ფედერალისტი # 67 : ჰამილტონი
1788წ. 11 მარტი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
შემდეგი საკითხი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, ისაა, თუ როგორ არის აგებული და მოწყობილი შემოთავაზებული ხელისუფლების აღმასრულებელი დეპარტამენტი.
ძნელად თუ მოიძებნება სისტემის ისეთი ნაწილი, რომლის მოწესრიგება უფრო დიდ სიძნელეებთან იქნებოდა დაკავშირებული, ვიდრე ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარებაა. ალბათ, შემოთავაზებული სისტემის არც ერთი პუნქტი არ ულანძღავთ ისე ფარისევლურად თუ არ უკრიტიკებიათ იმგვარი თავდავიწყებით, როგორც ის პუნქტი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეხება.
ავტორებმა, რომლებიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წერენ, ეტყობა, მთელი თავიანთი ნიჭი დამახინჯებული განმარტებების შედგენას შეალიეს. მათ კარგად გათვალეს ის, თუ როგორ უნდა ესარგებლათ მონარქისადმი მტრული განწყობით, რომელიც ხალხში არსებობს. აქედან გამომდინარე, ამ ვაიკრიტიკოსებმა სცადეს მთელი ის ღვარძლი და შიში, რომელიც მონარქს უკავშირდება, შეერთებული შტატების პრეზიდენტზე გადაეტანათ. ლამობენ, იგი საძულველი მშობლის ზრდასრულ შთამომავალად წარმოადგინონ მაშინ, როცა ეს სახელისუფლებო ინსტიტუტი ჯერ ჩვილობის ასაკს არ გასცდენია. ეს მწერლუკები არაფერს ერიდებიან და ათასგვარ გამონაგონს თხზავენ, რომ როგორმე ხალხს მონარქსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის მსგავსება ჩააგონონ. ამ ხელისუფლის უფლებამოსილებანი ზოგ საკითხში ოდნავ თუ აღემატება, ზოგშიც - ოდნავ თუ ჩამორჩება იმ კომპეტენციებს, რითაც ნიუ – იორკის შტატის გუბერნატორია აღჭურვილი. ეს ხალხი კი მათ უსაშველოდ აზვიადებს და მეფის პრეროგატივებზე აღმატებულადაც კი წარმოადგენს. ის პატივი და ბრწყინვალება, რომელსაც მას მიაწერენ, ბრიტანეთის მეფესაც კი შეშურდებოდა. ისინი გვიხატავენ სურათს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს თავზე ბრწყინვალე დიადემა ადგას, მხრებზე კი მეწამული მანტია აქვს მოსხმული; იგი ტახტზეა წამოსკუპებული და ფავორიტებითა და საყვარლებითაა გარემოცული. ამგვარი სურათი იმისაც გვისურათხატებს, თუ რა დიდი ზარ – ზეიმით ღებულობს იგი უცხო სახელმწიფოთა მბრძანებლებს. პრეზიდენტის ამგვარ უსაშველოდ გაზვიადებულსა და ყურით მოთრეულ ნიშან – თვისებებს აზიური დესპოტიზმისა და ავხორცობის სცენა აგვირგვინებს. კაცს შიშის ზარი დაეცემა მკვლელი იანიჩარების საზარელი სახეების შემყურეს, ხოლო, ყველა სირცხვილით დაიწვება, როცა იმას წარმოიდგენს, თუ რა იდუმალებით მოცული მოვლენები თამაშდება სულთნის სასახლეში, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთანაა შედარებული.
ყოველივე ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სრული აბდაუბდა, რომელიც ამახინჯებს პრეზიდენტის თანამდებობის არსს. ამიტომ აუცილებელია სწორი წარმოდგენა შევიქმნათ მისი ბუნებისა და ფორმის შესახებ, რათა მართებულად შევაფასოთ მისი ჭეშმარიტი სახე და დანიშნულება. ასევე აუცილებელია იმ ხალხის მზაკვრობა და სიყალბე ვამხილოთ, რომელიც ვერაგულ შეხედულებას ავრცელებენ პრეზიდენტსა და მონარქს შორის ვითომდა არსებულ მსგავსებათა შესახებ.
ამ ამოცანის შესრულებისას ძნელად რომ ვინმემ თავის შეკავება შეძლოს, ან სერიოზულად მოეკიდოს იმ სუსტსა და არანაკლებ ღვარძლიან ხრიკებს, რომელთაც ეს ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მოსაწამლად მიმართავს. ამგვარი ხრიკები თავიანთი უსამართლობით იმდენად აღემატებიან იმ თავაშვებულ გამონაგონებს, რანიც პარტიულ ცხოვრებას ახასიათებენ, რომ თვით იმ ადამიანსაც კი, ვინც თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი ყველაზე წრფელი და შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევა, უნებლიე და უსაზღვრო აღშფოთება შეიპყრობს. შეუძლებელია თავი შეიკავო და ამ ხალხს არ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი განზრახ და უხეშად ამახინჯებენ ფაქტებს, როცა თაღლითურად ამტკიცებენ, დიდი ბრიტანეთის მეფე და შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსგავსი თვისებებით ხასიათდებიანო. ასევე შეუძლებელია თავი შეიკავო ბრალდებისაგან, როცა ხედავ, თუ რა უღირსი და უნამუსო ხერხებით ცდილობენ ისინი გზა გაუხსნან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაამკვიდრონ თავიანთი თაღლითური შეხედულებები.
კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის ვაიკრიტიკოსთა უგუნურება იქამდეც კი მივიდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებანი მიაწერეს, რომლებიც ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით
მკაფიოდ
განეკუთვნება ცალკეული შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას. საქმე ეხება შემთხვევით წარმოშობილ ვაკანსიათა შევსების უფლებამოსილებას.
ერთი პუბლიცისტი (მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ღირსების მქონეა იგი სინამდვილეში) შეეცადა თავისი თანამემამულეებისთვის თვალი აეხილა ამგვარი გაბედული წამოწყების არსზე. ამ პირს წილად ხვდა თავისი პარტიის [1] დიდი მოწონება. სინამდვილეში კი მან მცდარი და დაუსაბუთებელი ვარაუდი წამოაყენა, რომელზეც ასევე მცდარ და დაუსაბუთებელ მოსაზრებათა მთელი წყება დააშენა. დაე, იგი ახლა წარდგეს ფაქტების სამსჯავროს წინაშე. დაე, იმართლოს თავი, თუკი ამის ძალა შესწევს, ანდა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ ეგზომ სამარცხვინოდ შეურაცხყო ჭეშმარიტება და პატიოსანი ქცევის წესები.
შემოთავაზებული კონსტიტუციის მეორე მუხლის მეორე კარის მეორე ამბზაცის მიხედვით შეერთებული შტატების პრეზიდენტი უფლებამოსილია: “სენატის რჩევითა და თანხმობით დანიშნოს ელჩები, სრულუფლებიანი წარმომადგენლები და კონსულები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ასევე – შეერთებული შტატების სხვა
თანამდებობის
პირები
, რომელთა დანიშვნის თაობაზე წინამდებარე კონსტიტუცია არ
შეიცავს
სხვა
დადგენილებებს და რომელთა
თანამდებობებიც
კანონითაა
განსაზღვრული
.” ამას უშუალოდ მოსდევს მეორე აბზაცი, სადაც სიტყვასიტყვით წერია:” პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეავსოს ყველა ვაკანსია, რომელიც
სენატის
სესიებს
შორის
პერიოდებში
წარმოიშობა და თანამდებობრივი უფლებამოსილებანი მიანიჭოს იმ ვადით, რომელიც
სენატის
მომდევნო
სესიის
დასრულებისთნავე
ამოიწურება
.
” სწორედ ამ უკანასკნელი დებულებიდან იქნა გამოტანილი მცდარი დასკვანა იმის თაობაზე, თითქოსდა, პრეზიდენტს სენატში გაჩენილ ვაკანსიათა შევსების პრეროგატივა ენიჭებოდეს. აბზაცებს შორის არსებული კავშირისთვის უბრალო თვალის გადავლებითა და ტერმინთა მნიშვნელობიდანაც ნათლად ჩანს, თუ რაოდენ არკეთილსარწმუნო და მცდარია ზემოაღნიშნული დასკვნა.
ცხადია, რომ პირველი დებულება მხოლოდ ისეთ თანამდებობის პირთა დანიშვნის წესს ადგენს, “რომელთა დანიშვნის თაობაზე წინამდებარე კონსტიტუცია
არ
შეიცავს
სხვა
დადგენილებებს
და რომელთა
თანამდებობებიც
კანონითაა
განსაზღვრული
.
” შეუძლებელია, ამგვარი უფლებამოსილება სენატორებზეც ვრცელდებოდეს, ვინაიდან მათი დანიშვნა კონსტიტუციაში სწორედ რომ სხვა
დებულებითაა გათვალისწინებული [2] და არ საჭიროებს ცალკე კანონის შემოღებას. ძნელად რომ ეს დებულება ვინმემ სადავო გახადოს.
ზუსტად ასევე ცხადია ისიც, რომ ჩვენ მიერ მოტანილ აბზაცთაგან უკანასკნელი შეუძლებელია გაგებულ იქნეს, როგორც ისეთი დებულება, რომელიც სენატში წარმოშობილ ვაკანსიათა შევსების უფლებამოსილებას ითვალისწინებს.
ჯერ
ერთი
, კონსტიტუცია შეიცავს სხვა დებულებას, რომელიც შეერთებული შტატების თანამდებობის პირთა დანიშვნის საერთო წესს განსაზღვრავს. განსახილველი დებულება სხვა არაფერია თუ არა ამ უკანასკნელის დამატება. მისი მიზანია დამატებითი პროცედურის შემოღება იმ შემთხვევისთვის, თუ თანამდებობაზე დანიშვნის საერთო წესი არასაკმარისი აღმოჩნდა. დადგენილი წესის მიხედვით, თანამდებობებზე დანიშვნის უფლებამოსილებას პრეზიდენტი და სენატი
ერთობლივად
ახორციელებენ. ამიტომ მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სენატის სასესიო პერიოდში. მაგრამ საქმე ის არის, რომ არ იქნებოდა მართებული ხელისუფლების ეს ორგანო დაგვევალდებულებინა, რომ მას თანამდებობრივი უზრუნველყოფის მიზნით განუწყვეტლივ ჩაეტარებინა თავისი სხდომები. ბუნებრივია, რომ ვაკანსიები სენატის სესიებს შორის
შუალედებშიც
წარმოიშვას. საზოგადოებისადმი სამსახურის ინტერესები გვავალდებულებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ იქნენ შევსებულნი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი შეიქნა კონსტიტუციაში ისეთი დებულების შეტანა, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს
ერთპიროვნულად
დანიშნოს თანამდებობის პირები “იმ ვადით, რომელიც
სენატის
მომდევნო
სესიის
დასრულებისთნავე
ამოიწურება
.”
მეორეც
, რაკი განსახილველი დებულება წინამავალი დებულების დამატებად განიხილება, მასში მოხსენიებული
ვაკანსიებიც
ისე უნდა განიმარტოს, რომ ისინი იმ
თანამდებობებს
განეკუთვნება, რანიც მასში არიან აღწერილნი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ აღწერაში სენატის წევრები არ შედიან.
მესამე
,
პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას “სენატის სესიებს შორის პერიოდებში ახორციელებს”, თანამდებობის პირები კი ინიშნებიან “იმ ვადით, რომელიც
სენატის
მომდევნო
სესიის
დასრულებისთნავე
ამოიწურება
.” თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ნათელი გახდება განსახილველი დებულების არსი. მასში რომ სენატორებიც იგულისხმებოდნენ, მაშინ ვაკანსიათა შევსების დროებითი უფლებამოსილება პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების სესიებს შორის პერიოდებში დაეკისრებოდა. საქმე ის არის, რომ სწორედ ეს უკანასკნელნი ახორციელებენ თანამდებობებზე დანიშვნის უწყვეტ პროცედურას. მაგრამ დებულება მკაფიოდ გვეუბნება, რომ პრეზიდენტს ვაკანსიათა შევსების დროებითი უფლებამოსილება საერთო – ეროვნული სენატის სესიებს შორის პერიოდებში ენიჭება. ამ უკანასკნელს კი არაფერი ესაქმება ამგვარ დანიშვნებთან. რაც შეეხება საკანონმდებლო კრებას იმ შტატისა, რომლის წარმომადგენლობაშიც ვაკანსია გაჩნდა, იგი არ დაელოდებოდა ეროვნული სენატის მომდევნო სესიის დასრულებას და დროებით სენატორებს თანამდებობაზე ყოფნის ვადას საკუთარსავე მომდევნო სესიამდე გაუგრძელებდა. რა თქმა უნდა, იმ სახელისუფლებო ორგანოსთან დაკავშირებული გარემოებანი, რომელსაც თანამდებობებზე უწყვეტად დანიშვნის უფლებამოსილების განხორციელება აკისრია, გადამწყვეტი იქნება ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე დროებითი დანიშვნის წესში ცვლილებათა შეტანაზე მიდგება. მაგრამ რაც შეეხება ეროვნულ სენატს, მისი სტატუსი გათვალისწინებულია ზემოხსენებული დებულებით, რომელსაც ჩვენი მოსაზრებებიც ემყარება. ამ სტატუსის მიხედვით მის კომპეტენციაში მხოლოდ იმ თანამდებობათა ვაკანსიების შევსება შედის, რომელ თანმდებობებზე დანიშვნის უფლებამოსილებასაც იგი პრეზიდენტთან ერთად ახორციელებს.
დაბოლოს
,
შემოთავაზებული კონსტიტუციის პირველი მუხლის მესამე კარის პირველი და მეორე აბზაცები არათუ ეჭვის საფუძველს არ ტოვებენ, არამედ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ გაუგებრობას ფანტავენ. ერთი მათგანი იუწყება:” შეერთებული შტატების სენატი შედგება თითოეული შტატის მიერ წარგზავნილი ორ – ორი სენატორისგან, რომელთაც
თითოეული
მათგანის
საკანონმდებლო
კრება
ექვსი წლის ვადით ირჩევს.” მეორე აბზაცის მიხედვით კი:” თუ
ნებისმიერი
შტატის საკანონმდებლო კრების სესიებს შორის თანამდებობიდან გადადგომის ან სხვა რამ მიზეზით ვაკანსია გაჩნდება, შესაბამისი შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია, განახორციელოს დროებითი დანიშვნა,
ვადით
საკანონმდებლო
ორგანოს
მომდევნო
სესიამდე
, რომელიც წარმოშობილ ვაკანსიას შეავსებს.” ამრიგად, ცალკეული შტატის აღმასრულებელ ხელისუფლებას მკაფიოდ და არაორაზროვნად ენიჭება შემთხვევით წარმოშობილ ვაკანსიებზე თანამდებობის პირთა დროებით დანიშვნის უფლებამოსილება. ცხადია, რომ ეს ვითარება აბათილებს ყველა ვარაუდს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამ უფლებამოსილებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყოს აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ გამომდინარეობს კონსტიტუციის ჩვენ მიერ განხილული ნაკვეთიდან და ამგვარი ვარაუდი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მაგრამ საქმე ის არის, რომ იგი ხალხის მოტყუების მიზნითაა შეთითხნილი. თუმცა მისი სიყალბე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერანაირი სოფისტიკით ვერ შენიღბავენ, ხოლო მისგან იმოდენა სისაძაგლე გამოსჭვივის, რომ ფარისევლობასაც კი არ ძალუძს მისი დაფარვა.
მე შემოთავაზებული კონსტიტუციის შერყვნის აწ განხილული მაგალითი ამოვირჩიე და შევეცადე იგი ყოველმხრივ გამეშუქებინა. ამით მინდოდა, უტყუარი საბუთი მომეტანა იმისა, რომ დაუშვებელია რაღაც მაქინაციები მოიგონო და ამით შეეცადო ხალხის სამსჯავროზე გამოტანილი კონსტიტუციის ღირსებათა სამართლიანი და მიუმხრობელი შეფასების პროცესი შეაფერხო. ზემოხსენებული მწერლუკების საქციელი იმდენად აღმაშფოთებელია, რომ თავს უფლება მივეცი, ძალზე მეტისმეტად მკაცრად გამეკრიტიკებინა ისინი, რაც, ცოტა არ იყოს, არ შეეფერება წინამდებარე სტატიების საერთო სულისკვეთებას. მაგრამ ჩემეულ შეფასებას მაინც უყოყმანოდ წარვადგენდი შემოთავაზებული კონსტიტუციის წრფელი და პატიოსანი მოწინააღმდეგის სამსჯავროზე. დარწმუნებული ვარ, იგი ვერაფრით დამისაბუთებდა იმას, რომ ჩვენს ენაში საკმარისად მკაცრი ეპითეტები მოიძევებოდეს, რომელთაც იმ უნამუსობისა და გარყვნილების გაკიცხვა შეეძლოთ, რასაც ამერიკის მოქალაქეთა მოტყუების მცდელობა ჰქვია.
პუბლიუსი