ფედერალისტი # 34 : ჰამილტონი
1788 წ. 5 იანვარი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
ვიმედოვნებ, ჩემს ბოლო წერილში ნათლად ვაჩვენე ის, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის მიხედვით, ცალკეულ შტატებსა და საკავშირო ხელისუფლებას შემოსავლების სფეროში
თანაბარი
უფლებამოსილება ექნება, გარდა იმპორტზე მოსაკრებლი. რაკი ამ გზით შტატების განკარგულებაში თავს რესურსების უდიდესი ნაწილი მოიყრის, საფუძველი გამოეცლება მტკიცებას: მიუხედავად გარედან კონტროლის უქონლობისა, მათი შემოსავლები არ იქნება იმდენად დიდი, რომ ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გასწვდესო. მაგრამ მათ რომ საკმაო შესაძლებლობები ექნებათ, ეს კარგად გამოჩნდება, თუ ყურადღებას ერთ რამეზეც გავამახვილებთ, არც თუ ისე მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ხარჯების ის წილი, რომლის გაღებაც შტატის მთავრობებს მოუწევთ.
აბსტარქტულ პრინციპებზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ კოორდინირებული ხელისუფლება არ არსებობსო, იგივეა, რაც ვარაუდებისა და თეორიების დახვავება ფაქტებისა და რეალობის წინააღმდეგ. მაგრამ რაგინდ თანამიმდევრული იყოს ამგვარი მსჯელობა, რომელიც საგანზე ამბობს
არ
უნდა
არსებობდესო
, იგი მაინც უარყოფას იმსახურებს, ვინაიდან ცდილობს, საგნის არარსებობა დაამტკიცოს იმ დროს, როცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ. ცნობილია, რომ რომის რესპუბლიკაში საკანონმდებლო ძალაუფლება საუკუნეების განმავლობაში თავს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, ორგანოს ხელში იყრიდა; ისინი ერთი საკანონმდებლო კრების ორ სხვადასხვა შტოს კი არ ქმნიდნენ, არამედ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენდნენ; თითოეულ მათგანში მეორის საპირისპირო ინტერესი ჭარბობდა; ერთში პატრიციები ბატონობდნენ, მეორეში – პლებეები. უამრავი არგუმენტის წამოყენებაა შესაძლებელი იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ უვარგისია იმგვარი სისტემა, რომელშიც ორ ვითომდა დაპირისპირებულ ძალაუფლებათაგან თითოეულს იმის კომპეტენცია აქვს, რომ ანულირება გაუკეთოს თუ გააუქმოს მეორის მიერ მიღებული აქტები. მაგრამ რომაელები სულელად ჩათვლიდნენ ყველას, ვინც მათ გაუქმებას მოითხოვდა. ადვილად მიმიხვდებოდით, რომ მხედველობაში comita centurita და comita tributa მაქვს. ერთ მათგანში ხალხი ცენტურიების მიხედვით ირჩევდა და იმგვარად იყო მოწყობილი, რომ მასში ყოველთვის პატრიციული ინტერესი ბატონობდა. მეორეში კი, სადაც რაოდენობა იყო გადამწყვეტი, პლებეური ინტერესი ჭარბობდა. რომის რესპუბლიკამ, სადაც ეს ორი საკანონმდებლო ძალაუფლება საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდა, არნახულ სიდიადეს მიაღწია კაცობრიობის ისტორიაში.
იმ სიტუაციაში კი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არ ასებობს იმგვარი დაპირისპირება, როგორც ეს აღწერილ მაგალითშია. არც ართ მხარეს არ დგას ისეთი ძალაუფლება, რომელსაც მეორის მიერ მიღებული აქტების გაუქმება შეეძლოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში იმის შიში, რომ უხერხულობა შეიქმნებაო, – არ უნდა არსებობდეს. ამასთანავე, მოკლე ხანში - ბუნებრივი პროცესის შედეგად - შტატების მოთხოვნილებანი
ძალზე
შემცირდება
; ამასობაში კი შეერთებული შტატები, ალბათ, უფრო მოხერხებულად ჩათვლის, თავი შეიკავოს იმ საქონლის დაბეგვრიდან, რაზეც გადასახადების დაწესება ცალკეულ შტატს სურს.
ამ საკითხის მნიშვნელობაზე უფრო ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად უპრიანი იქნებოდა, ყურადღება იმ თანაფარდობაზე გაგვემახვილებინა, რომელიც ფედერალური მთავრობისა და შტატის ხელისუფლებას შორის შემოსავლების უზრუნველყოფის მხრივ არსებობს. დავინახავდით, რომ ამ მხრივ ფედერალურ ხელისუფლებას იმდენი რამ აქვს გასაკეთებელი, რომ შტატის მთავრობასთან მისი შედარებაც კი არ შეიძლება. ამგვარი კვლევის დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია მარტო აწმყოთი ვიფარგლებოდეთ და შორეული მომავლისკენ არ ვიყურებოდეთ. სამოქალაქო მთავრობის კონსტიტუციები მარტო არსებული მოთხოვნილებების ანგარიშით არ იწერება, არამედ კაცობრიული საქმეების ბუნებრივი და ნაცადი მიმდინარეობის გათვალისწინებითაც, რომელიც გვასწავლის, რომ აუცილებელია ახლავე ვფიქრობდეთ მოთხოვნილებათა იმ კომბინაციებზე, რის წინაშეც საუკუნეების მერე დავდგებით. ადამიანს არასოდეს მოსდის უფრო დიდი შეცდომა, ვიდრე მაშინ, როცა ცდილობს, ეროვნული მთავრობისთვის მისანიჭებელ უფლებამოსილებათა მოცულობა დღევანდელი, უშუალო მოთხოვნილებების მიხედვით გაიანგარიშოს. არადა, აუცილებელია, მისი უნარიანობის
უზრუნველყოფა იმ მხრივ, რომ მან სამომავლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაც შეძლოს. რაკი ასეთი შესაძლებლობანი განუსაზღვრელია, არც ეროვნული მთავრობის ამგვარი უნარიანობის შეზღუდვა იქნებოდა მართებული. თუმცა ისიც მართალია, რომ საკმაო სიზუსტით შეიძლება შემოსავლის იმ ოდენობის გაანგარიშება, რომელიც კავშირის არსებულ დავალიანებათა დაფარვასა და იმ ინსტიტუტების შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს, რომელთა ფუნქციონირება, გარკვეული დროის განმავლობაში, საკმარისი იქნება მშვიდობიანობის პერიოდისთვის. მაგრამ გონივრული იქნებოდა თუ სრული უგუნურება ის, რომ ამით დავკმაყოფილებულიყავით და თითიც არ გაგვენძრია ჩვენი საზოგადოების დასაცავად იმ შემოსევების, თავდაცვითი ომებისა თუ შინააშლილობათაგან, რომლებიც შესაძლოა, მომავალში მას თავს დაატყდეს? თუნდაც ნაბიჯი ოდნავ წინ წარვდგათ ამ მიმართულებით, თუკი ხელისუფლებას შეუზღუდავი კონსტიტუციური ძალაუფლება არ ექნება, როგორღა გავუმკლავდებით საგანგებო მდგომარეობებს? მართალია, ძალზე ადვილია ზოგადად, თუმც დასაბუთებულად ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხეთაგან, მაგრამ მათ, ვისაც სურს ამ მხრივ გაისარჯოს, მე მაინც კეთილად მოვუწოდებდი, რომ მოეწოდებინათ თავიანთი მონაცემები. მაშინ ნახავდით, რომ ისინი ვერაფრის წარმოდგენას ვერ შეძლებდნენ, გარდა იმ ბუნდოვანი და გაურკვეველი კონცეფციებისა, რომლებიც ძალიან წააგვანან სამყაროს შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ ვარაუდებს. მაგრამ არც ერთი გამონათქვამი, რომელიც შინაგან რყევებს შეეხება დამაჯერებელი არ არის, ვინაიდან ვერავინ შეძლებს მათ დამაკმაყოფილებელ გამოთვლას. მაგრამ სხვა საქმეა, თუ ჩვენ გვინდა, სავაჭრო სახელმწიფო ვიყოთ. სამხედრო – საზღვაო ძალების შენახვა და საზღვაო ომები აჩანაგებს პოლიტიკური მათემატიკის ძალისხმევებს. ეს უკანასკნელი ხომ იმის საშუალებას იძლევა, რომ ახალი და აბსურდული პოლიტიკური ექსპერიმენტი წამოვიწყოთ: ხელ - ფეხი შევუკრათ მთავრობას, რომ მან ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი შეტევითი ომები აწარმოოს. ეგეც რომ არ იყოს, ჩვენ უფლება არა გვაქვს, მას იმის საშუალება მოვუსპოთ, რომ საკუთარი საზოგადოება სხვა სახელმწიფოების პატივმოყვარეობისა და მტრობისგან დაიცვას. ჟამიდან ჟამს ევროპის თავზე საავდრო ღრუბელი ჩამოწვება ხოლმე და არავინ იცის, როდის ამოვარდება ქარიშხალი; იკისრებს კი ვინმე თავდებობას, რომ იგი ჩვენ არ დაგვატყდება თავს? არც ერთი გონიერი ადამიანი არ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ ეს ქარიშხალი ჩვენ ვერ მოგვწვდებაო. დავუშვათ და დაგროვილი აალებადი მასალა ისე მოულოდნელად აალდა, რომ ავარდნილი ცეცხლის ალები ჩვენს ქვეყანას არ გადმოედო. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ჩვენი სიმშვიდე სხვა მიზეზით ან სხვა მხრიდან არ დაირღვევა? მოდით გავიხსენოთ, რომ ომი და მშვიდობა ყოველთვის როდია დამოკიდებული ჩვენს არჩევანზე. ჩვენი ზომიერება და თავშეკავებულობა არ არის საწინდარი იმისა, რომ სხვათა პატივმოყვარეობის დაცხრომას შევძლებთ. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ საფრანგეთი და ინგლისი, რომლებიც ეგზომ ქანცგაცლილნი და მისავათებულნი იყვნენ ბოლო ომის შემდეგ, ისევ მტრულად შეხედავდნენ ერთმანეთს? კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ადამიანის გულში უფრო მხედრული სული ბობოქრობს, მისთვის დამახასიათებელი მძვინვარებისა და გაჩანაგების ვნებებით, რის წინაშეც უსუსურად გამოიყურება მშვიდობის სული, თავისი სათუთი და კეთილისმყოფელი გრძნობებით. როცა გვინდა, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ხანგრძლივი მშვიდობიანობის შესახებ სპეკულაციები დავუსაფუძვლოთ, ამით ადამიანის სულის სუსტ ნაწილს ვაძლევთ გასაქანს.
რა არის სამთავრობო ხარჯების მთავარი წყარო? რაა მიზეზი იმისა, რომ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს დაუგროვდა უზარმაზარი ვალები, რომელთა სიმძიმემ ლამისაა წელში გაწყვიტოს ისინი? პასუხი დღესავით ნათელია: ომები და რევოლუციები – ის ინსტიტუტები, რომელთა შექმნა და შენახვა აუცილებელია მათგან სახელმწიფოს დასაცავად. სწორედ ეს ორი რამაა საზოგადოებისთვის ყველაზე მომაკდვინებელი დაავადება. ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელ ხარჯებთან შედარებით უმნიშვნელოა ის დანახარჯები, რომლებიც სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად სჭირდება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო დეპარტამენტების უზრუნველყოფა იქნება ეს მათი დამხმარე დაწესებულებებითურთ თუ სოფლის მეურნეობისა (აქ ჩამოთვლილი სფეროები თითქმის ყველა სამთავრობო ხარჯის ობიექტებია) და წარმოების ხელშეწყობა.
დიდი ბრიტანეთის სამეფოში, რომელიც მონარქიის ესოდენ ბრწინვალე აპარატს ინახავს, წლიური სახელმწიფო შემოსავლის მხოლოდ მეთხუთმეტედი ნაწილი მოდის იმ ყაიდის ხარჯებზე, რაც სულ ახლახანს ვახსენეთ. დანარჩენი თოთხმეტი მეთხუთმეტედი იმ ვალების მომსახურებას მიაქვს, რომლებშიც ეს სახელმწიფო იმისთვის ჩაეფლო, რომ ომების წარმოების შესაძლებლობაც ჰქონოდა და ფლოტისა და ჯარის შენახვაც შეძლებოდა. ერთი მხრივ, მონარქიის ამბიციურსა და მეტისმეტად ფუფუნებისმოყვარე წამოწყებებს ძნელად რომ რაიმე რესურსი გაწვდეს, ამიტომ მისი დანახარჯები არ გამოდგება იმ სტანდარტად, რომლითაც რესპუბლიკური მმართველობის დანახარჯებს შევაფასებდით. მეორე მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე დისპროპორციაა მათ შორის საშინაო ადმინისტრაციაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც: სად მონარქიის მდიდრული და ექსტრავაგანტური ხელგაშლილობა და სად რესპუბლიკური მთავრობის ეკონომიკური თავშეკავებულობა და ყაირათიანობა. თუ სასურველს რეალობას შევუდარებდით და ბალანსს ისე გამოვიყვანდით, აღნიშნული თანაფარდობა მაინც არ იქნებოდა ურიგო.
მაგრამ მოდით, იმ დიდი ვალის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც მარტო ერთი ომის საწარმოებლად ჩვენ თვითონ ავიღეთ და იმ მოვლენებზე ვიმსჯელოთ, ყველა სახელმწიფოს რომ ერთნაირად ურღვევს სიმშვიდეს. ყოველგავარი საილუსტარციო მასალის გარეშეც ადვილად მივხვდებოდით, თუ რაოდენ დიდია დისპროპორცია, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი მთავრობების დანახარჯებს შორის არსებობს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შტატს საგულისხმო ტვირთი აწევს მათ მიერ აღებული ვალების სახით, რომლებიც კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო ომის დროს; მაგრამ მათი გადახდის შემდეგ მათ საშუალება მიეცემათ, თავიანთი – ამ დროისთვის უკვე გაზრდილი - შემოსავალი ერთთავად ცივილური ფურცლის უზრუნველყოფას მოახმარონ. თუ ამას გაუთვლისწინებელ ხარჯებსაც დავუმატებთ, თითოეული შტატის დანახარჯმა 200 000 გირვანქა სტერლინგს არ უნდა გადააჭარბოს.
თუ მმართველობის სისტემა, რომელსაც ვაყალიბებთ, მარტო ჩვენთვის კი არ გვინდა, არამედ მომავალი თაობებისთვისაც, მაშინ დროებით დანახარჯებთან ერთად ისეთი საქმეებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რაზეც მუდმივი ხარჯები იქნება გასაწევი. თუკი ზემოხსენებული პრინციპი სწორია, მაშინ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ჯამურ 200 000 გირვანქა სტერლინგზე. რომელიც შტატის წლიურ დანახარჯს შეადგენს იმ დროს, როცა საკავშირო მთავრობის დანახარჯები წარმოუდგენლად დიდი იქნება. თუ ეს ასეა, მაშინ რა ლოგიკაა იმაში, რომ ადგილობრივი მთავრობების განკარგულებაში ისეთი
ექსკლუზიური
წყარო იყოს, რისგან მიღებული შემოსავალი ჯამურ 200 000 გირვანქა სტერლინგს აღემატება? თუ მათ საშემოსავლო პოტენციალს კიდევ უფრო გავზრდიდით, მაშინ ეს იმას მიანიშნებდა, რომ კავშირისთვის ხელიდან
გამოგვეგლიჯა
ის რესურსები, რომლებიც მას საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სჭირდება და ისინი იმათთვის გადაგველოცა, ვის წინაშეც ამგვარი ამოცანები არ დგას.
დავუშვათ კონვენტს ისეთი პრინციპის შემოღების სურვილი გაუჩნდა, რომელიც კავშირსა და მის წევრებს შორის შემოსავლების ობიექტთა გადანაწილებას ითვალისწინებს მათი მოთხოვნილებების
პროპორციულად
;. თუ შტატების მხარდასაჭერად სპეციალური ფონდი შეიქმნება, მაშინ იგი არც ძალიან დიდი უნდა იყოს და არც ძალიან მცირე. ძალიან მცირე არ უდა იყოს, მის დღევანდელ მოთხოვნილებებთან შეფარდებით, ხოლო ძალიან დიდი არ უნდა იყოს, თუ საკითხს მისი სამომავლო მოთხოვნილებების კუთხით შევხედავთ. თუ გარეგან და შინაგან გადასახადებს ერთმანეთისგან გავმიჯნავდით, მაშინ შტატების განკარგულებაში თანამეგობრობის რესურსთა, დაახლოებით, ორი მესამედი აღმოჩნდებოდა იმ ხარჯების დასაფარად, რომელთა მოცულობა ერთ მეათედსა და ერთ მეოცედს შორის მერყეობს; კავშირის ხელში კი თავს მოიყრიდა თანამეგობრობის რესურსთა ერთი მესამედი, მისი დანახარჯების ცხრა მეათედიდან ცხრამეტ მეოცედამდე ნაწილის გასასტუმრებლად. თუ ამგვარ გამიჯვნას თავს ავარიდებთ და იმით დავკმაყოფილდებით, რომ შტატებს სახლებისა და მიწის დაბეგვრის უფლებას მივცემთ, მაინც დიდი იქნება
საშუალებასა
და
მიზანს
შორის გაჩენილი დისპროპორცია. თანამეგობრობის რესურსების ერთი მესამედი, დიდი - დიდი მოთხოვნილებათა ერთ მეათედს გასწვდეს. თუ ასეთ ფონდს შევქმნიდით და სახსრებს თანაბრად, მაგრამ ამავე დროს მიზნობრივად გავუნაწილებდით თითოეულ შტატს, ზოგიერთი მათგანის ვალებს ის მაინც ვერ გაწვდებოდა და ისინი მათი დაფარვის საქმეში ისევ საკავშირო მთავრობაზე დამოკიდებული დარჩებოდნენ.
მოსაზრებები, რომლებიც აქ წარმოვადგინეთ, გამართლებაა იმ პოზიციისა, ადრე შემდეგი სიტყვებით რომ გადმოვეცით: “
თანხვედრილი
იურისდიქცია
დაბეგვრის საკითხში ერთადერთი დასაშვები ალტერნატივაა იმ მდგომარეობისა, რა დროსაც – ხელისუფლების ამ შტოსთან მიმართებაში – შტატის მთავრობა სრულად ემორჩილება ფედერალურ ხელისუფლებას”. შემოსავლის წყაროთა ყოვლეგვარი დაყოფა იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ კავშირის დიადი
ინტერესები
მსხვერპლად ეწირება ცალკეული შტატის
ძალაუფლებას
. კონვენტმა ამგვარ დამორჩილებას თანხვედრილი იურისდიქცია ამჯობინა. ამ პრინციპის ღირსება ისაა, რომ ფედერალური მთავრობის შეუზღუდავ ძალაუფლებას დაბეგვრის საკითხში ჰარმონიულად უხამებს შტატების ადეკვატურსა და დამოუკიდებელ უფლებამოსილებას, თვითონვე დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებანი. დაბეგვრის საკითხი იმსახურებს იმას, რომ კიდევ რამდენიმე თვალსაზრისით იქნეს განხილული.
პუბლიუსი