით, მმართველობის შემოთავაზებული ფორმა ერთგვარი ნაზავის სახეს ღებულობს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც
ფედერალური
,
ისე
საერთო
-
ეროვნული
ელემენტები.
რაც შეეხება
სახელისუფლებო
უფლებამოსილებათა
განხორციელებას
, ამ მხრივ ფედერალურ და საერთოეროვნულ მმართველობას შორის განსხვავება ისაა, რომ ერთში ძალაუფლება ხორციელდება კრებითი პოლიტიკური პირების მიმართ, რომლებიც შეადგენენ კონფედერაციას; ხოლო მეორეში ძალაუფლების ობიექტებს წარმოადგენენ ცალკეული მოქალაქეები, როგორც ცალკეული პირები. თუ ამ საზომით გავზომავთ, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუციას
საერთო
-
ეროვნული
ხასიათი აქვს და არა
ფედერალურ
ი. ცალკეულ შემთხვევებში განსაკუთრებით სასამართლო გარჩევების დროს, როცა შტატები შეიძლება მომჩივნებადაც გამოდიოდნენ და მოპასუხეებადაც – ისინი მხოლოდ კრებით პოლიტიკური პირებად გვევლინებიან. ამგვარ წუნს ვერც ერთი გეგმა ვერ გაექცევა. ძალაუფლების განხორციელება ხალხის, როგორც ცალკე პირების, მიმართ – რასაც ხელისუფლების ყოველდღიური მოღვაწეობა მოიცავს _ შესაძლოა, ყველაზე უფრო გამოხატავდეს მმართველობის
საერთო
-
ეროვნულ
ხასიათს.
მაგრამ ძალაუფლების განხორციელების თვალსაზრისით საერთო-ეროვნული ხელისუფლება იცვლის ხასიათს, როგორც კი მას
უფლებამოსილებათა
კუთხით განვიხილავთ. საერთო-ეროვნული მთავრობის იდეა არ გულისხმობს მარტო იმას, რომ ძალაუფლება ცალკეული მოქალაქეების მიმართ ხორციელდება; არამედ, იმასაც, რომ მისი უზენაესობა ვრცელდება ყველა პირსა და ნივთზე, რამდენადაც ისინი კანონიერი მართვის ობიექტებად გვევლინებიან. თუ ხალხი გაერთიანებულია ერთ ერად, ამგვარი უზენაესობა საერთო-ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას ეკისრება. იმ საზოგადოებებში კი, რომლებიც მხოლოდ გარკვეული მიზნებით ერთიანდებიან, იგი ნაწილობრივ საერთო-ეროვნულ აღმასრულებელ ხალისუფლებას აქვს დაკისრებული, ნაწილობრივ კი – ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებათ. ერთ შემთხვევაში ყველა ადგილობრივი ორგანო მის ზემდგომს ექვემდებარება, რომელიც აკონტროლებს, მართავს და სურვილისამებრ აუქმებს კიდეც მათ. მეორეში კი ხელისუფლების ადგილობრივი თუ მუნიციპალური ორგანოები თვითონ ფლობენ დამოუკიდებელ უზენაესობას; თავთავიანთ სფეროებში ისინი აღარ ემორჩილებიან საერთო-ეროვნულ ხელისუფლებას, არამედ პირიქით – ეროვნული ხელისუფლებაა ვალდებული, დაემორჩილოს მათ. ამ თვალსაზრისით შემოთავაზებული მმართველობა არ შეიძლება
საერთო
-
ეროვნულ
მთავრობად მივიჩნიოთ, ვინაიდან მისი იურისდიქცია მხოლოდ ზემოჩამოთვლილი უფლებამოსილებებით ამოიწურება, მაშინ, როცა შტატებს სრული სუვერენიტეტი რჩებათ და ყველა დანარჩენი უფლებამოსილებაც მათ ენიჭებათ. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ თუ სად გადის ორ – ფედერალურ და ადგილობრივ - იურისდიქციას შორის საზღვარი და ამის თაობაზე წამოჭრილ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, წყვეტს სასამართლო, რომელიც ფედერალურ დონეზე დაარსდება. მაგრამ საკითხის არსი ამით არ იცვლება. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს მიუკერძოებლად, კონსტიტუციური წესის მიხედვით. კონვენტმა გაითვალისწინა სიფრთხილის ყველა ჩვეულებრივი ზომა აუცილებელი მიუმხრობლობის უზრუნველსაყოფად. ასეთი სასამართლოს არსებობა აუცილებელია, რათა საქმეში მახვილი არ ჩაერიოს და კავშირი დაშლას გადაურჩეს. ამრიგად, უფრო უპრიანია იგი ფედერალურ დონეზე დაარსდეს, ვიდრე ადგილობრივ დონეზე. უფრო სწორედ, აუცილებელია, რომ იგი ფედერალურ დონეზე ფუნქციონირებდეს, ვინაიდან ასე უფრო დაცული იქნება მისი უსაფრთხოება; ამ პოზიციას, ალბათ, არავინ შეეწინააღმდეგება.
ბოლო პუნქტის თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი: კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის უფლებამოსილება თავისი ხასიათით არც მთლად საერთო
-
ეროვნული საკითხია და არც მთლად
ფედერალური
. მთლად საერთო-ეროვნული რომ ყოფილიყო, მაშინ უზენაესი და საბოლოო ძალაუფლება ექნებოდა იმას, რასაც კავშირის მოსახლეობის
უმრავლესობა
ჰქვია; ხელისუფლება – ისე, როგორც ყველა ეროვნულ საზოგადოებაში, - უფლებამოსილი იქნებოდა, შეეცვალა ან გაეუქმებინა მის მიერ შემოღებული მმართველობა; მთლად ფედერალური რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებელი გახდებოდა თითოეული შტატის თანხმობა, რათა შეტანილი ყოფილიყო შესწორება, რომელიც სავალდებულო იქნებოდა ყველასთვის. კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა არც ერთ პრინციპს ემყარება და არც მეორეს. ამ გეგმის მიხედვით შესწორებას ესაჭიროება უმრავლესობა, მაგრამ იგი ითვლება არა
მოქალაქეთა
ხმების, არამედ შტატების მიხედვით; ამ მხრივ შესწორებათა შეტანის უფლებამოსილება უხვევს საერთო
-
ეროვნულ პრინციპს და ფედერალური პრინციპისკენ იხრება. მაგრამ რაკი იგი არ მოითხოვს შტატების ერთსულოვან თანხმობას, არამედ მათი უმრავლესობაა საკმარისი, – იგი უხვევს ფედერალურ პრინციპს და საერთო-ეროვნული პრინციპისკენ იხრება.
ამრიგად, შემოთავაზებული კონსტიტუცია არც საერთო-ეროვნულია და არც ფედერალური, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით. იგი ორივე მათგანის ელემენტებს შეიცავს. დაფუძნების მიხედვით იგი ფედერალური აქტია და არა საერთო-ეროვნული; იმ წყაროების მიხედვით, საიდანაც ძალაუფლება მომდინარეობს, იგი ნაწილობრივ ფედერალურია და ნაწილობრივ საერთო-ეროვნული; უფლებამოსილებათა განხორციელების თვალსაზრისით, იგი საერთოეროვნულია და არა ფედერალური; უფლება-მოსილებათა მოცულობის მხრივ იგი ფედერალურია და არა საერთო-ეროვნული; დაბოლოს, შესწორებათა შეტანის წესის თვალსაზრისით, იგი არც მთლად ფედერალურია და არც მთლად საერთო-ეროვნული.
პუბლიუსი