გიორგი ბარამიძე - გრ. რობაქიძისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტების პროფესორი
ფედერალისტი
და
რესპუბლიკანიზმის
გაგების
ზოგიერთი
ასპექტი
ფედერალისტის მიხედვით რესპუბლიკანიზმი ძირეულად არის დაკავშირებული ფედერალიზმთან (წერილი 10; 39). დამფუძნებელთა ჩანაფიქრის მიხედვით და ფაქტობრივადაც ამერიკა არის ფედერაციული რესპულიკა. ამრიგად, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა ზოგადად რესპუბლიკისა და რესპუბლიკანიზმის, არამედ ფედერაციული რესპუბლიკისა და ფედერაციული რესპუბლიკანიზმის შესახებ. ამიტომ უპრიანია წინდაწინვე ვიცოდეთ როგორც ერთი, ისე მეორე მათგანის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა. ძველი რომაელი პოლიტიკური მოღვაწისა და ფილოსოფოსის _ ციცერონის განმარტებით,
res publica – res populi est ე. ი. რესპუბლიკა სახალხო საქმეაო. ასე რომ, ამ გამოთქმაში საქმე გვაქვს ორ ძირეულ სიტყვასთან. ესენია: საქმე და ხალხი. ფედერალიზმი კი მომდინარეობს ასევე ლათინური სიტყვიდან
feodus, რაც ქართულად კავშირს (ამ სიტყვასთან დაკავშირებული ვარიაციებით: ხელშეკრულება, აღთქმა) ნიშნავს. საქმე ის არის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს ნებაყოფლობითი თემები და პოლიტიკური ინსტიტუტები. ბუნებრივია, წამოიჭრება შეკითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ეს ორი რამ. შედარებით წვრილი, თვითმმართველი თემები ხელშეკრულების საფუძველზე ერთიანდებიან შედარებით მსხვილ თვითმმართველ თემებთან. ამგვარად ურთიერთდაკავშირებული სოციალური ინსტიტუტები შემდგომში ხელშეკრულებას დებენ პოლიტიკურ დაწესებულებებთან. ასე რომ, მთელი ამგვარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის საფუძველი არის ხელშეკრულება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველთა საფუძვლად ის ხელშეკრულება, ის აღთქმა გვევლინება, რომელსაც, ბიბლიის მიხედვით, ღმერთი დებს ადამიანთან ჯერ ნოეს, ხოლო შემდეგ აბრაამის სახით. ამრიგად, ხელშეკრულება ხასიათდება იმით, რომ მას აქვს ე.წ.
თეოლოგიური
ელემენტი
; ელემენტი – ძირეული მნიშვნელობით, რაც ნიშნავს პირველმქმნელს, ე. ი. ისეთ რამეს, რაც ქმნის ხელშეკრულების არსს, რაც მას ხელშეკრულებად აქცევს. ძალზე ზოგადად და ასევე წინდაწინვე თუ ვიტყვით, რესპუბლიკანიზმის სული მომდინარეობს ხალხიდან, ხოლო ფედერალიზმისა _ ღმერთთან ურთიერთობიდან. ასე რომ, სახელწოდება ფედერაციული რესპუბლიკა, ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი განზომილების შეერთებად გვევლინება; საქმე ღვთაებრივსა და სეკულარულ განზომილებებს ეხება; სეკურალურის იმ გაგებით, რაც ქართულად საეროს ან წარმართულს ნიშნავს. გარდა ამისა, როცა ხელშეკრულება ამგვარადაა გაგებული, როგორც ფიქრობენ, წინ აღარაფერი უდგას ფედერალიზმის წინააღმდეგ წამოყენებული ერთ-ერთი მთავარი საყვედურის გაბათილებას. საქმე ეხება იმას, რომ ხელშეკრულების დარღვევა ყოველთვის არის შესაძლებელი და ამიტომ მასზე დაშენებული კავშირიც არამყარიაო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამგვარი შესიტყვება არ ითვალისწინებს ერთ მთავარ რამეს. კერძოდ კი იმას, რომ აღთქმისეული ფედერალიზმის დროს ადამიანებს შორის დადებული ყოველი კავშირი, საბოლოო ჯამში, ღმერთის მიერ მოცემულ აღთქმას ემყარება. ღმერთი კი ყოველთვის ერთგულია მის მიერ მოცემული აღთქმისა.
საკითხი შესაძლებელია იმის შესახებ დაისვას, თუ რას ემყარება პოლიტიკური წესრიგი, ანდა პოლიტიკური კავშირი. იგი შეიძლება ორ რამეს ემყარებოდეს: ან კერძო პირებს, ან ე.წ. კრებით პირებს. კერძო პირებად, რა თქმა უნდა, მიჩნეულია ცალკეული ადამიანი. ხოლო კრებით პირებად ისეთი სიდიდეები მოიაზრება, როგორიცაა ოჯახი, ამქარი, სამეზობლო, თემი, ერი. პირველი პოზიცია ინდივიდუალიზმის სახელწოდებითაა ცნობილი; მეორეს – კორპორატიზმს უწოდებენ; კორპორაცია კი ლათინურიდან მომდინარეობს და გაერთიანებას ნიშნავს. გასათვალისწი-ნებელია ისიც, რომ პოლიტიკური წესრიგი თუ კავშირი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. უწინარეს ყოვლისა, ადამიანებს აინტერესებთ, თუ რამდენად მტკიცე, შედუღაბებული და გამძლე და სამართლიანია იგი. ასევე ფრიად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად უწყობს იგი ხელს იმას, რომ ყველას ჰქონდეს კარგი ცხოვრების შესაძლებლობა. ამრიგად, პოლიტიკური წესრიგის სიმტკიცე კარგი ცხოვრების საწინდრად უნდა გვევლინებოდეს. საზოგადოდ, ძველთაგანვე ცნობილია, რომ ადამიანები ორ რამეს მიელტვიან: კარგ ცხოვრებასა და სულის ხსნას. ისიც ცნობილია, რომ ამა თუ იმ ხალხის ენა თვითონ ადგენს არსობრივ განსხვავებებს. ინდივიდუალურ ადამიანზე, კერძო პირზე, ვიტყვით ცხოვრობსო, ხოლო კრებულად გაერთიანებულ ადამიანებზე, ანუ კრებით პირებზე კი ვიტყვით თანაცხოვრებას ეწევიანო. დასავლელი ადამიანი ხანგრძლივი ისტორიული ეპოქების განმავლობაში დარწმუნებულია, რომ როგორც კარგ ცხოვრებას, ისე სულის ხსნას, სწორედაც თანაცხოვრების ველზე შეძლებს. თუმცა იმავე დასავლეთში არსებობს მნიშვნელოვანი სააზროვნო ნაკადი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამგვარი რამეები ინდივიდუალურ ადამიანსაც ხელეწიფება. მაგრამ მთავარი სწორედ ის არის, თუ როგორ გვესმის თვითონ ადამიანი.
ფედერალისტი
და
ადამიანის
გაგება
51 – ე წერილის მიხედვით ადამიანი არ არის ანგელოზი: “ადამიანები ანგელოზები რომ იყვნენო”). I წერილის თანახმად, კი ადამიანს განსჯისა
და არჩევნის
გაკეთების უნარი ახასიათებს; ამგვარ შესაძლებლობას კი პრინციპულად არის მოკლებული ცხოველი. ამრიგად, ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორისაა. დამფუძნებელთა მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის დაცემული და არასრულყოფილი არსება. აქედან ჩანს ისიც, რომ ამერიკის დამფუძნებელი მამები ანგარიშს უწევენ პლატონის მოსაზრებას. ამ უკანასკნელის თანახმად, სახელმწიფოს აუცილებლობა სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ადამიანი ის არსებაა, რომელსაც მოთხოვნილებები აქვს. მოთხოვნილება არასრულყოფილების გამოხატულებაა. სრულყოფილ არსებას იგი არ აქვს. ამრიგად, დამფუძნებელთა შეხედულებით, ადამიანი არის განსჯითა და არჩევნის გაკეთების უნარით, ანუ გონებით დაჯილდოებული არასრულყოფილი არსება, რომელსაც (39 – ე წერილის მიხედვით) თვითმმართველობის ანუ იმის უნარი აქვს, რომ თავისი თავი თვითონვე მართოს. მაგრამ მთვარი ის არის, თუ რა ჰკრავს ასეთ ინდივიდებს ერთ ხალხად. ამ მხრივ მეტადრე საინტერესოა მე-2 წერილი, რომელშიც, ვფიქრობ, არსობრივი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვას: განგება (providence). ლაპარაკი არის ერთ მთლიან ქვეყანასა და ერთ ხალხზე, რომელსაც საერთო წინაპარი ჰყავს, ერთ ენაზე ლაპარაკობს და ერთ სარწმუნოებას აღიარებს. ამგვარი ერთობის საფუძვლად კი ღვთაებრივი განგებულება გვევლინება. ამრიგად, ამერიკის დამფუძნებელ მამათა მიხედვით, ადამიანთა თანაცხოვრების საფუძველი ღვთაებრივი განგებულებაა. უპრიანია, ამ გარემოებას, ღრმად ჩაუფიქრდეს ის ადამიანი, ვისაც შესაძლებლად მიაჩნია ადამიანთა ამა თუ იმ კრებულის დაფუძნება ღვთაებრივი ნების გარეშე. ფედერაციული რესპუბლიკა, დამფუძნებელთა მიხედვით, პოლიტიკური წესრიგის, პოლიტიკური კავშირის სწორედ ის ფორმაა, რომელიც ყველაზე უფრო მიესადაგება ამერიკის ხალხს, რომელიც განგებას ერთ კრებულად შეუკრავს. მართალია, ოთხმოცდახუთ წერილში არსად არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ღმერთმა აღთქმა დაუდო ამერიკელ ხალხს, მაგრამ ამ ბრძნული წერილებიდან სწორედ ბიბლიური გამოცდილება და ანალოგია გამოსჭვივის. ამ აზრით, დამფუძნებელთა ხედვა იმთავითვე ფედერალური ხედვა, ფედერალური მსოფლმხედველობაა, ფედერალურის ძირეული გაგებით, საცა იგი აღთქმას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს ვითარება მრავლისმეტყველი უნდა იყოს “ამერიკული სულის” მაძიებელთათვის როგორც ჩვენში, ისე სხვაგანაც. მაგრამ ტრადიციულ აზროვნებას მიაჩნია, რომ პოლიტიკური აზროვნების ამგვარ ლოგიკას, რომელიც თეოლოგიური ელემენტითაა შეზავებული, მონარქის აუცილებლობისა და მონარქიული წყობისკენ მივყავართ. ამრიგად, საკითხი დგას იმის შესახებ, თუ რა კავშირია მონარქიასა და რესპუბლიკას შორის.
მონარქია
და
რესპუბლიკა
მონარქია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: მონოს, რაც მხოლოს, მარტოს ნიშნავს და არხე, რაც ბერძნულიდან მართვას ნიშნავს. შესაბამისად სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით მონარქი არის ერთმმართველი ანდა თვითმპყრობელი; ხოლო მონარქია არის ერთმმართველობა ანუ თვითმპყრობელობა. მონარქიული პოლიტიკური წყობა ასეთია: სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში დგას მეფე, რომელიც არის ღვთივკურთხეული ხელისუფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონობის უფლება მას მინიჭებული აქვს ღვთის მადლით, ღვთაებრივი ხელდასხმით. დამფუძნებელი მამების მიხედვით კი ღვთაებრივი წყალობა მთელ ხალხზეა გადმოსული. სწორედ ის კრავს “ჩვენად ამერიკელ ხალხს. ერთ შემთხვევაში, ღვთაებრივი მადლი მეფეზე გადადის, მეორეში – ხალხზე. ერთი სახელმწიფოებრივ – პოლიტიკური წყობა მონარქიის სახით გვევლინება, მეორე – რესპუბლიკისა. თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში თეოლოგიური ელემენტი, ასე ვთქვათ, პირველაღმძვრელის როლს თამაშობს და თითქოსდა ამის შემდეგ აღარ ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში სუვერენი მეფეა, მეორეში – ხალხი. ასე რომ, მთავარია ის, თუ რა არის სუვერენიტეტი; იგი ლათინური ძირის მქონე სიტყვაა და უზენაესობას ნიშნავს. შესაბამისად, სუვერენი უზენაესია. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ამა თუ იმ შეკრებაზე ხშირად გვესმის დიდი რიხითა და ენთუზიაზმით წარმოთქმული სიტყვები: “მისი უზენაესობა ქართველი ხალხი”. ტრადიციული გაგებით, სუვერენიტეტი განუყოფელია და დაუნაწევრებელი. მონარქი სწორედ ასეთ სუვერენიტეტს განასახიერებს. ხალხის უზენაესობაზე ლაპარაკიც მის განუყოფლობას გულისხმობს. განუყოფელი ხალხის ხელისუფალი განუყოფელი და დაუნაწევრებელი სუვერენიტეტის მქონე მეფეა. მისი სუვერენეტიტისა და ხელისუფლების წყარო უშუალოდ ღმერთიდან მომდინარეობს.
რესპუბლიკანიზმი კი სწორედ ის პოლიტიკური წყობაა, რომელიც უარყოფს სამეფო ხელისუფლებას და მიიჩნევს, რომ ერთადერთი სუვერენი ხალხია. დამფუძნებელი მამების მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ძალაუფლების წყარო ხალხის უზენაესობაა. ხალხი შეიძლება ორნაირად გვესმოდეს; ერთი თვალსაზრისის მიხედვით, იგი ინდივიდებისგან შედგება; მეორისა კი _ კრებითი პირებისგან ანუ კორპორაციებად გაერთიანებულ კერძო პირთაგან. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნულ ნებასთან, მეორეში კი – კრებით ნებასთან. დამფუძნებელი მამების მიხედვით, რესპუბლიკანიზმი ინდივიდუალიზმთან არის დაკავშირებული. მთავარია ინდივიდი, მისი ნება და მისი უფლებები. მაგრამ საქმე ის არის, რომ მარტო ინდივიდუალიზმის წინწამოწევით არ ამოიწურება დამფუძნებელი მამების რესპუბლიკური მსოფლმხედველობა. ინდივიდუალიზმი მათ ძირეულად დააკავშირეს საზოგადოების თვითორგანიზაციის ფედერალურ პრინციპთან. ეს ვითარება კარგად ჩანს იმ მსჯელობიდან, რომელშიც საქმე ეხება ფედერალურ იურისდიქციას: ფედერალური კანონი უნდა ვრცელდებოდეს ცალკეული შტატის მოქალაქეზე, როგორც ინდივიდზე, კერძო პირზე, მაგრამ რაც შეეხება ამერიკას _ იგი უნდა იყოს შტატების (ანუ ცალკეული სახელმწიფოების), როგორც კრებით პირთა კავშირი. უფრო მეტი, მთელი ქვეყნის საზოგადოებრივი ქსოვილი ისეთი ასოციაციებისგანაა მოქსოვილი, როგორიცაა ოჯახი, ამქარი და სხვა ნებაყოფლობითი დაწესებულებანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ამგვარი თვითმმართველი სიდიდეებისგან შედგება. იგი განუყოფელი და დაუნაწევრებადი კი არ არის, არამედ გაყოფილი და დანაწევრებულია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ვითარება მისი სიმტკიცისა და ურღვეობის საფუძვლად გვევლინება და არა მისი დაქუცმაცებისა და გათითოკაცებისა. დამფუძნებელმა მამებმა, შეიძლება ითქვას, ამერიკული საზოგადოების თვითმოწყობის პრინციპი სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპად აქციეს. მათი მიხედვით, სახელმწიფო არის არა რაღაც გაქვავებული სიდიდე, არამედ იგი პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური კორპორაცია თუ გაერთიანებაა. რაკი ასეა, სახელმწიფო ხელისუფლებასაც საფუძვლად უნდა ედოს დანაწევრებისა და გაყოფის პრინციპი. ასე შემოიტანეს ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა პოლიტიკურ აზროვნებასა და პრაქტიკაში დანა-წევრებული და გაყოფილი სუვერენიტეტის პრინციპი. ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო სახელმწიფო ხელისუფლების დაყოფას სხვადასხვა შტოებად.
დანაწევრებული
სუვერენიტეტი
და
ხელისუფლების
შტოები
დანაწევრებული სუვერენიტეტი ხელისუფლების დანაწევრებას, ანდა დანა-წევრებულ ხელისუფლებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, თვითონ სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ასოციაცია, პოლიტიკ-ური გაერთიანება. სახელმწიფოს ამგვარი გაგება კი სრულიად განსხვავდება მისი ტრადიციული გაგებიდან, რომელსაც იგი გაქვავებულ სიდიდედ ესმის. სახელმწიფოსა და სახელმწიფო ხელისუფლების განუყოფლობიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება ტოტალიტარულ სახელმწიფომდე. სახელმწიფო, როგორც ასოციაცია, განყოფილი სუვერენიტეტი და დანაწევრებული ხელისუფლება სწორედ იმის საწინდარია, რომ თავიდან ავიშოროთ ტოტალიტარიზმი და სახელმწიფოს მხრივ ძალმომრეობა. ეს უკანასკნელი სწორედ ის უბედურებაა, რომლის თავიდან ასაშორებლადაც ეგზომი თავგამოდებით იღვწიან ამერიკის დამფუძნებელი მამები. თუმცა ისინი არ ლაპარაკობენ მარტო ამგვარ ძალმომრეობაზე. მათთვის მიუღებელია ძალმომრეობის ნებისმიერი გამოვლინება. ამრიგად, სახელმწიფო ხელისუ-ფლება იყოფა სამ შტოდ: აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. სამივე მათგანს აქვს თავ-თავიანთი უფლებამოსილება, რომლის მოცულობა დადგენილია კონსტიტუციით. აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში დგას პრეზიდენტი. ცხარე კამათის საგნად იყო ქცეული სწორედ საპრეზიდენტო უფლებამოსილება. ზოგიერთი ოპონენტი ამტკიცებდა, რომ იგი ბრიტანეთის მონარქის უფლებამოსილებასაც კი აღემატებოდა და ამაში ხედავდა დიდ საფრთხეს. მაგრამ დამფუძნებელი მამების პასუხი ოპონენტებისადმი შეიძლებოდა ასე ჩამოგვეყალიბებინა: ასეთი საფრთხე რეალურია დაუნაწევრებელი ანუ განუყოფელი სუვერენიტეტის დროს. დანაწევრებული სუვერენეტიტეტის პირობებში კი იგი თითქმის ქარწყლდება. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი მარტო ზემოხსენებული პრინციპი. სწორედ ამ პუნქტში დამფუძნებელ მამებს პოლიტიკურ აზროვნებასა და პრაქტიკაში პირველად შემოაქვთ (ფედერალისტი 9) ისეთი ფენომენი, რომელიც ცნობილია, როგორც ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთგაკონტროლების (checks and balances) მექანიზმი. იგულისხმება ის არსობრივი ვითარება, როცა ხელისუფლების შტოები აწონასწორებენ და აკონტრო-ლებენ კიდეც ერთმანეთს. ამგვარი ქმედების მიზანი ის არის, რომ ხელისუფლების თითოეული შტო თავის საკუთარ სფეროში ჩაატიოს. დანაწევრებული სუვერენიტეტი და ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთგაკონტროლების მექანიზმი არის სწორედ მძლავრი იარაღი უზურპაციის წინააღმდეგ. უზურპაციო კი ლათინური სიტყვაა და მიტაცებას ნიშნავს. როცა ჩვენშიც ლაპარაკია საპრეზიდენტო რესპუბლიკის უარყოფითი მხარეების შესახებ, იქნებ ღირდეს დაფიქრება იმაზე თუ რა არის დანაწევრებული სუვერენიტეტი და როგორ უნდა გაიმართოს ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთგაკონტროლების მექანიზმი. რესპუბლიკანიზმზე მსჯელობისას ასევე უპრიანი იქნებოდა დამფუძნებელ მამათა შეხედულებების გასიგრძეგანება და იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს ფედერაციული რესპუბლიკა. აკი ისინი შეაგონებენ როგორც თანამედროვეთ, ისე მომავალ თაობებს: “რუდუნებით უნდა ვეპყრობოდეთ ფედერალიზმის სულს და ფედერაციული პრინციპის მიხედვით ქვეყნის მოწყობას თავგამოდებით უნდა ვესწრაფოდეთ.” (წერილი 10). დამფუძნებელი მამები რამდენიმე სახის სინთეზს ახორციელებენ. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ფედერალური და რესპუბლიკური პრინციპების სინთეზთან. მეორე მხრივ, ფედერაციული რესპუბლიკანიზმი ინდივიდუალურისა და კორპო-რაციულის სინთეზს განასახიერებს. პოლიტიკური წესრიგის საფუძვლად სწორედ ინდივიდუალურისა და კორპორაციულის სინთეზი გვევლინება.
დამფუძნებელ მამათა თანახმად, რესპუბლიკანიზმის სულს ხელისუფ-ლების სამ შტოთაგან საკანონმდებლო ხელისუფლება გამოხატავს. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ უზურპაციის საფრთხე ყველაზე მეტად შესაძლოა სწორედ მისგან იყოს მოსალოდნელი. აქაც მხსნელად გვევლინება დანაწევრების პრინციპი. საკანონმდებლო ხელისუფლება ორად არის გაყო-ფილი: კონგრესად და სენატად. კონგრესი ხელისუფლების საერთო – ეროვნულ განზომილებას გამოხატავს, რაკი მისი წყარო არის მთლიანად ამერიკელი ხალხი; სენატი კი ხელისუფლების ფედერალური განზომილების გამომხატველია, რაკი მისი წყარო არის არა განუყოფელი ამერიკელი ხალხი, არამედ შტატები, როგორც თანასწორი პოლიტიკური საზოგადოებანი (წერილი 39). ხელისუფლების დანაწევრების პრაქტიკულად ხორცშესხმული პრინციპი ასე გამოიყურება: ჯერ იგი იყოფა ორ – საერთო – ეროვნულ და ფედერალურ დონედ; თითოეული დონე თავთავიანთი მხრივ დაყოფილია სამ შტოდ; საკანონმდებლო ხელისუფლება კი თითოეულ ამ დონეზე ისევ ორად იყოფა. აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ აბსოლუტური სუვერენიტეტი აღარ არის შესაძლე-ბელი.
მაგრამ დანაწევრების პრინციპი არ ვრცელდება მარტო სახელმწიფო ხელისუფლებაზე. საქმე ის არის, რომ ძალმომრეობისა და უფლებათა უზურპირების არანაკლები საფრთხე არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ველზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ადამიანური თავისუფლების გასაქანია. ამიტომ აქ ყოველთვის არსებობს ხიფათი იმისა, რომ შეიკრიბოს მიკერძოებული უმრავლესობა, ანდა ადამიანების ისეთი კრებული ჩამოყალიბდეს, რომელიც ჯგუფურობის თუ ურთიერთგაუტანლობის სულით იქნება შეპყრობილი. დამფუძნებელი მამები ამგვარი საფრთხის თავიდან აშორების ორ გზას განიხილავენ. ერთი გზა ასეთია: თვითონ საზოგადოების შიგნით შეიქმნას ისეთი მიუმხრობელი კრებული, რომელიც არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ მიკერძოებას არ გამოიჩენს. მაგრამ ამგვარი საშუალების პრაქტიკულ ხორცშესხმას ისინი შეუძლებლად მიიჩნევენ. მეორე გზა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება რაც შეიძლება ბევრ სექტად იქნეს დანაწევრებული, რათა გამორიცხული იქნეს შესაძლებლობა მიკერძოებული უმრავლესობის ჩამოყალიბებისა, რომელსაც არ გაუჭირდებოდა უზურპაციისა და ჩაგვრის მისეული ზრახვების განხორციელება. სექტა ლათინური სიტყვაა და რელი-გიურ სკოლას, მოძღვრებასა თუ ჯგუფს ნიშნავს. მაგრამ დამფუძნებელი მამები მას არარელიგიური მნიშვნელობით იყენებენ. სექტად ისინი ნები-სმიერ წვრილ თემს მოიაზრებენ. დანაწევრებული საზოგადოება იმას ნიშნავს, რომ იგი რაც შეიძლება ბევრ წვრილ თემადაა დაყოფილი. სწორედ ამგვარი მექანიზმი განიხილება საწინდრად იმისა, რომ ვერ მოხერხდეს მიკერძოებული, მოძალადე და უზურპატორი უმრავლესობის ჩამოყალიბება. დანაწევრებული სუვერენიტეტი, დანაწევრებული სახელმწიფო ხელისუფლება და დანაწევრებული საზოგადოება რესპუბლიკური თავისუფლების საფუძვლად განიხილება. რესპუბლიკური თავისუფლება და რესპუბლიკრი დემოკრატია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
რესპუბლიკანიზმი
წარმოუდგენელია
საზოგადოებრივი
ფედერალიზმის
გარეშე
.
ეს
უკანასკნელი
,
ალბათ
,
უცხო
არ
არის
საქართველოსთვისაც
.
იგულისხმება
ის
,
რომ
საქართველოს
საზოგადოებრივი
სხეული
ყოველ
-
თვის
იყო
დანაწევრებული
ერთმანეთისადმი
პასუხისმგებლობითა
და
ერთგულებით
გამსჭვალული
შედარებით
ვიწრო
თუ
მსხვილი
თემებისგან
.
ასევე
,
ალბათ
,
შესაძლებელია
,
ვილაპარაკოთ
საქართველოში
კულტუ
-
რული
ფედერალიზმის
შესახებ
.
კულტურული
მრავალფეროვნების
პრი
-
ნციპი
არის
არა
მსგავსება
სხვადასხვა
კუთხეებს
შორის
,
არამედ
მათ
შორის
განსხვავება
.
მაგრამ
შესაძლებელია
თუ
არა
განსხვავება
იყოს
ერთიანობის
საფუძველი
?
ამერიკის
დამფუძნებელი
მამები
მომავალ
თაო
ბებს
სწორედ
იმას
ასწავლიან
,
რომ
ჭეშმარიტი
ერთიანობის
საფუძველი
სწორედაც
განსხვავებაა
.
ქართველები
სახელმწიფოებრივ
ველზე
ყოვე
ლთვის
შედუღაბებულ
,
მტკიცესა
და
ურყევ
კავშირს
ვესწრაფოდით
.
სახელმწიფოებრიობის
სამი
ათას
წელზე
მეტს
ვითვლით
.
ერთიანი
და
განუყოფელი
სახელმწიფოებრიობის
პერიოდები
კი
მთელი
ამ
ხნის
განმა
-
ვლობაში
ძალზე
ხანმოკლეა
.
საქმე
ის
არის
,
თუ
როგორ
გვესმის
ეროვნული
სახელმწიფოებრიობა
.
ტრადიციული
ხედვა
ასეთია
:
ვეძებთ
იმას
,
რაც
საერთოა
ქართულ
კუთხეებს
შორის
;
იგი
სხვა
არაფერია
,
თუ
არა
საერთო
ქართული
ანუ
საერთო
–
ეროვნული
;
ამრიგად
,
ეროვნული
სახელმწიფო
ამ
უკანასკნელის
პოლიტიკური
ინსტიტუირების
ანუ
მისი
პოლიტიკური
დაწესების
ფორმად
გვევლინება
.
პოლიტიკური
ხედვის
ლოგიკა
ასეთია
:
რაც
საერთოა
,
ის
უზენაესია
და
დაუნაწევრებელი
;
ხოლო
,
რაც
განგვასხვავებს
,
იგი
გვაქუცმაცებს
და
გვათითოკაცებს
კიდეც
.
მაგრამ
არსებობს
პოლიტიკური
აზროვნების
სხვა
ლოგიკაც
_
ე
.
წ
.
განსხვავების
ლოგიკა
.
ამ
უკანასკნელს
მიაჩნია
,
რომ
ჭეშმარიტი
ერთი
ანობის
საფუძველი
სწორედაც
განსხვავებაა
.
ფედერაციული
სახელმწიფო
სწორედ
განსხვავების
პოლიტიკური
დაწესების
ფორმად
განიხილება
.
ამ
ლოგიკის
თანახმად
,
განსხვავება
არათუ
აქუცმაცებს
,
არამედ
კრავს
და
ადუღაბებს
ქვეყანას
.
თუ
ასე
შევხედავთ
,
ჩვენს
წარსულში
სახელმ
წიფოებრიობის
“
წყვეტა
”
კი
არ
ხდებოდა
,
არამედ
მისი
უწყვეტობა
სწო
-
რედ
წყვეტისა
და
დანაწევრების
სახით
არის
წარმოდგენილი
.
რესპუბლიკანიზმი
და
დემოკრატია
დამფუძნებელი მამები გადაჭრით მიუთითებენ, რომ რესპუბლიკანიზმის არსი არის წარმომადგენლობითობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ხორციელდება სახალხო წარმომადგენელთა მეშვეობით. მანამდე გაბატონებული იყო წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ხალხი პირდაპირ ახორციელებს ხელისუფლებას და იგი უშუალოდ მართავს ქვეყანას. ანტიკური საბერძნეთი, რომელიც ასაზრდოებს დასავლურ აზროვნებას, მხოლოდ უშუალო ანუ პირდაპირ დემოკრატიას სცნობს. მისი განხორციელება უკავშირდება ტერიტორიულ პრინციპს და საამისოდ აუცილებელია მცირე ტერიტორია. ოპონენტები სწორედ იმას უკიჟინებდნენ დამფუძნებელ მამებს, რომ ამერიკის ძალზე ვრცელ ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნებოდა ამ პრინციპის განხორციელება. დამფუძნებლები კი სწორედ იმას მიიჩნევენ ამერიკული რესპუბლიკანიზმისა და ამერიკული დემოკრატიის თავისებურებად, რომ როგორც ერთი, ისე მეორე უვრცეს ტერიტორიაზე ვრცელდება. სწორედ ამით განსხვავდება წარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალო ანუ პირდაპირი დემოკრატიისგან. როგორც ამბობენ, დემოკრატიული წყობილების დროს ქვეყანას მართავს ხალხი, ხოლო რესპუბლიკური სისტემის დროს ქვეყანას მართავენ ხალხის წარმომადგენლები. წარმომადგენლობის პრინციპი მოქმედებს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ისე საზოგადოების ველზე. ამ უკანასკნელზე იგი შემდეგნაირად ხორციელდება: უფრო წვრილი კორპორაცია, მაგ., პროფესიული ნიშნით ჩამოყალიბებული კორპორაცია ანუ ამქარი თავის წარმომადგენელს გზავნის უფრო მსხვილ ამქარში; ეს კი, თავის მხრივ, თავის წარმომადგენელს გზავნის უფრო მსხვილ ამქარში და ა.შ. პარალერულად წარგზავნის პრინციპი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების ველზეც. ასე რომ, მთელი ქვეყანა დაქსაქსულია წარმომადგენლობათა ქსელით. წარმოამდგენელი კი ის არის, ვინც ერთგულებითა და მოვალეობის გრძნობით არის გამსჭვალული წარმგზავნის მიმართ. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მთელი ქვეყანის როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური სხეული მოვალეობითა და პასუხისმგებლობითაა გაჟღენთილი. სპეციალურ პოლიტიკურ – მეცნიერულ ენაზე ამ ფენომენს სახელმწიფოსადმი ლოიალობა ჰქვია. რა განაპირობებს რესპუბლიკურ ლოიალობას დამფუძნებელ მამათა თვალთახედვით? აუცილებელია გავერკვეთ რესპუბლიკური თავისუფლებისა და რესპუბლიკური დემოკრატიის არსში. როგ-ორც ამბობენ, დემოკრატიასთან საქმე გვაქვს მაშინ, როცა ქვეყანა ხალხის მიერ იმართება, რესპუბლიკასთან კი მაშინ, როცა ქვეყანას კანონი მართავს. ქვეყნის ძირითად კანონად კი მიჩნეულია კონსტიტუცია.